მუსიკოსი

გიორგი დათიაშვილმა დაასრულა მუშაობა კლიპზე, რომელშიც ძველი სიმღერა "ისევ გეძებენ", ახლებურად შეასრულა. კლიპის ავტორი თამუნა ტაბატაძეა.

ფილანტროპიის იდეის გარშემო გაერთიანდნენ დიპლომატები, მოწინავე ბიზნეს-კორპორაციების წარმომადგენლები, მხატვრები, მუსიკოსები და საზოგადო მოღვაწეები

მომღერალი მუდამ აქტუალურია და შესაბამისად, თავად გიოც ცდილობს, მისი მსმენელი გულდაწყვეტილი არ დატოვოს და მათ სიახლეები შესთავაზოს. დიახ, მან თავის ბენდთან "გიო +"-სთან ერთად სიმღერა "ზღაპარ იყო" ჩაწერა, რაზეც უკვე კლიპიც გადაიღო. კლიპის პრემიერა კი სულ ცოტა ხნის წინ შედგა.

სიმღერა საკმაოდ ადრეული ასაკიდან დაიწყო. მის თაყვანისმცემლების რიცხვს სხვადსხვა თაობის მსმენელი წარმოადგენს. მომღერალი, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ხელოვანები, რომლებსაც ქართულ სიმღერაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვებდნენ - ამ საპატიოთა რიგს გიო ხუციშვილის მიეკუთვნება... როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის საპატიო და ამასთან, საამაყო ტიტულია.

ადამიანი, რომელმაც 20 წლის წინ ახალი მუსიკა შექმნა, თავისი ექსპრესიული ხმით და მრავალ მუსიკალურ ჟარში მოღვაწეობით. როგორც იცით, ის საქართველოში კონცერტებს თბილისის საკონცერტო დარბაზში 31 ოქტომბერს გამართავს, ხოლო 3 ნოემბერს თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრი უმასპინძლებს.

გია ყანჩელის ემოციური მიმართვა მსმენელს: „შეიძლება, ისე მოხდეს, რომ „დედა ენა“ იყოს ჩემი უკანასკნელი ნაწარმოები...“

Eastern Promotion-ის გუნდმა არც წლევანდელი line up-ით გაგვიცრუა იმედი და ყველას ერთად ერთ სივრცეში მოგვიყარა თავი. ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენის პირველი მთავარი ჰედლაინერი jamiroquai გახლდათ. Music box-ი ბრიტანული ფანკ და ეისიდ-ჯაზ ჯგუფს საუნდ ჩეკის დროს ესტუმრა.

არაერთი ფესტივალის, კონცერტისა და კონკურსის მონაწილე ჯგუფი "ასეა სულ" და-ძმა ბექა და ათინა ჯანუაშვილებმა 2011 წელს ბათუმში შექმნეს. არაერთი წარმატების შემდეგ მუსიკოსებმა საქართველოში მასშტაბურ ფესტივალში პირველად მიიღეს მონაწილეობა. მათ სცენა არტ-გენმა დაუთმო, რომელმაც სტარტი თბილისში 17-ში აიღო და 24 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც ჯგუფის სოლისტი ათინა გვეუბნება, ეს ფესტივალი მათთვის ერთგავარი ტრამპლინი იქნება, ქართველ მსმენელს საკუთარი შემოქმედება წარუდგინონ.

TOP სიახლეები

კაბუს ინტერვიუ, რომელიც დაჭერამდე მისცა – „წელიწადნახევარი ვიწვალე, მკურნალობა დავასრულე…“

ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში რეპერ კაბუსთან (კახა აბუაშვილი) ინტერვიუ გამოქვეყნდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ცნობილი მსახიობი და რეპერი სპეცოპერაციის დროს კანონიერ ქურდებთან ერთად დააკავეს და სხვა ქართველებთან ერთად კრიმინალური ჯგუფის წევრობას ედავებიან. კაბუ ადრეც იყო დაკავებული ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, შემდეგ კი საფრანგეთში ნარკოდამოკიდებულების დასაძლევად გაემგზავრა. დღევანდელ „სარკესთან“ მან სწორედ წელიწადნახევრიან მკურნალობის კურსზე ისაუბრა. მან […]

ია ფარულავა ფადი ასლისთან ურთიერთობას საკუთარ შოუში გაარკვევს

ია ფარულავა „რუსთავი 2“-ზე ახალ გადაცემას იწყებს, სადაც პოპულარულ ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ კითხვებს დაუსვამს და თუკი მათგან გულწრფელ საუბარს მოისმენს, თანხასაც გადაუხდის. გადაცემის სახელია „ფარული კონცერტი“ და მას ვანო ჯავახიშვილის გუნდი ამზადებს. ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ია ფარულავა აღნიშნავს, რომ აქამდე „რუსთავი 2“-ზე ორჯერ იყო მცდელობა, რომ მას გადაცემა წაეყვანა მაგრამ ვერც ერთი პროექტი ვერ […]

ქეთი გომართელის ახალ კლიპს „სახის“ ძველ სიმღერაზე ნესტან სინჯიკაშვილი იღებს

მომღერალი ქეთი გომართელი, ცნობილ კლიპმეიკერთან, ნესტან სინჯიკაშვილთან ერთად, ახალ ვიდეორგოლზე მუშაობს. ქეთიმ „სახის“ ძველი პოპულარული სიმღერა, „როგორ მინდა მოგეფერო“ შეარჩია და მისი ახალი, ქავერ-ვერსია სიმღერის ავტორთან, დათო ფორჩხიძესთან ერთად გააკეთა. სიმღერა „ბრავოში“ ჩაიწერა. კლიპში ქეთის საკმაოდ საინტერესო იმიჯი აქვს, რომელზეც ჯორჯ ვან დე კამპმა იმუშავა. კლიპის პრემიერა აპრილის ბოლოსთვის იგეგმება. (ფოტოები)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook