მერსედეს ბენცის მოდის კვირეული

თბილისი - აღმოსავლეთ ევროპის მოდის მექა - სწორედ ასე შეაფასა ჟურნალმა "Forbes", გასულ სეზონზე ჩატარებული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi. წელსაც, 4-დან 8 მაისის ჩათვლით, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 2017-2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციების შესაფასებლად, მოდის მოყვარულები, კრიტიკოსები, ბაერები, ბლოგერები თუ საერთაშორისო მედიის წარმოამდგენლები, ერთ სივრცეში მოიყრიან თავს. სეზონი გამორჩევა ექსპოზიციებით და შოუების განსაკუთრებული მრავალფეროვნებით. 42 ქართველი და უცხოელი დიზაინერი, თავიანთი ჩანაფიქრის გადმოსაცემად, სხვადასხვა სახელოვნებო ენას გამოიყენებს.

მერსედეს ბენცის მოდის კვირეული თბილისში 5-დან 9 მაისის ჩათვლით გაიმართა. მოეწყო ქართველი და უცხოელი ცნობილი დიზაინერების ჩვენებები, ასევე ჩატარდა მასტერკლასები და გამოფენები. მოდის კვირეულს ფარგლებში წელს დედაქალაქში დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და უბრალოდ მოდის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ.

თბილისი Mercedes Benz-ის მოდის კვირეულს უკვე მესამედ მასპინძლობს და უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი უკვე დიდი ხანია ქართულ ჩარჩოებს გასცდა. წელს ღონისძიების სტუმრებს შორის მოდის ისეთი აიქონები შედიან, როგორებიც დაიან პერნე, ერვე ლეჟე, ჰელმუტ ნიუტონის მუზა - სილვია გობელი და სხვები არიან…

დიანა ქვარიანის ახალმა ნამუშევრებმა ისეთივე დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც მისმა შემოქმედებამ სხვადასხვა ეტაპზე. დიზაინერმა 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში წარმოადგინა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ასევე “მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე” ოღონდ მოსკოვის პოდიუმზე გამოიტანა...

Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული ზურაბ წერეთლის მუზეუმში ბესარიონის ჩვენებით დაიხურა. კვირეულის ფარგლებში სულ 30-მდე ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარსდგა. მათმა კოლექციებმა უცხოელ სტუმრებზე და ეგრეთწოდებულ "ბაერებზე" განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. გადაცემა Fashion Time ღონისძიებაზე შეკრებილი დამსწრე საზოგადოებით და კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი შოურუმით დაინტერესდა.

5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულს უმასპინძლა. გადაცემა Fashion Time დაინტერესდა რა ხდებოდა ბექსთეიჯში - როგორ ემზადებოდნენ მოდელები და დიზაინერები პოდიუმზე გასასვლელად...

ერთ სივრცეში თავმოყრილი ინოვატორი და კლასიკოსი, ექსპერიმენტატორი და სტაბილური, ფერადი და შავი… ეს Mercedes-Benz Fashion Week-ის დიზაინერების მრავალფეროვანი პალიტრაა. მოდური ღონისძიება, რომელიც წელს თბილისში უკვე მეორედ იმართება, დადებით შეფასებებს არაერთი ნიუანსის გამო იღებს და შარშანდელისგან განსხვავებით, გამორჩეული მხოლოდ მისი საერთაშორისო სახელი არაა.

Mercedes Benz Fashion Week - დღე მესამე - ისევ MOMA, ისევ ბევრი უცხოელი სტუმარი, კარგი ორგანიზება და დარჩენილი ჩვენებების მოლოდინი. რაღაცით ეს სიტუაცია პარიზის, ან მილანის მოდის კვირეულსაც შეედრება, თუმცა ამ რაღაცაში ჯერჯერობით 100% არ მოისაზრება. შეკრებილი საზოგადოება თამუნა ინგოროყვას ჩვენების დაწყებას ელის.

მერსედეს ბენცის მოდის კვირეული გრძელდება და Tbilisi Fashion Week-იდან გადმოხვეწილ დიზაინერებს აერთიანებს. კრიტიკულად თავაწეული სტუმრები ნინო ბაბუხადიას სოლო კოლექციას აფასებენ. დიზაინერმა ცოტა ხნის წინ იტალიაში იმოგზაურა და გასაგებიცაა, რომ ინსპირაცია, მოდის ერთ-ერთი მექის წყალობით ეწვია.

TOP სიახლეები

ვიდეო: შორენა ბეგაშვილმა აღიარა, რომ დავით ბაგრატიონისგან ორსულად იყო და აბორტი გაიკეთა

შორენა ბეგაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში სკანდალური რამ აღიარა. მან ფარული კონვერტი გახსნა და თქვა, რომ ის ფეხმძიმედ იყო დავით ბაგრატიონისგან, რომელთანაც რომანი აკავშირებდა. შორენა ბეგაშვილი: ეს ამბავი იყო მაშინ, როდესაც მე წამოსული ვიყავი მეფისგან და აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი. კი, ჩვენ გვქონდა სექსი… ვფიქრობ, მაშინ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე, რადგან თავად ვიყავი არასასურველი და რა ერქმეოდა […]

ვიდეო: ეკა დემეტრაძისა და დათო გაბუნიას სიყვარულის ამბავი

მსახიობი ეკა დემეტრაძე და ჯგუფ “გამოუვალი მდგომარეობის” წევრი, ხმის რეჟისორი, დათო გაბუნია საკმაო ხანია, ერთად არიან. წყვილმა “მთავარ არხს” თავისი ურთიერთობის შესახებ ინტერვიუ მისცა. როგორც აღნიშნეს, პირველად სიყვარული ეკას დათომ აუხსნა და აღმოჩნდა, რომ ეკაც შეყვარებული იყო. წყვილმა ერთმანეთი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადასაღებ მოედანზე გაიცნო, სადაც ეკა ერთ-ერთ პერსონაჟს განასახიერებდა, ხოლო დათო ხმის რეჟისორად […]

ფოტო: ანუკი არეშიძემ ახალი კაფსულა-კოლექცია ბრიტანული ონლაინმაღაზიისთვის შექმნა

ანუკი არეშიძის ახალი კაფსულა-კოლექცია, სადაც წითელი ფერი დომინირებს, დიზაინერის სოციალურ ქსელებში ახლახან გამოჩნდა. თორნიკე აივაზიშვილის ფოტოკამერის წინ მოდელმა თათია ახალაიამ მოირგო ანუკის ახალი ნამუშევრები, რომლებიც ქართველმა დიზაინერმა სპეციალურად ბრიტანული ონლაინმაღაზიისთვის brownfashion.com შექმნა. ანუკიმ ამჯერადაც არ უღალატა საკუთარ ხელწერას და ბრჭყვიალა ქსოვილები და ტყავი გამოიყენა. ქალური კოლექციის შეძენა ბრიტანულ საიტზეა შესაძლებელი. (ფოტოები)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook