Music Box

გაზაფხულს კომპანია „ლიდერბეთი“ განსაკუთრებულად შეხვდა და მედია სივრცის წარმომადგენლებს გუდაურში უმასპინძლა. სამთო სათხილამურო კურორტების განვითარების დეპარტამენტთან ერთად, სწორედ კომპანია „ლიდერბეთმა“ საქართველოში პირველად ჩაატარა მედია ტურნირი სკი კროსში, რომელშიც მონაწილეობა 16 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორის, „Music box“-ის ჟურნალისტმა, ნინუცა როსტიაშვილმა, რომელიც გოგონებიდან ერთადერთი პრიზიორი აღმოჩნდა და მესამე ადგილს დასჯერდა. გამარჯვებული კი „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი, […]

საქართველოში რადიო ფორტუნა ერთადერთია, რომელიც ქართველი ესტრადის წარმომადგენლებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მათთვის და მოწვეული სტუმრებისთვის დაუვიწყარ წარმოდგენას მართავს. ამ ყველაფერში კი წელს მონაწილეობას ფრანგი მუსიკოსი იან დესტალიც მიიღებს, რომელსაც მელომანები დუეტ მოჯოდან იცნობენ. ის თავის რჩეულ ჰიტებს შეასრულებს, რომელთა შორის იქნება მისი ყველაზე პოპულარული სინგლი "LADY". ამასთან დაკავშირებით დღეს რადიო ჰოლდინგ "ფორტუნაში" პრესკონფერენცია გაიმართა.

AlterVision ჯგუფი აგერ უკვე წლებია სანთლით დაეძებს დამწყებ თუ ორიგინალურ მუსიკოსებს. აღმოჩენის შემთხვევაში კი მათგან ყველაზე მოთხოვნოდი მუსიკოების შექმნას ცდილობს. არც წლევანდელი წელი ჩაივლის ახალბედა, ნიჭიერი მუსიკოსების აღმოჩენების გარეშეც და სწორედ ამიტომ TBILISI NEWCOMERS -ის შოუქეისზე, რომელიც ილიაუნის თეატრში გაიმართა, ალთერვიჟენ ჯგუფის პროდიუსერებმა ცოცხლად 17 მუსიკალურ პროექტი მოისმენეს, მათგან კი რჩეულებს გამოავლენენ.

ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ ღონისძიებებს თუ გადავხედავთ, დანამდვილებით შეგვეძლება იმის თქმა, რომ დედაქალაქში არაერთი ფესტივალი მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანია "K-pop world festival", რომელიც კეიპოპერებს შორის სიმღერასა და ცეკვაში შეჯიბრებას წარმოადგენს და მსოფლიო მასშტაბით ტარდება. ეს არის მუსიკალური ჟანრი, წარმოშობილი სამხრეთ კორეაში, რომელშიც შედის ელექტროპოპის, ჰიპ-ჰოპის, საცეკვაო მუსიკის და ბლუზის ელემენტები. K-pop-ი მალევე გახდა მაშტაბური მუსიკალური სუბკულტურა, მილიონობით თაყვანისმცემლით, მთელი მსოფლიოს ახალგარზდებს შორის.

ამ რუბრიკაში მარიამ ონიანი მოგვიყვება მისი საყვარელი წიგნის, ჯონ გრინის "ბედის ვარსკვლავის ბრალია", შესახებ.

აფრიკული სირაქლემა დღეს არსებულ ფრინველთა შორის ყველაზე დიდი ზომისაა. ბინადრობს აფრიკის სავანებში, ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში. გაიგეთ მეტი სირაქლემების შესახებ.

ლოსთ სასკოლო ლიგა, ეს არის ყველაზე სათავგადასავლო და ამავდროულად გასართობი საბავშო გადაცემა, რომელსაც ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ ჰყავს. გადაცემა მიზნად ისახავს, რომ ბავშვებმა თავიდანვე აქტიური რეჟიმით დაიწყონ ცხოვრება და ამაში მათ, აქ მოცემული დაბრკოლებები დაეხმარება. უყურეთ “ლოსთ სასკოლო ლიგას”, პარასკევს 18:30 წუთზე და განმეორებით შაბათ-კვირას 14:00 საათზე

გინდათ დაივიწყოთ ყოველდღიური რუტინა? ქაოსური ცხოვრების და გადატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ, განიტვირთოთ? ამისათვის „ლოპოტა სპა რეზორტი“ იდეალური ადგილია, რომელიც თბილისიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, 115 კილომეტრში, კახეთის ისტორტორიულ რეგიონში მდებარეობს.. აქ თითოული სეზონი თავისებურად უნიკალურია. ეს არის იდეალური ადგილი რელაქსაციისთვის. სწორედ ლოპოტა გახდა ვალენტინობას Music Box-ის და Fortuna +-ის ერთობლივი ფოტო კონკურსის „სიყვარული ერთ კადრში“ გამარჯვებული წყვილის მასპინძელი, რომლებიც მათ საგულდაგულოდ დახვდნენ და დაუვიწყარი წუთები აჩუქეს.

ყველა თქვენგანს კარგად ახსოვს ფრანგული რეალითი-შოუ "ბოიარდის ციხე-სიმაგრე", რომელიც წლების განმავლობაში ეკრანზე გადიოდა. ის ნებისმიერი სქესისა და ასაკის მაყურებლისათვის მიმზიდველი და საინტერესო სანახავი გახლდათ. ამ მხრივ არც ქართველი მაყურებელი იყო გამონაკლისი, რომლისთვისაც შოუ 90-იანებში ახალი ხილი იყო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თქვენთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს, Music Box-ზე 10 თებერვლიდან, ყოველ პარასკევს, 19:30-ზე თავგადასავლებით სავსე საბავშვო შოუ “lost ლიგა” იწყება.

TOP სიახლეები

ქეთი ხატიაშვილი: „თავდაყირა დგომა ორ-სამ ძვირად ღირებულ სახის მოვლის პროცედურას უდრის…“

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ჟურნალ „თბილისელების“ დღევანდელ ნომერში თავის მოვლის თემაზე საუბრობს და აღნიშნავს: „მინდა, ყველას ვუთხრა, რომ აუცილებელია, ბევრი ვიმოძრაოთ. მარტო იმიტომ კი არა, რომ გამხდრები ვიყოთ და ლამაზი ფორმები გვქონდეს, ეს ჩვენს განწყობაზეც აისახება და ჯანმრთელობაზეც, ყველას გვინდა, ჯანსაღი და ლამაზი სახის კანი გვქონდეს, ამიტომაცაა კარგი თავდაყირა დგომა, ეს სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და თქვენ […]

ვიდეო: გინახავთ, როგორ ცეკვავს ტანგოს თეა დარჩია?

High level production სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, როგორ ცეკვავს პარტნიორთან, იაკობ შონსკისთან ერთად ტანგოს ცნობილი მოცეკვავე თეა დარჩია. რასაკვირველია, მნახველებს წინ დიდი სიამოვნება გელით. ეს არის „ტანგოს აკადემიის“ ვიდეო, რომელიც პროექტის „ ტანგოთი აცეკვებული სამყაროს ფარგლებში“ 2020 წლის ზაფხულში გავრცელდა.

გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ჯვრისწერის ახალი ფოტოები გამოქვეყნდა

გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ჯვრისწერის ფოტოები ახლახან Savemoment Studio-მ გამოაქვეყნა. ფოტოზე ჯვრისწერისას გადაღებული კადრებიც არის, ასევე ტაძრის გარეთ წყვილისთვის და ცალკე პატარძლისთვის გადაღებული ფოტოებიც. გიორგი გასვიანსა და მარიტა მელიქიშვილს ჯვარი მამა პეტრე კოლხმა სვეტიცხოველში დაწერა. პატარძალი ულამაზესი იყო დათუნა სულიკაშვილის კაბასა და მოკლე მოსაცმელში, რომელსაც მაღალქუსლიანი თეთრი ფეხსაცმელი შეუხამა. (ფოტოები)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook