მუსიკალური ფესტივალი

პროექტი „ოქროს ტალღა“, წელს იუბილარია. რადიოჰოლდინგ „ფორტუნამ“ პროექტი ზუსტად 5 წლის წინ დააარსა. ღონისძიება კი ყოველ წელს, უფრო მასშტაბურ და საინტერესო სახეს იძენს. წელს სპეციალურად ოქროს ტალღისთვის საქართველოს ორგზის გრემის მფლობელი, ლიზა ფიშერი ეწვევა.

გადაცემის პირველი სტუმარი კი ერთ-ერთი მონაწილე, მომღერალი ლიკა დოლიძე იყო. თუ რა სიმღერა არის წლის მთავარ მუსიკალურ დაჯილდოებაზე წარდგენილი და რა მოლოდინები აქვს მომღერალს, ამ ყველაფრის შესახებ ის ჩვენს კამერებთან ჰყვება.

"ალთერ ვიჟენ ჯგუფი" თბილისი ოფენ ეარ 2018-ს წარმოგვიდგენს და ივნისში სამი დღის განმავლობაში დაუვიწყარ დღეებს გვპირდება. წლევანდელი წლის ლაინ აფი დღეს პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. მსმენელის წინაშე 60-ზე მეტი არტისტი წარსდგება, მათ შორის კი არიან Tom odelli და Rosin murphy.

მუსიკალური დაჯილდოება ყოველწლიურად გერმანიაში, კერძოდ კი ჰამბურგში ტარდება. მისი ერთ-ერთი მონაწილე, წელს პირველად, საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე გახლდათ. მან ნომინაციაში „ბესთ ჯორჯიან აქთ“ გაიმარჯვა.

Eastern Promotion-ის გუნდმა არც წლევანდელი line up-ით გაგვიცრუა იმედი და ყველას ერთად ერთ სივრცეში მოგვიყარა თავი. ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენის პირველი მთავარი ჰედლაინერი jamiroquai გახლდათ. Music box-ი ბრიტანული ფანკ და ეისიდ-ჯაზ ჯგუფს საუნდ ჩეკის დროს ესტუმრა.

როდესაც ქართული ალტერნატიული მუსიკის სათავეებს ვიხსენებთ, მის სადარაჯოზე ყოველთვის რობი კუხიანიძე იდგა და მუსიკით თავის სათქმელს ამბობდა. ესაა მისი თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის ყველაზე ადვილი და მისაღები ფორმა, რომელსაც თამაში არ ჭირდება. ახლა კი თავის ჯგუფთან Outsider-თან ერთად Art-გენი 2017-ის ერთ-ერთი ჰედალინერია. სანამ სცენაზე ფეხს დააბიჯებდნენ, ჩვენ მისი ჩაწერა მანამდე მოვახერხეთ.

არაერთი ფესტივალის, კონცერტისა და კონკურსის მონაწილე ჯგუფი "ასეა სულ" და-ძმა ბექა და ათინა ჯანუაშვილებმა 2011 წელს ბათუმში შექმნეს. არაერთი წარმატების შემდეგ მუსიკოსებმა საქართველოში მასშტაბურ ფესტივალში პირველად მიიღეს მონაწილეობა. მათ სცენა არტ-გენმა დაუთმო, რომელმაც სტარტი თბილისში 17-ში აიღო და 24 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც ჯგუფის სოლისტი ათინა გვეუბნება, ეს ფესტივალი მათთვის ერთგავარი ტრამპლინი იქნება, ქართველ მსმენელს საკუთარი შემოქმედება წარუდგინონ.

თბილისური ტურის პირველი ჰედლაინერი ცნობილი მუსიკოსი სოფი ვილი გახლდათ, თუმცა ფესტივალის ფარგლებში დებიუტანტი. რომელიც ამერიკიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, სადაც ახალი ალბომის პირველი კონცერტები ჩაატარა. შემდეგ იყო კიევი, სადაც ფესტივალ ატლას ვიქნედზე გამართა. ახლა კი ჯერი საქართველოშიც დადგა. ჩვენ მისი ჩაწერა კონცერტის დაწყებამდე მოვახერხეთ.

რამდენიმე თვიანი უძილობის შემდეგ, გრანდიოზული სამზადისის ფინიშამდეც მივაღწიეთ და სამამულო შოუბიზნესის წარმომადგენლებს 20 ივნისს წლის ყველაზე მუსიკალური მოვლენის "ოქროს ტალღის" ცერემონიალზე თავი მოვუყარეთ. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა რადიო ჰოლდინგი "ფორტუნას" დამსახურებაა, რომელიც მისი არსებობის 20 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ქართული მუსიკის განვითარებას ხელს უწყობს.

TOP სიახლეები

Jessy J „ანუკის“ ორეულში (ფოტოები)

პოპულარული ბრიტანელი მომღერალი Jessy J ერთ-ერთ ღონისძიებაზე ქართველი დიზაინერის, „ანუკის“ კოლექციიდან ბრჭვიალა ულამაზესი ორეულით გამოჩნდა. ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. ეს არა რის პირველი შემთხვევა, როცა უცხოელი ვარსკვლავები ქართველ დიზაინერებს ირჩევენ, ჯაბა დიასამიძე, გიორგი ქებურია, Mach & Mach, Situationist, თამუნა ინგოროყვა ასევე ხშირად აცვიათ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ჯიჯი ჰადიდი, ლედი გაგა, ანჯელინა ჯოლი და სხვები. (ფოტოები)

ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი მარტინ პარი თბილისის შესახებ კატალოგს შექმნის

მატინ პარი, რომელიც უკვე მესამეჯერ იმყოფება საქართველოში, თბილისის შესახებ კატალოგს შექმნის, საქართველოს საპატიო სტუმრის ნამუშევრები კი ქვეყნის პავილიონში გამოიფინება. შეგახსნებთ, რომ ცნობილი ფოტოგრაფი თბილისს 11-დან 16 ივნისამდე სტუმრობს.

სკანდალური სპექტაკლის რეჟისორი: „შეურაცხყოფილი იყო უმეტესად უფროსი თაობის მაყურებელი…“

კომედიის ფესტივალი, რომელიც გორში იმართებოდა, 15 ივნისს სკანდალით დასრულდა. სამეფო უბნის თეატრის მიერ მიშა ჩარკვიანის რეჟისურით წარმოდგენილი„ დემონები“ მაყურებლის მცირე ნაწილმა უცენზურო სიტყვებისა და მათი თქმით, შეუსაბამო სცენების გამო ვერ მიიღო და დარბაზი დატოვა, მათ შორის გახლდათ გორის ვიცემერიც, რომელმაც აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, ფესტივალის ორგანიზატორებს მათთან შეეთანხმებინათ რეპერტუარი. სპექტაკლის რეჟისორი, მიშა ჩარკვიანი ასეთი სტატუსით […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook