Mercedes-Benz Fashion Week

თამთა შინდელიშვილი საუკეთესო დიზაინერებს შორის მოხვდა. მან თავისი კოლექცია მოსკოვის mercedes benz fashion week-ზე წარადგინა.

წელს კეონმა პარიზიდან მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე თბილისში გადმოინაცვლა და თავიანთი გამოცდილება ქართველ დიზაინერებსაც გაუზიარეს, მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ მათთან მუშაობა ნამდვილად დიდი კომფორტია.

Vogue.com-მა ქართველი დიზაინერის, ჯაბა დიასამიძის კოლექცია მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთხელ გამოარჩია. დიზაინერმა საკუთარ ხელწერას არც ამჯერად უღალატა და სრულიად კლასიკური ნამუშევრები წარმოადგინა, სამ: შავ, თეთრ და წითელ ფერებში გადაწყვეტილი, ტყავი, შიფონი, ტიული და სხვა ქსოვილები ულამაზეს ნამშევრებად გარდაიქმნა. ჯაბა დიასამიძის კოლექციიდან ერთ-ერთი ნამუშევარი, საქორწილო კაბა, თავად მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა, ნანიკო კლდიაშვილმა წარადგინა. […]

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ თბილისში წარმატებით მიმდინარეობს. ის 2 ნოემბერს ავთანდილის ჩვენებით გაიხსნა და 6 ნოემბერს ბესარიონის კოლექციის წარდგენით დასრულდება. სულ 40-მდე ქართველმა დიზაინერმა გამოფინა საკუთარი სამოსი ქართველი და უცხოელი კრიტიკოსებისა და მაყურებლის შესაფასებლად. Fortuna.ge სამი ქართული ბრენდის მცირე მიმოხილვებს გთავაზობთ. დავიწყოთ ქეთი ელოშვილის მიერ წარდგენილი კოლექციით. მანამდე ქართველმა დიზაინერმა იგივე ნამუშევრები ლოს ანჯელესის მოდის […]

"Mercedes-Benz Fashion Week TBILISI 2017"-ის პირველი დღე დიზაინერ ავთანდილის კოლექციის ჩვენებით გაიხსნა. ამჯერად კი ისეთი ქალბატონი წარმოგვიდგინა, რომელიც თავის გარდერობს ყველა დანიშნულებით იყენებს. Mercedes-Benz Fashion Week თბილისის დასკვნითი ჩვენება დათუნა სულიკაშვილის კოლექციის წარდგენით დასრულდა.

მომღერალი ლელა წურწუმია საზოგადოების წინაშე ახალ ამპლუაში წარსდგება. აქსესუარების დიზაინერ თორნიკე ჯგერნაიასთან ერთად, მომღერალი სამკაულების კოლექციაზე მუშაობს. ლელა და თოროს ბრენდით შექმნილი ნივთები სრულიად განსხვავდება ნამუშევრებისგან, რომელიც მის თანაავტორს დამოუკიდებლად შეუქმნია. ექსპოზიცია Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა.

მსოფლიოს პოდიუმის დასაპყრობად კიდევ ერთი ქართველი მოდელი ემზადება. ეს 17 წლის მარიამ ურუშაძეა. მარიამი ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტო „ლუქ მოდელსის“ მოდელია. მარიამ ურუშაძის კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო და ახლა ის ჰოლივუდში, Hollywood Model Management-ში გაგრძელდება.

გიორგი შაღაშვილი ქართველ დიზაინერთა იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც აქვს პროფესიული ცოდნა, ნიჭი და გამოცდილება. შესაბამისად არც არის გასაკვირი, რომ მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ მის ჩვენებას, რეკორდული რაოდენობის ადამიანი ესწრება.

მერსედეს ბენცის მოდის კვირეული თბილისში 5-დან 9 მაისის ჩათვლით გაიმართა. მოეწყო ქართველი და უცხოელი ცნობილი დიზაინერების ჩვენებები, ასევე ჩატარდა მასტერკლასები და გამოფენები. მოდის კვირეულს ფარგლებში წელს დედაქალაქში დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და უბრალოდ მოდის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ.

TOP სიახლეები

Beth Hart მასთან ერთად სამღერლად ნინა სუბლატს ეპატიჟება (ვიდეო)

Beth Hart თბილისშია. ის თავის ჯგუფთან ერთად ჩამოფრინდა საქართველოში კონცერტის გასამართად. ბეტ ჰარტი „ალტერვიჟენ ჯგუფმა“ მოიწვია. კონცერტი 18 ნოემბერს იპოდრომის პარკშია დაგეგმილი. ბეტ ჰარტმა აეროპორტიდან თაყვანისმცემლებისადმი მიმართვა ჩაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან უნდა, იმ გოგონასთან ერთად, რომელმაც მისი სიმღერა „Am I The One“ შოუში შეასრულა და ის მოიგო, თავადაც იმღეროს ხვალინდელ კონცერტზე. როგორც მივხვდით, საუბარი […]

42 წლის თინა კანდელაკის ფორმაში ყოფნის საიდუმლო – „არანაირი ვარჯიში და დიეტა არ გიშველით, თუკი…“

42 წლის თინა კანდელაკი შესანიშნავ ფორმაშია და სხეულის დემონსტრირებას „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე არ ერიდება. ტელეწამყვანი ძალიან აქტიურად ვარჯიშობს და თავის მოვლაც არ ესწავლება, თუმცა, გვარწმუნებს, რომ მისი რეცეპტი მაინც განსხვავებულია და აღნიშნავს: „მეგობრებო, არანაირი სპორტი და დიეტა არ გიშველით, თუკი ალკოჰოლს მოიხმართ. ალკოჰოლი არის ბოროტება. ამ შაბათს ეროვნულ ვარჯიშს გამოვტოვებ, თქვენ ივარჯიშეთ მანდ, ჩემ მაგივრად, […]

სოფო ნიჟარაძე უცხოური მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია „საუკეთესო ქართული პერფორმანსისთვის“

სოფო ნიჟარაძე „Daf Bama Music Awards“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. უცხოური მუსიკალური კონკურსი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებს მასპინძლობს და მათ შორის საუკეთესოებს გამოარჩევს, წელიწადში ერთხელ ჰამბურგში იმართება. დასკვნითი შოუ დღეს, 17 ნოემბერსაა დაგეგმილი. სოფო ნიჟარაძე უკვე გერმანიაშია, სადაც მას კონკურსის ორგანიზატორები ვარდებითა და ლიმუზინით დახვდნენ. დღეს სოფო გალაკონცერტის ერთ-ერთი მონაწილე იქნება და სიმღერას შეასრულებს. […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook