მგზავრები

19 მაისს, ჯგუფი „მგზავრები“, მორიგი ტურნეს ფარგლებში, მოსკოვში კონცერტით წარდგა. სტადიონზე გამართულ ღონისძიებას, სადაც ყველა სიმღერა ქართულ ენაზე შესრულდა, 20 000 ადამიანი ესწრებოდა. მსმენელები ჯგუფის სოლისტთან, გიგი დედალამაზიშვილთან ერთად მღეროდნენ ყველა სიმღერას და თითოეული კომპოზიციის ტექსტი ზეპირად იცოდნენ. აღსანიშნავია, რომ ყველა სიმღერის დასაწყისში გიგი მსმენელს ტექსტის შინაარსსაც უთარგმნის და უხსნის, რომ ის მღერის თავისუფლების რწმენაზე […]

საქართველოს კულტურის პალატა ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტს აანონსებს. ღონისძიება თბილისის ვაგონმშენში 8 ივნისს გაიმართება. ჯგუფი, რომლის პოპულარობა დიდი ხანია, გასცდა საქართველოს ფარგლებს, ახლა ტურნეში იმყოფება და უდიდეს საკონცერტო სივრცეებს ავსებს. ისინი ახალი ალბომის მხარდასაჭერად მოგზაურობენ. ალბომის სახელწოდებაა Geo და მასში ბევრი ახალი მელოდიაა შესული, რომლებიც მალევე აიტაცეს ჯგუფის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა. ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ „მგზავრები“ 8 ივნისს […]

2018 წლის განმავლობაში ქართულ ჯგუფს „მგზავრები“ არაერთი წარმატებული გამოსვლა ჰქონდა. მათ მოიარეს უმარავი ქალაქი რუსეთსა და უკრაინაში, ასევე გამოვიდნენ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე გერმანიაში, კერძოდ, ბერლინში. მცირე ხნის წინ მათ კონცერტი ჰქონდათ მოსკოვში, სადაც ათასობით მსმენელის წინაშე გააჟღერეს სიმღერა „რაც დაკარგული გვეგონა“, სადაც ასეთი ტექსტია: „გამოდით, გამოდით გარეთ!. რაც დაკარგული გეგონა, დაიბრუნებ მალე!..“ რუსმა მსმენელმა ეს […]

Berlin Music Video Awards-ის ნომინანტთ ნაწილობრივი სია ახლახან გამოქვეყნდა. ერთ-ერთი მათგანი საუკეთესო ვიდეორგოლის ნომინაციაში გახლავთ ქართული ჯგუფი „მგზავრები“. მათ სიმღერაზე სახელწოდებით „Пообещай“, რომელიც ახალ ალბომში „იასამანი“ შევიდა, კლიპი ივან სოსნინმა გადაიღო. Berlin Music Video Awards არის ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც საუკეთესო მუსიკალური ვიდეოების გამოსავლენად იმართება. ის მხარს უჭერს როგორც ცნობილ, ასევე შედარებით ნაკლებად ცნობილ არტისტებს. ფესტივალი […]

„მგზავრების“ ახალი კლიპი უკვე ინტერნეტსივრცეშია. სიმღერაზე „ვაზი“ ვიდეორგოლი უცხოურმა ჯგუფმა გადაიღო. როგორც გიგი აღნიშნავს: „ამ სიმღერის ფესვები ჩემს ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. ვაზი – ეს არის ყურძნის მტევანი. როცა ბაბუაჩემი მასწავლიდა, როგორ უნდა მოვპყრობოდი ყურძენს, სულ მეუბნებოდა – დაიმახსოვრე, ყურძნის ახალი ჯიშის გამოსაყვანად დაახლოებით ათასი წელია საჭირო. ამისი აზრი ისაა, რომ ადამიანები აცნობიერებენ, ამას თავისთვის კი […]

„მგზავრების“ სოლისტის უკრაინელი მეუღლე, მარინ აკარპი ფოტოგრაფია. მას ხშირად აქვს გადაღებები უკრაინაში. იღებს სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის ხშირად არის ქორწილებშიც, თავისი პროფესიით. „ფორტუნასთან“ ინტერვიუში გიგიმ აღნიშნა, რომ მოსწონს მეუღლის პროფესია და ყოველმხრივ უწყობს ხელს, რომ მარინამ მუშაობა შეძლოს. ახლაც ის უკრაინაშია, სადაც გარკვეულ ხანს დაჰყოფს და სხვადასხვა ღონისძიებას გადაიღებს. ახლახან მარინამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც უკრაინელი […]

"ეს ის შემთხვევაა, როცა ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ არ შემიძლია. სიტყვებს ვერ ვპოულობ. არ ვიცი, როგორ დავიწყო და როგორ დავამთავრო. ასე ხდება ხოლმე, როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და როცა ყველა ფიქრი შენად არის ქცეული... ამ დღეს, დაიბადა მთავარი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში - გიგი. ჩემი გრძნობის ახსნა შეუძლებელია, ის მესმის მხოლოდ, რომ ერთ დღესაც ეს ადამიანი სამუდამოდ შემიყვარდა.

"მგზავრების" სოლისტმა გიგი დედალამაზიშვილმა, თმის გადანერგვა გადაწყვიტა. გიგიმ კლინიკა "კანში" გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მან თმის დიაგნოსტიკა ჩაიტარა და თმას უახლოეს მომავალში გადაინერგავს.

მუსიკოსი, რომელმაც წლებია ქართველ და არა მხოლოდ ქართველ მსმენელს თავი შეაყვარა. ჯგუფ "მგზავრების" კომპოზიტორი და ვოკალი, გიგი დედალამაზიშვილი, წერს სიმღერებს, რომელიც როგორც ფოლკლორის, ასევე კლასიკური მუსიკის ელემენტებს შეიცავს. ქართული ჯგუფი 2006 წელს ჩამოყალიბდა და მისი არსეობის მანძილზე, ჩატარებულია რამდენიმე ათეული სოლო კონცერტი, ჩაწერილი აქვს ორი სტუდიური ალბომი და გადაღებული აქვს რამდენიმე მუსიკალური ვიდეო. თუმცა, ამჯერად მიუზიკ ბოქსის გადამღები ჯგუფი, გიგის არა მის შემოქმედებაზე, არამედ პირად ცხოვრებაზე სასაუბროდ ესტუმრა.

TOP სიახლეები

პირველი ზარი “წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის” ბავშვებისთვის დაირეკა

პირველი ზარი "წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის" ბავშვებისთვის დაირეკა

“ატელიე აუთლეთი” 1 წლის გახდა

"ატელიე აუთლეთი" 1 წლის გახდა

პირველკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე სკოლა “სადუნმა” უმასპინძლა

პირველკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე სკოლა "სადუნმა" უმასპინძლა

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook