Mercedes-Benz Fashion Week

Mercedes Benz Fashion Week - დღე მესამე - ისევ MOMA, ისევ ბევრი უცხოელი სტუმარი, კარგი ორგანიზება და დარჩენილი ჩვენებების მოლოდინი. რაღაცით ეს სიტუაცია პარიზის, ან მილანის მოდის კვირეულსაც შეედრება, თუმცა ამ რაღაცაში ჯერჯერობით 100% არ მოისაზრება. შეკრებილი საზოგადოება თამუნა ინგოროყვას ჩვენების დაწყებას ელის.

მერსედეს ბენცის მოდის კვირეული გრძელდება და Tbilisi Fashion Week-იდან გადმოხვეწილ დიზაინერებს აერთიანებს. კრიტიკულად თავაწეული სტუმრები ნინო ბაბუხადიას სოლო კოლექციას აფასებენ. დიზაინერმა ცოტა ხნის წინ იტალიაში იმოგზაურა და გასაგებიცაა, რომ ინსპირაცია, მოდის ერთ-ერთი მექის წყალობით ეწვია.

კოლექციებს, დიზაინერებსა და უცხოელ სტუმრებს მიღმა, მოდის კვირეულის ყველაზე საინტერესო ნაწილი ეწ. წითელი, ან რომელიმე სხვა ფერის ხალიჩაა. ამ შემთხვევაში ყველა ჭორიკანას ოცნებას კვირეულის ბანერთან ვპოულობთ. ქართველი სექს სიმბოლო - თამო ვაშალომიძე ჩვენებებს ყველაზე ექსტრავაგანტულ კაბაში ჩაცმული სტუმრობს. ჩაცმული ოდნავ ხმამაღალი ნათქვამია..

"მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული" ავთანდილის ჩვენებით გაიხსნა. ღონისძიება ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა, რომელიც ქართველი და უცხოელი დიზაინერებს კიდევ 4 დღე უმსაპინძლებს. მოდის კვირეულის ორგანიზატორი სოფო ჭყონია ამბობს რომ კვირეულის ფარგლებში ბევრი საინტერესო სტუმარია და ე.წ. "ბაერია" ჩამოსული, რომელთა შეფასება მნიშვნელოვანი იქნება თითოეული დიზაინერისთვის"...

ერთთვიანი პაუზის შემდეგ თბილისი კვლავ მოდურ აურზაურჩი ჩაერთო - ამჟამად Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi გაიხსნა. საზეიმო მიღებას საკრებულოს დარბაზმა უმასპინძლა - სწორედ აქ შეიკრიბნენ ის ადმაიანები, რომლებიც მოდის კვირეულბზე ფრონტ როუს და იმ ძირითად ბირთვს შეადგენენ, ინტერვიუებში ნაციონალური მოდის მიმართ კომპლიმენტებს რომ არ იშურებენ ხოლმე.

"მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული“ ავთანდილის ჩვენებით გაიხსნა. რასაკვირველია, ახალი კოლექციის ჩვენებას უამრავი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის, ბევრი ავთო ცქვიტინიძის ბრენდს ხშირად ატარებს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ლელა წურწუმია, რომელიც ავთანდილის იარლიყით დამშვენებულ სამოსში არცთუ იშვიათად ნახავთ.

გასულ წელს გახმაურებული სტარტისა და მას მერე მიღებული, სასურველი ფიდბექის შემდეგ, მერსედეს ბენცის მოდის კვირეული ქართულ მოდის სფეროს ოდნავ განსხვავებული სახელწოდებით უბრუნდება. Mercedes Benz Fashion Week Tbilisi - ამ სახელწოდებით ჩატარდება ხელოვნების თანამედროვე მუზეუმში, მოდური ჩვენებებისა და შოურუმების 5 დღიანი სერია, რომელიც 5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით გასტანს და ქართველებთან ერთად რამდენიმე უცხოელ დიზაინერს გააერთიანებს.

ერთი წლის წინ ქეთა თოფურიამ საკუთარი ტანსაცმლის ხაზის KETIone შექმნა. სულ მალე კი მისი დიზაინერული დებიუტი Mercedes-Benz Fashion Week-ზე შედგება.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook