moda

ბრენდი "Mak mari” ახალი კოლექციის ჩვენებისთვის ემზადება

Fashion time - სეზონის ტრენდები დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძისგან

Fashion Time - სტუმრად მოდის სახლ "მარიგოლდში"

“კაპრიზი” რიგით მეხუთე 2018 წლის კოლექციის ჩვენებით სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარმოგვიდგა. კოლექცია წარმოდგენილი იყო პოეტთა მუზების და მათი სასიყვარულო ისტორიათა საუცხოო სამყაროში მოგზაურობის გაელვებული კადრებით.

დაგეგმილია მეორე ხაზის გამოშვებაც, რომელიც დიზაინერის შემოქმედებაში სიახლე იქნება. მისი ამჟამინდელი ნაციონალური სამოსისგან განსხვავებით, დიზაინერი აქტუალურ ამჟამინდელ მოდურ ტენდენციებზე დაყრდნობით შექმნილ სამოსსაც შემოგვთავაზებს.

საქართველოში სამოცზე მეტი საერთაშორისო სტუმარი იმყოფება. მათ შორის, იტალიური ვოგის რედაქტორი, სარა სოზანი მაინო და პიტი უომოს წარმომადგენელი, ლაპო ჩანკი. გეტყვით, რომ წელს ივნისში პიტი უომოს გამოფენა-გაყიდვას მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, სწორედ საქართველო და მერსედეს ბენც მოდის კვირეულის დიზაინერები უმასპინძლებენ.

თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს შესანიშნავი ქართველი მსახიობის, მედეა ჯაფარიძის გახსენებით დაიწყო. საღამო, რომლის რეჟისორიც ბასა ფოცხიშვილი გახლათ, ნაციონალური სასახლის (ყოფილი პიონერთა სასახლის( თვალისმომჭრელად ლამაზ ეზოში გაიმართა. ბაფთებიანი გოგონები გრძელ კაბებში მედეა ჯაფარიძეს, როგორც სტილის კერპის ტიტულს ამართლებდნენ. შავ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი, სიმწვანე, ქართული სიმღერები, როგორც ტრადიციულად შესრულებული, ანთებული ფიალების თანხლებით, ასევე „ნიუტონის“ […]

ვოგის ფურცლები, უცხოური პრესა და წარმატება. ეს ყველაფერი ქართველი დიზაინერებისთვის უცხო ამბავს აღარ წარმოადგენს. თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი კი სულ მალე გაიხსნება და ქართველი დიზაინერებიც ამისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

დიზაინერი მოდის მოყვარულებში ყოველთვის იწვევს აღფრთოვანებას და ის ყოველთვის დახვეწილ, ჰაეროვან და გემოვნებიან სამოსს გვთავაზობს. ამჯერად კი როგორც ის თავად გვეუბნება გარკვეულ ექსპერიმენტს ატარებს და თბილისის მოდის კვირეულზე განსვავებულ ლაშა ჯოხაძეს ვიხილავთ.

TOP სიახლეები

ხათუნა ჟორდანია: „თუ მე დღეს ცოცხალი ვარ, ეს ნინის დამსახურებაა…“

ხათუნა ჟორდანია „რუსთავი 2“-ის შაბათ-კვირის დილის გადაცემაში უფროსი ქალიშვილის, ნინი ქარსელაძის შეახებ საუბრობს. როგორც ის ამბობს, ნინი პატარაობისას ცოტა მავნე ბავშვი იყო და მის მიმართ დიდ სიმკაცრეს იჩენდა, განსაკუთრებით სწავლა განათლების მიმართ – „მიხარია, რომ ძალიან ბევრი ჩავდე მასში და მიხარია, რომ გააკეთა ის, რასაც ვითხოვდი. მე და ნინი ერთად ვიზრდებოდით. იმ პერიოდში სტინგის ფრანგულ […]

როგორ დაამარცხა ნატო მეტონიძემ სიმსივნე: “გადავლახოთ შიში!..”

ფრიდონ თოდუას სახელობის კლინიკის გვერდზე ნატო მეტონიძის ამბავი ქვეყნდება. მომღერალი სიმსივნეს ებრძოდა და მან, საბედნიეროდ, ეს დაავადება დაამარცხა. ნატო მეტონიძე აღნიშნავს: „ჩემი შემთხვევა ამ ავადმყოფობის მარტივი მიმართულება აღმოჩნდა, სხვა დანარჩენთან შედარებით მსუბუქი ფორმა, ამიტომ მის დასამარცხებლად შედარებით მარტივი გზა გავიარე. არ დამჭირდა ქიმიოთერაპია და ეს იმიტომ, რომ ის ადრე აღმოვაჩინე… ყველაზე მთავარია, ვიყოთ ყურადღებიანი და […]

ნიკოლოზ წულუკიძე ბიჭის მამა გახდა

ნიკოლოზ წულუკიძე და მისი მეუღლე, თეკლა კოსტავა ბიჭის მშობლები გახდნენ. პატარა კიტა წულუკიძე დღეს, 29 სექტემბერს, გაგუას კლინიკაში დაიბადა. ბედნიერმა მამამ პოსტი გამოაქვეყნა და პროფესიონალ ექიმებს მადლობა გადაუხადა. ტელეწამყვანსა და თეატრმცოდნეს და მის მეუღლეს ექვსი წლის გოგონა, სესილი ჰყავთ. ბედნიერი მშობლები მილოცვებს პირადად და სოციალურ ქსელში იღებენ. (ფოტო)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook