ნატო გელაშვილი

ოთო ნემსაძემ “პროფილში” ბასგიტარისტ შაკო ღელეყვასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მათ ერთობლივად შემოგვთავაზეს ნატო გელაშვილის ცნობილი სიმღერის “მე მზეს ვატან” ახალი არანჟირება და შესრულება. ოთომ თავად გააზიარა სიმღერა და დაწერა, რომ ძალიან უნდოდა ნატო გელაშვილის ამ კომპოზიციის შესრულება და კომპოზიტორს მადლობ აგადაუხადა. ასევე მადლობა გადაუხადა შაკო ღელეყვასაც საოცარი ვერსიისთვის. (ვიდეო)

ნატო გელაშვილი გია ჯაჯანიძეს შვილებთან, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებთან ერთად ესტუმრა. როგორც ნატომ აღნიშნა, სიამოვნებით გახდება ბებია და თუნდაც ათ შვილიშვილს გაზრდის. “სიამოვნებით. ოღონდაც… ათი ერთად და მზად ვარ. თავწაკრული ბებია არ ვიქნები. როცა საჭირო იქნება, თავზე წავიკრავ, როცა არა – არა“, აღნიშნა ნატო გელაშვილმა. ლუკამ კი შენიშნა, რომ ნატო “სვეცკი” ბებია იქნება და ბედნიერი […]

ცნობილ კომპოზიტორსა და შემსრულებელს, ნატო გელაშვილს თავისი სახელობის ვარსკვლავს გაუხსნიან. ამის შესახებ ინფორმაცია კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დათო ოქიტაშვილმა გაავრცელა და ნატოსთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. როგორც დათო ოქიტაშვილი წერს, მუსიკალური ღონისძიება 20 სექტემბერს შედგება მას თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს. საღამოზე ნატო გელაშვილის 30-წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობა შეჯამდება, საღამოს ბოლოს კი ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიების რეჟისორი იქნება […]

ზუკა ხუციშვილი ბენდთან ერთად „ოტიუმში“ ღონისძიებას გეგმავს. მუსიკალურიბ საღამო 2 მარტს გაიმართება. ზუკა ხუციშვილი ყველა იმ სიმღერას შეასრულებს, რომელიც მამის, გიო ხუციშვილის რეპერტუარში შედიოდა და ზუკამ ბენდთან ერთად ახლებურად ააჟღერა. საინტერესოა, რომ ამ საღამოს სტუმრები იქნებიან ნატო გელაშვილის ვაჟები, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები. (ფოტო/ვიდეო)

ნატო გელაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ვაჟის, ლუკა ჭოხონელიძის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „მხოლოდ ქართულმა“ მის შვილს საინტერესო გამოცდილება შესძინა, რომელიც ნებისმიერი მუსიკოსისთვის მნიშვნელოვანია. ჟურნალის მეშვეობით კომპოზიტორი მადლობას უხდის მუსიკალურ პროდიუსერ მარინა ბერიძეს, რომელიც, მძიმე ვირუსის დროს მის შვილს უვლიდა და ახსენებდა, როდის უნდა დაელია წამალი. რაც შეეხება პროექტში ლუკას მონაწილეობას: „რა შუაში ვარ მე საერთოდ? […]

ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს შვილის, ლუკა ჭოხონელიძის შესახებ, რომელიც გუშინ „მხოლოდ ქართულს“ გამოეთიშა. მომღერალი აღნიშნავს, რომ მათი ოჯახისთვის პრიორიტეტია, რომ მისმა ვაჟმა ღირსეულად წარმოაჩინა ის, რაც პრიორიტეტულია მათთვის: „ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შვილმა ღირსეულად წარმოაჩინა ის, რაც პირადად ჩემთვის და ჩვენი მთელი ოჯახისთვის არის პრიორიტეტული და ეს არის ნაღდი ქართული სულით გაჟღენთილი სიმღერა. […]

„უღრმესი მადლობა ამ სიყვარულისათვის. უბრალოდ, მწამდით… უბრალოდ, მწამხართ… შინ და გარეთ ჩემო ქართველებო. სიყვარული აერთიანებს ადამიანებს.. გვიყვარდეს დამოვეფეროთ ერთმანეთს“, – ეს სტატუსი ნატო გელაშვილმა სოციალურ ქსელში ფოტოსა და ვიდეოსთან ერთად გამოაქვეყნა, რომელიც იტალიაში, რომში მის კონცერტზეა გადაღებული. სოციალურ ქსელში შორენა გაბრიაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მღრიან ნატოს ერთ-ერთ ცნობილ სიმღერას კონცერტზე მყოფი ემიგრანტები. (ვიდეო)

„პრაიმშოუში“ ნატო გელაშვილმა უფროს ვაჟთან, გიორგი ჭოხონელიძესთან ერთად იმღერა. დედა-შვილმა ერთობლივად შეასრულეს სიმღერა სახელწოდებით „ზამთარი მოდის“. როგორც იცით, ნატო გელაშვილის ორივე ვაჟი კარგად მღერის. მათ დედის სიმღერაც ჩაწერეს. უმცროსი შვილი, ლუკა ჭოხონელიძე კი „მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონის მონაწილე გახლავთ. (ვიდეო)

მომღერალ ნატო გელაშვილს ბაკურიანში მიწის ნაკვეთი წაართვეს. ამის შესახებ ის ვრცელ მიმართვას აქვეყნებს სოციალურ ქსელში და სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართავს. ის მის ხელთ არსებულ დოკუმენტებსაც აქვეყნებს. ნატო გელაშვილის მიმართვას გთავაზობთ: „მოგმართავთ თითეულ თქვენგანს, მივმართავ ყველა სამართალდამცავ და საკანონმდებლო ორგანოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ფინანსურ პოლიციას და ყველა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს!!!! დაინტერესდნენ, როგორ მოხდა საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრირებული […]

TOP სიახლეები

ნუცა ბუზალაძის თამამი საზაფხულო ფოტოები

ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში არაერთ ფოტოს აქვეყნებს, სადაც საცურაო კოსტიუმში პოზირებს. ნუცამ ვარჯიშითა და სწორი კვების წყალობით, გარკვეული პერიოდის წინ წონა მნიშვნელოვნად დააგდო და სხეულის ფორმებიც შეიცვალა. მომღერლის არაერთ ფოტოში შეგიძლიათ ნახოთ მის მიერ მიღწეული შედეგი. (ფოტოები)

ვიდეო: გადაჭედილი კლუბი ლელა წურწუმიას კონცერტზე

8 აგვისტოს, ლელა წურწუმიას და მისი ბენდის, “ნონ სტოპის” პროგრამის მოსასმენად უამრავი ადამიანი ბათუმში, კლუბში New Soho შეიკრიბა. ლელამ თავისი რეპერტუარი წარმოადგინა და გარდა ამისა, ნესტან სინჯიკაშვილმა ამავე დღეს კლიპისთვის კადრებიც აიღო. ვიდეორგოლი მზადდება “ციცინათელების” ახალი ვერსიისთვის, რომელსაც მალე მოვისმენთ. (ვიდეო)

ფოტოგალერეა: რუსკა მაყაშვილი საქართველოს სხვადასხვა კითხეში ისვენებს

მსახიობი და ტელესახე რუსკა მაყაშვილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ისვენებს. მისი “ინსტაგრამის” გვერდზე შვილთან, ილიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოჩნდა, ის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული, რომელიც ყაზბეგში მდებარეობს. (ფოტოები)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook