მუსიკისა და დრამის თეატრი

მუსიკისა და დრამის თეატრი კასტინგს აცხადებს. რეჟისორი დავით დოიაშვილი დგასმ სპექტაკლს ბასა ჯანიკაშვილის ნაწარმოების მიხედვით. დადგმის სახელწოდებაა „მე გადავცურავ ზღვას“. ახალი მუსიკალური სპექტაკლისთვის თეატრი ახალგაზრდა ბიჭს და გოგონას ეძებს. სპექტაკლი ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაზე იქნება აგებული. კასტინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეასრულონ „ისტორიას დარჩება“ ჩარკვიანის რეპერტუარიდან. კასტინგი 3 ივნისს მუსიკომედიის თეატრში გაიმართება.

2019 წლის 11 მაისს  მუსიკისა და დრამის თეატრში შედგება პრემიერა სპექტაკლისა ,,თამაში“ პაოლო ჯენოვეზეს ,,იდეალური უცნობები“-ს მიხედვით. რეჟისორი გურანდა იაშვილია, ხოლო კოსტიუმების მხატვარი ანანო მოსიძე. მონაწილეობენ: ბუბა გოგორიშვილი, დავით ბეშიტაიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, ეკა დემეტრაძე,    გიგი ქარსელაძე, კახა კინწურაშვილი, რუსკა ქარქაშაძე. სპექტაკლს ერთ მოქმედებად წარმოგიდგენენ. ხანგრძლივობა: 90 წთ. დადგმაში გამოყენებულია Antonio Carlos Jobim -ის […]

2, 3, 4 ნოემბერს 19.00 საათზე მოლიერის „ტარტიუფს“ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი წარადგენს. რეჟისორი დავით დოიაშვილი გახლავთ, ადაპტირებული ტექსტის ავტორი: ირინა სანიკიძე,კოსტუმების მხატვარი ანანო მოსიძე, ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე. მონაწილეობენ: ნინო გომართელი, ტატო ჩახუნაშვილი, ეკა დემეტრაძე, ჯეჯი სხირტლაძე, ანა წერეთელი, შაკო მირიანაშვილი, გიგი ქარსელაძე, გიორგი ბახუტაშვილი, ნატა ბერეჟიანი. თავად მუსკომედიის თეატრის ოფიციალურ გვერდზე […]

21 მაისს, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი წარმოგიდგენთ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონტრაბასების ჯგუფის სოლისტის – ჯავად ჯავადზადეს კონცერტს პიანისტ ადილა ჯავადზადესთან ერთად. კონცერტი დაგეგმილია მუსიკისა და დრამის თეატრში 19:30 საათზე. პროგრამაშია მხოლოდ პრემიერები. ორი  ნაწარმოები პირველად აჟღერდება საქართველოში და ამასთანავე გაიმართება ორი ნაწარმოების მსოფლიო პრემიერა. დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ […]

მუსიკისა და დრამის თეატრი ის ადგილია, სადაც კლასიკურ დრამატურგიაზე დაყრდნობით, თეატრალური ექსპერიმენტები ხორციელდება. წლების წინ დავით დოიაშვილის დაწყებულმა ექსპერიმენტებმა, ახალგაზრდა მსახიობებთან უკვე სასურველი შედეგი გამოიღო, რაზეც „ბალიშის კაცუნა" - სპექტაკლი 3 ანტრაქტით და მსუბუქი ვახშმით მოწმობს.

ტყუილი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ტაბუდადებული თემები არც ჩვენს ცხოვრებაში, არც კინოსა და არც თეატრში აღარ არსებობს. ამის კარგი მაგალითი, სპექტაკლის „აი იქ“ პრემიერაა, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართა.

25 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობდა. მაყურებელმა უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ძველი თუ ახალი ევროპული და ქართული სპექტაკლები იხილა. საერთაშორისო თეატრალებმა კი თავიანთი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს. ფესტივალი 8 ოქტომბერს რამდენიმე თეატრში უკვე კარგად ნაცნობი თუ საპრემიერო წარმოდგენებით დაგვირგვინდა.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook