ნანკა კალატოზიშვილი

ნანკა კალატოზიშვილი ბახალას საქმესა და ზოგადად, ჰუმანური ნარკოპოლიტიკისა და დეკრიმინალიზაციის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ არ ესმის, რატომ ეძახიან ბახალას ბარიგას, როცა ის სულ სხვა მუხლით, შენახვა-მოხმარებისთვის არის დაკავებული. მსახიობის თქმით, საზოგადოების ნაწილი ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამს. ნანკა კალატოზიშვილი ამბობს: მიჩნდება კითხვები. როცა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებაზეა ლაპარაკი, რა მომენტში გესმით ნარკოტიკის პოპულარიზაცია. როცა ვამბობთ, „არ დაიჭირო“, […]

დღეს ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახობია. ხალხის სიყვარული დაუღალავი შრომის შედეგად მოიპოვა. თეატრში დაწყებული კარიერა, ტელევიზიაში განაგრძო და ტელე მაყურებლის ნდობის მოპოვება, ტელეეკრანების საშუალებითაც შეძლო. ნანკა კალატოზიშვილი პოპულარული პირველად მას შემდეგ გახდა, რაც აჩიკო მეფარიძის კლიპში "მშვიოდბით“ გამოჩნდა და დაიბადა კითხვები, თუ ვინ იყო ეს ლამაზი გოგონა სასიყვარულო ვიდეო რგოლიდან. გარდა პროფესიული წინსვლებისა, ის დედაც გახლავთ და პატარა დანიელს ზრდის. ამბობს, რომ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და შვილის ყველაზე კარგად ესმის.

„გულის ამრევი ქალაქი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იმდენად ბინძურია, ყოველ ჩასუნთქვაზე სპაზმი გიჩნდება. 13 ივნისი, „მზიურის“ თაობა როდის გაიზრდებით და მოხვალთ მთავრობაში, თაობა, რომელსაც დირექტივის გარეშე გიყვართ ქალაქი, ბუნება, ერთმანეთი. როგორ გელოდებით“, დაწერა ნანკა კალატოზიშვილმა სოციალურ ქსელში. რადიო „ფორტუნა“ მას დაუკავშირდა, რათა ვცრლად ჩაეწერა მსახიობის პოზიცია ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ვრცლად

შოთიკო კალანდაძე პირველია, რომელმაც თავის ფილმებში ადამიანის ნატურა და შიშველ სხეული, ყველანაირი ცენზურის გარეშე გადმოსცა. თავად ამბობს, რომ რეჟისორობას არ აპირებდა, ეშინოდა ამ პროფესიას მიჰყოლოდა, თუმცა პერიოდმა, როდესაც საქართველოში კინემატოგრაფიის კუთხით არაფერი ხდებოდა, ამ გადაწყვეტილებისკენ უბიძგა. მისი მუზა მსახიობი ლიკა ქავჟარაძეა, პირველ ფილმზე, რომელიც საზოგადოებამ ეროტიკის ჟანრს მიაკუთვნა, სწორედ ლიკასთან ერთად იმუშავა. რეჟისორი 2002 წელს, მისი პირველი ნამუშევარის პრეზენტაციას იხსენებს, როდესაც ფილმის კადრებმა, მაყურებელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ნანკა კალატოზიშვილს, როგორც თავად წერს, სტანისლავ ბონდარენკოს ამსგავსებენ. მსახიობმა და ტელეწამყვანმა ახლახან ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც უკრაინელ მსახიობთან ერთად არის გადაღებული და დააწერა: "ამიგო, წავიკითხე, რომ არ ვიცი, რითი, მაგრამ ერთმანეთს გვამსგავებენ“. ამ ფოტოზე მას თავად ბონდარენკო ჰყავს მონიშნული.

"ცეკვავენ ვარსკვალვების" დასრულების შემდეგ ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ ფეისბუქზე პიკანტური ფოტო დადო, რომელზეც სტანისლავ ბონდარენკო ნანკა კალატოზიშვილს ეთომარება.

ნანკა კალატოზიშვილი ვაჟის, დანიელის ფოტოებს ხშირად ამზეურებს. დანი დედიკოს ძალიან ჰგავს. ნანკა ხშირად წერს და ინტერვიუებშიც ამბობს იმის შესახებ, რომ დედობა მისთვის განსაკუთრებული გრძნობაა. დანისთან დროს საკმაოდ ხშირად ატარებს და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს სოციალურ ქსელში. ერთ-ერთმა ასეთმა ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა მის მეგობრებს შორის და წერენ: "რა სიცოცხლეა“, "კრასავჩიკი“, "რა საყავრელია ეს ბავშვი, ნანკა, გადავირიე…“.

ნანკა კალატოზიშვილი თავისი ძმის სტატუსს აქვეყნებს, სადაც გიორგი კალატოზიშვილი წერს იმის შესახებ, რა არის ბედნიერება და აღნიშნავს, რომ მისთვის ბედნიერების მაგალითი ტყუპისცალი და, ნანკაა.

მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა საკუთარ პირად ცხოვრებაზე ჟურნალ "სარკის“ დღევანდელ ნომერში ისაუბრა.

TOP სიახლეები

„ალუტექ ჯორჯიას“ ახალი საწარმოსა და პროდუქციის წარდგენა

„ალუტექ ჯორჯიას“ ახალი საწარმოსა და პროდუქციის წარდგენა

ვიდეო: ნიაზ დიასამიძის სიმპათიური ვაჟი, რომელიც ასევე მუსიკას გაჰყვა

ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი Color Room-ში დიჯეი დიასამიძემ დახურა. ნიაზის ვაჟი თემურიკო ორი წელია, რაც ამ საქმითაა დაკავებული. ის „იმედის“ შაბათ-კვირის დილას სტუმრობდა და თავის საქმიანობაზე ვრცლად ისაუბრა სასცენო დებიუტის შემდეგ. თემურიკო დიასამიძე: ამხელა სცენაზე პირველად მომიწია გამოსვლამ. ნიაზთან ერთადაც დავუკარი და მისი კონცერტის შემდეგაც. კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა. ხმა მაქვს, მაგრამ არ ვმღერი, დრამზე […]

ნუცა ბუზალაძე: „დავიღალე იმით, რომ პატარა გოგოს მეძახიან!..“

ნუცა ბუზალაძემ ახლახან რუსულ მუსიკალურ შოუში მიიღო მონაწილეობა და როგორც სჩვევია, ჟიურის წევრებიც მოხიბლა. კონკურსებში მონაწილეობა ბავშობიდან მისი ერთ-ერთი საქმიანობაა და შეიძლება ითქვას, რომ დიდ სცენებზე გამოსვლისას თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ნუცა ახლა 23 წლისაა, მისმა მოზარდობამ საზოგადოების თვალწინ ჩაიარა, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბევრი მოსაზრება შეეცვალა და სხვა ადამიანად […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook