ნათია დუმბაძე

ნათია დუმბაძემ ახლახან ახალი კლიპი წარმოგვიდგინა, სიმღერაზე ,,შენთან ერთად”, რომელიც რეპერმა მასტერმა დაუწერა. გიორგი პავლიაშვილთან მას უკვე საკმაო ხნის თანამშრომლობა აკავშირებს. სოლოსიმღერამდე, ნათიამ მასტერთან ერთად ორი ჰიტი ჩაწერა – ,,არ უყურო დროს” და “ნეკი-ნეკისა”. ორივე სიმღერაზე კლიპებიც გადაიღეს, რომლებსაც უამრავი ნახვა აქვთ ,,იუთუბზე”, მათ შორის, ,,არ უყურო დროს” – უკვე ექვს მილიონზე მეტი. ნათია დუმბაძის […]

ნათია დუმბაძის ახალი კლიპი ახლახან გამოვიდა. სიმღერის ავტორი რეპერი მასტერია, მელოდიაც და ტექსტიც მას ეკუთვნის. ვიდეო გადაიღო გიორგი ჩეკურიშვილმა. ვიდეოსთვის ნათიამ რამდენიმე იმიჯი მოირგო, მათ შორის ერთი, ვარდისფერი თმით. სიმღერა საზაფხულო და კარგი ხასიათის შემქმნელია. (ვიდეო)

ნათია დუმბაძემ ახალი სიმღერა ,,შენთან ერთად” მცირე ხნის წინ ჩაწერა და საზაფხულოდ კიდევ ერთი ახალი ჰიტი შესთავაზა მსმენელს. ახლახან კი დასრულდა მასზე ვიდეორგოლის რამდენიმედღიანი გადაღების პროცესიც. სიმღერა მასტერმა დაუწერა, კლიპის რეჟისორი კი გიორგი ჩეკურიშვილია. ვიდეორგოლის პრემიერა შედგება დღეს, ათ აგვისტოს, ნათია დუმბაძის “იუთუბ”-არხზე. (ვიდეო)

როგორც ნათია დუმბაძე წერს, მალე მისი ახალი სიმღერის პრემიერა შედგება. მომღერალმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც სტუდიაში, სიმღერის ჩაწერისას არის გადაღებული. ნათია დუმბაძე: ახალი სიმღერა ჩავწერე პაატა სილაგაძის სტუდიაში. კომპოზიციის ავტორი, მელოდიისა და ტექსტის, არის მასტერი, მაგრამ ჩემი სოლოსიმღერაა. სიმღერის სახელი დღეს უნდა მოვიფიქრო. პანდემიამ ვიდეოს გადაღებაში ხელი შემიშალა. თუ გადავწყვეტ, გადავიღებ ვიდეორგოლს აგვისტოში და სექტემბერში გავმართავ […]

პირველი, რასაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაუბრუნდება, სარეპეტიციო დარბაზია, სადაც ბენდთან ერთად ახალ პროგრამას მოამზადებს. ნათია დუმბაძეს კარანტინის დროს, როცა შინ იჯდა, ახალი მუსიკალური იდეები გაუჩნდა და სამ ახალ სიმღერას შესთავაზებს მსმენელს. როგორ ძლებ სიმღერისა და კონცერტების გარეშე? ნათია დუმბაძე: სიმღერის გარეშე ვერ ვძლებ და ყოველდღე ვღიღინებ ჩემთვის. მართლა ვერ ვძლებ. სულ მესიზმრება, რომ აი, ახლა […]

მომღერალი ნათია დუმბაძე შვილთან, ელეისთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, სადაც თავისი სიმღერის ახალ ტექსტს გვთავაზობს, რომელიც კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას მოარგო. ნათია წერს: “მე და ელეი ამ სიმღერით მოგმართავთ თხოვნით 😍 “არ უყუროთ დროს დროს არ გახვიდეთ ხალხში, მოვეფეროთ ოჯახს, დარჩით ყველა სახლში “ #დარჩისახლში ❤️ P.S ხელში მიჭირავს 25 კგ 😂”. (ვიდეო)

ნათია დუმბაძესა და მასტერს უკვე ეხუმრებიან, რომ მალე შესაძლოა, მათი ერთობლივი ალბომის გამოცემაც გახდეს აუცილებელი. ეს იმიტომ, რომ მათ უკვე მესამე ერთობლივი სიმღერა ჩაწერეს, წინა ორზე კლიპი თავად მასტერმა გადაიღო (მელოდიაც და ტექსტიც მისია), ახლა კი საახალწლო დუეტი „პროფილში“ წარმოადგინეს. „ფიფქები“ ასევე მასტერს ეკუთვნის. წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დუეტი ქართულ შოუბიზნესში მელოდიური სიმღერების ჰიტებად ქცევას […]

წინასაახალწლო კონცერტზე ნათია დუმბაძემ და მასტერმა (გიორგი პავლიაშვილი) ერთობლივი პირველი სიმღერა „არ უყურო დროს“ შეასრულეს. მსმენელი კომპოზიციას დიდი ოვაციებით შეხვდა. ვიდეო, სადაც მთლიანი ცოცხალი შესრულებაა ასახული, თავად ნათია დუმბაძემ გამოაქვეყნა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ნათიას და მასტერს მთლიანობაში სამიე რთობლივი სიმღერა აქვთ, მათ შორის ერთი საახალწლოა, რომლის პრემეირაც „პროფილში“ შედგება. (ვიდეო)

საახალწლო „პროფილში“ ნათია დუმბაძისა და მასტერის (გიორგი პავლიაშვილი) რიგით მესამე, ამჯერად საახალწლო სიმღერის პრემიერა შედგება. მესამედ ერთად სიმღერის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გადაცემის პროდიუსერებმა სთხოვეს, კიდევ ერთი დუეტი ჩაეწერათ, საახალწლო განწყობით. „ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერიან“ – ამ სიმღერის მხოლოდ ტექსტის ნაწილი აიღეს, კომპოზიციისთვის მელოდიაც და სიტყვებიც ისევ მასტერმა დაწერა. ვნახოთ, გახდება თუ არა […]

TOP სიახლეები

მატილდა გვარლიანი Fendi-ს სათვალის რეკლამაში გადაიღეს

პოპულარული ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი კიდევ ერთი პრესტიჟული საერთაშორისო ბრენდის რეკლამაში გამოჩნდა. ის Fendi-ს სათვალის რეკლამაში გადაიღეს. ფოტოები უკვე გამოქვეყნდა. Fendi-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, სილვია ვენტურინი ფენდია, ხოლო ფოტოგრაფი: ივან ფაბინგი. (ფოტოები)

ვიდეო: ლელა წურწუმია გადაცემის წინ პინგ-პონგს თამაშობს

ასე გაჰყავს დრო გადაცემის დაწყების წინ ლელა წურწუმიას. ვიდეო მისი გადაცემის “მხოლოდ ლელასთან” სოქსელის ანგარიშზე გამოქვეყნდა. როგორც ლელა ვიდეოში ამბობს, მაგიდის ჩოგბურთს პირველად თამაშობს. (ვიდეო)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook