ნიჭიერი 2017

„ნიჭიერი 2017“-ის გამარჯვებული 28 წლის ეკა აბულაძე გახდა. მან ხმების 42 % მიიღო. გამარჯვება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ეკა აბულაძემ პროექტის დასრულების შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მას და ჰყავს მძიმედ დაავადებული, თუმცა ეს ისტორია პროექტის მოსაგებად არ გამოუყენებია. რა სჭირს მომღერლის დას, ამის შესახებ ეკამ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ნიჭიერი 2017“ დასრულდა. მეშვიდე სეზონის დასასრულს, ფავორიტების მხარდასაჭერად 134 ათას 506 ხმაშემოვიდა. აქედან ყველაზე მეტი-42% ეკატერინე აბულაძემ მიიღო. მას პრიზის სახით ოროთახიანი ბინა გადაეცა საჩუქრად.

„ჩემო ძვირფასებო, ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის. (ცალ-ცალკე ვერ გწერთ) ყველაფერი რომ ფულით წყდებოდეს, მე უნდა ვცხოვრობდე ჩემ პირად სახლში, სადაც დილით ჩემ მეუღლესთან ერთად გავიღვიძებ, ბავშვის ტირილზე, რომელიც ჯერ მხოლოდ ამ მიზეზით არ გვყვავს :) დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში დაუდგა ერთ ქართულ ოჯახს და ერთ მეოცნებე გოგოს, მადლობა, ჩემი ოცნების ახდენისთვის, მე არ მაქვს ფული 👐 პირველ რიგში, ჩემს დას ვუმკურნალებდი, მცირედი ხელფასის მაგვარი მაინც რომ გამაჩნდეს, უბრალოდ არ მიწუწუნია, როგორც "წესია" :) l love rock n roll :) !“ - წერს ეკა.

"ნიჭიერი 2017" დასრულდა, ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის სტატუსი "ძია ნოდარის ბენდის" წევრმა ეკა აბულაძემ მოიპოვა, რომელსაც საჩუქრად ბათუმში ბინა გადაეცა.

ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ადამიანის ტიტულის მოსაპოვებლად 8 კონკურსანტი იბრძოლებს. ფინალისტები "ნიჭიერის“ ჟიურის და მაყურებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საბოლოოდ გუშინ გამოვლინდნენ. მეოთხე ლაივ-შოუს ლიდერი 8 წლის მარიამ ურუშაძე გახდა.

ილუზიონისტმა როსტომ ყაველაშვილმა „ნიჭიერის“ მაყურებელს და ჟიურის, გუშინ დაუვიწყარი შოუ წარმოუდგინა. მან „რუსთავი 2“-ის ეზოში გრანდიოზული ცეცხლოვანი შოუ დადგა. ილუზიონისტმა საკონკურსო ნომერში ხერხი გამოიყენა, რამაც ჟიურიც და მაყურებელიც შოკში ჩააგდო. მისტიური ილუზიონისტი, პროექტის ფინალში სამწუხაროდ ვერ მოხვდა.

8 წლის მარიამ ურუშაძე, მაყურებელმა „ნიჭიერიდან“ გაიცნო, მისმა საოცარმა შესრულებამ, პროექტის ჟიური თავიდანვე მოხიბლა. მარიამი ლანჩხუთიდან არის. "როდესაც ვმღერი, ჩემთვის ისეთი შეგრძნებაა თითქოს დედიკოს ველაპარაკები, ის მკოცნის და მეც იგივეს ვაკეთებ“ - განაცხადა მარიამმა.

მაკა ჩიჩუა: „აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მაყურებელმა და საინტერესო ფინალი გველოდება. ჟიურის არჩევანის დროს ცოტა გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, რადგან აზრთა სხვადასხვაობა იყო. ძალიან დამწყდა გული პატარა ალექსანდრე ზაზარაშვილზე, რომელიც ფინალში ვერ მოხვდა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტია, რომელსაც პროექტში მონაწილეობა მისმა მოძღვარმა ურჩია და რჩევამ გაამართლა. ალექსანდრემ „ნიჭიერის“ ჟიური მოხიბლა. გადაცემის ოფიციალურ გვერდზე პატარა ალექსანდრეს პორტრეტის ვიდეო გავრცელდა, სადაც ასახულია, როგორ ზრუნავს ის თავის და-ძმებზე. როგორც ალექსანდრე ვიდეორგოლში აცხადებს, მისი მიზანია პროექტის ფინალში მოხვედრა და გამარჯვებაა, რომელსაც ის საკუთარ და-ძმებს მიუძღვნის.

TOP სიახლეები

„ალუტექ ჯორჯიას“ ახალი საწარმოსა და პროდუქციის წარდგენა

„ალუტექ ჯორჯიას“ ახალი საწარმოსა და პროდუქციის წარდგენა

ვიდეო: ნიაზ დიასამიძის სიმპათიური ვაჟი, რომელიც ასევე მუსიკას გაჰყვა

ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი Color Room-ში დიჯეი დიასამიძემ დახურა. ნიაზის ვაჟი თემურიკო ორი წელია, რაც ამ საქმითაა დაკავებული. ის „იმედის“ შაბათ-კვირის დილას სტუმრობდა და თავის საქმიანობაზე ვრცლად ისაუბრა სასცენო დებიუტის შემდეგ. თემურიკო დიასამიძე: ამხელა სცენაზე პირველად მომიწია გამოსვლამ. ნიაზთან ერთადაც დავუკარი და მისი კონცერტის შემდეგაც. კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა. ხმა მაქვს, მაგრამ არ ვმღერი, დრამზე […]

ნუცა ბუზალაძე: „დავიღალე იმით, რომ პატარა გოგოს მეძახიან!..“

ნუცა ბუზალაძემ ახლახან რუსულ მუსიკალურ შოუში მიიღო მონაწილეობა და როგორც სჩვევია, ჟიურის წევრებიც მოხიბლა. კონკურსებში მონაწილეობა ბავშობიდან მისი ერთ-ერთი საქმიანობაა და შეიძლება ითქვას, რომ დიდ სცენებზე გამოსვლისას თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ნუცა ახლა 23 წლისაა, მისმა მოზარდობამ საზოგადოების თვალწინ ჩაიარა, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბევრი მოსაზრება შეეცვალა და სხვა ადამიანად […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook