moda

Tamarrela არის ბრენდი დახვეწილი, შემდგარი და წარმატებული ქალბატონებისთვის, რომელთაც უყვართ მოდა და ხარისხი.

უკვე მე-16 სეზონია თბილისის მოდის კვირეული ფეშენისტებს და უბრალოდ მათ, ვინც ცდილობს ამ სფეროში გარკვეული იყოს – ყოველ ახალ სეზონზე ახალი სახეების აღმოჩენითა თუ მოდური ტენდენციებით ანებივრებს და კვირეულს ერთ დიდ სანახობად აქცევს. ყველა ერთხმად აღნიშნავს და თანხმდება იმაზე, რომ წლიდან წლამდე თბილისის მოდის კვირეულს დიდი რეზულტატი აქვს.

ქართველი დიზაინერების შემოქმედებას უკვე არაერთი ქვეყანა იცნობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ წარმატებას ხელი თბილისის მოდის კვირეულმა შეუწყო, რადგან ის დამწყები თუ უკვე წარმატებული დიზაინერების შემოქმედების პოპულარიზაციას ეწევა. “Tbilisi Fashion Week-ი" წელს მე-16 სეზონს მასპნძლობს, რომელიც 27-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. თბილისის მოდის კვირეული დიზაინერ ლაშა ჯოხაძის ჩვენებით გაიხსნება.

რა არის ტენდენციური შემოდგომა-ზამთარში და როგორ ემზადება ავთანდილ ცქვიტინიძე მერსედეს ბენც მოდის კვირეულისთვის

Tommy Hilfiger-ის და Gigi hadid-ის თანამშრომლობით შექმნილი კოლექცია უკვე რუსთაველის 46 ნომერშია

სიახლის მოყვარული, სპონტანური, მხიარული, ფერადოვანი, კრეატიულობით და მრავალფეროვნებით მოცული. ამასთან, რაც მთავარია, საზღვრებს გარეშე და გამოხატვის თავისუფლებით შეპყრობილი. სწორედ ასეთია KENZO-ს თვალით დანახული თანამედროვე ქალბატონი. KENZO WORLD ასე ჰქვია არომატს, რომელმაც მსოფლიოსთან ერთად ქართველი მომხმარებლების გაოცებაც სცადა. პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ვულე-ვუმ“კი მის გასაცნობად მედიის წარმომადგენლები მიგვიწვია.

აჭარის მოდის კვირეულის აურზაური დასრულდა. მოდური ჩვენებები, პერფომანსები, ახალი ტენდენციები, ბაერები, ექსპერტები და შეფასებები. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოდის კვირეულის სამი წლის არსებობის მანძილზე უფრო და უფრო იხვეწება. ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი კი მანანა გოგლიჩიძე გახლავთ.

ყველა მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, შესაბამისად გარდერობზეც ზრუნავს. ცდილობს გამოიყურებოდეს სუფთად, მიმზიდველად და მოდურად. რასაც ქალებიც მიესალმებიან. საქართველოში მამაკაცები ხშირად წუწუნებენ იმის შესახებ, რომ მათთვის მოდური კოლექციები არ იქმნება და არც ფართო არჩევანის შესაძლებლობა აქვთ. თუმცა ამაზე ნუღარ ინერვიულებთ, რადგან აჭარის მოდის კვირეული ამის საპირისპიროს ამტკიცებს. მოდის კვირეულის მეორე დღე მამაკაცების კოლექციების ჩვენებებს დაეთმო.

ის ყველაგან არის, სადაც გლამარული ივეთებია და ცნობილი ადამიანები ირევიან. დიზაინერების ახალი კოლექციების გარჩევა/შეფასება და საკუთარი ლუქებით თავის წარმოჩენა. ეს გიგა უჩუვატოვის დღის მთავარი საქმიანობაა. „მოდა არის სულის ის განუყოფელიი ნაწილი, რომელიც ადამიანს თვითდამკვიდრებაში ეხმარება. მოდა არის ყველაფერი ჩვენს გარშემო. სიყვარულიც კი მოდაა.“ - ამონარიდი წიგნიდან „ზოლიანი მაისური“, ავტორი: გიგა უჩუვატოვი.

TOP სიახლეები

კახი კალაძის ბოლოდროინდელი „ქუჩის სტილი“ (ფოტოგალერეა)

ქალაქის მერს კახი კალაძეს გემოვნება ნამდვილად არ დაეწუნება, თუმცა მის ჩაცმულობას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე გამოხმაურებები, ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერ – არც ისე. არც მერობამდე და არც მერობის შემდეგ, როგორც ჩანს, კახი კალაძეს ეს ამბავი დიდად არ ანაღვლებს. როგორც ქალაქის მერი, ის დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილს სტუმრობს და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ბოლო ასეთ ფოტოებში, რომლებიც სოციალურ ქსელში […]

მაკა ზამბახიძის ჯადოსნური საახალწლოდ მორთული სახლი წყნეთში და ნეკა სებისკვერაძესთან მეგობრობის ამბავი

მაკა ზამბახიძემ წყნეთში, კერძო სახლში მიგვიპატიჟა წინასაახალწლო ფოტოსესიისთვის, თუმცა მხოლოდ „ფორტუნა“ არ ყოფილა იმ დღეს მისი სტუმარი. მაკამ ბავშვობის მეგობარი შვილებთან, ნიკუშასა და დათასთან ერთად მიიწვია და მხიარული ინტერვიუც შედგა, რომელსაც მაკას გოგონა, სალომეც ესწრებოდა… ნეკა: საახალწლოდ ჩვენ ხომ სახლებში არ ვართ ხოლმე (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ მაკა ასეთ რამეს ჩაატარებდა და ასე მორთავდა, ვიცი, […]

ნუკი კოშკელიშვილის გამომწვევი საახალწლო ფოტო ინტერნეტს იპყრობს

ნუკი კოშკელიშვილმა „ცელქი“ ფოტო, როგორც თავად უწოდებს, წინასაახალწლოდ „ინსტაგრამის“ მომხმარებელს გაუზიარა. ნუკიმ აქამდეც გამოაქვეყნა ახალი წლის თემატიკაზე გადაღებული ფოტოები, მაგრამ ეს ბოლო ნამუშევარი აშკარად ყველაზე გამომწვევია. ნუკი წერს: „ახლა გავაცნობიერე, რომ მაქვს ერთი ცელქი საშობაო ფოტო, მაგრამ ის ძველია, ასე რომ არ განმსაჯოთ. ძალიან მიყვარს ეს ფოტო, ძალიან მხიარულად ვიმუშავე ჩემს ფავორიტ ფოტოგრაფთან, მაგრამ მას […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook