მერაბ სეფაშვილი

მერაბ სეფაშვილის მეუღლე, ნინო ჯუხრაძე საავადმყოფოში მოხვდა. მომღერლის პროდიუსერი გია გოგორიშვილი გულშემატკივრობისთვის ყველას მადლობას უხდის და წერს, რომ ამჟამად პაციენტი უკვე პალატაშია გადაყვანილი. გთავაზობთ გია გოგორიშვილის სტატუსს: “ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა მერაბის ოჯახის გულშემატკივრობისათვის, მინდა გაცნობოთ, რომ მისი მეუღლე გადმოყვანილია პალატაში, მდგომარეობა სტაბილურია, არის პროგრესი,მიმდინარეობს სარეაბილიტაციო მკურნალობა”.

ხათუნა ჟორდანიამ მერაბ სეფაშვილთან ერთად დუეტი „პროფილის“ გადაცემაში შეასრულა, რომელიც რუსა მორჩილაძის შემოქმედებას მიეძღვნა. სიმღერას „მომენატრე და მოვედი“ ჰქვია და საკმაო პოპულარობით სარგებლობდა მსმენელს შორის. ხათუნა ჟორდანიას ტელეეკრანზე გამოჩენას მაყურებელი დიდი სიყვარულით შეხვდა. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს გადაცემის „ფეისბუქ“-გვერდიდან: „ღმერთო, როგორ მიხარია ხათუნას ყურება…“ „ხათუნა, ჯანმრთელობა ნუ მოგიშალოთ უფალმა“ „უთბილესი ხმა აქვს ხათუნას, ძალიან მიყვარს ეს […]

მერაბ სეფაშვილი ახალი ალბომის გამოსაცემად ემზადება. ის თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში უკვე მუშაობს და რამდენიმე კომპოზიციაც ჩაწერა, მათ შორისაა ძველი სიმღერები, რომლებსაც მომღერალი ახლებური არანჟირებითა და ვერსიით შემოგვთავაზებს. ალბომი მალე გამოვა და მას, რასაკვირველია, მომღერლის სოლოკონცერტიც მოჰყვება. მერაბ სეფაშვილი: ვამზადებთ ახალ ალბომს. თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში ვმუშაობ, გია მაჭარაშვილთან ერთად. სხვათა შორის, იქნება ახალი სიმღერებიც და ძველი […]

ცნობილი ქართველი მომღერალი, მერაბ სეფაშილი დღეს, 15 ოქტომბერს, იუბილარია. მას 58 წელი შეუსრულდა. მომღერლისთვის მისალოცად მისი შვილები და პროდიუსერი, გია გოგორიშვილი შეიკრიბნენ და დაბადების დღეზე სიურპრიზად პოპულარულ შემსრულებელს ტორტი მიართვეს. (ვიდეო)

მერაბ სეფაშვილი ახალ ალბომს წერს

გამონაკლისი არც ეს საიუბილეო კონცერტი ყოფილა, რომელიც მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა ამჯერად,ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა. ერთგულ მსმენელს კი საყვარელი ჰიტები გაახსენა. მსმენელის მომღერლისადმი სიყვარულს ის ფაქტიც მოწმობს, რომ კონცერტის ყველა ბილეთი გაიყიდა.

მერაბ სეფაშვილის სოლოკონცერტი 14 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სრული ანშლაგის პირობებში გაიმართა. სცენაზე მოღვაწეობის მე-40 წელს მომღერალმა მსმენელისგან უდიდესი სიყვარული და ოვაციები მიიღო. მერაბ სეფაშვილმა თავისი რეპერტუარიდან ბევრი ცნობილი სიმღერა შეასრულა, ბენდთან ერთად. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი გახლდათ დავით მაზანაშვილი, რომლის სოლოშესრულებებით სხვადასხვა კომპოზიციაში მსმენელმა ძალიან ისიამოვნა. მერაბ სეფაშვილმა, თავისი ულევი რეპერტუარის ფონზე და იმის […]

მერაბ სეფაშვილი 14 ოქტომბერს სოლოკონცერტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მართავს. ღონისძიება ,,ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში და თბილისის მერიის ხელშეწყობით ტარდება. მომღერალი კონცერტს მუსიკალური ბენდის თანხლებით გამართავს, ბენდის ხელმძღვანელი: დავით მაზანაშვილ. ღონისძიების სპეციალური სტუმარი თბილისის ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდია, ხელმძღვანელი: გელა ფარჩუკიძე. შემოქმედების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი, ქართველი მსმენელისთვის კიდევ ერთი თბილი და საინტერესო […]

სულ მალე კიდევ ერთი გრანდიოზული კონცერტის მომსწრენი გავხდებით. 14 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მერაბ სეფაშვილი კონცერტს მართავს. ის სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღნიშნავს შესანიშნავ მუსიკოსებთან ერთად, რომლებიც მას გვერდს დაუმშვენებენ.

TOP სიახლეები

ფოტოები: მაკა ზამბახიძემ ჯვარი დაიწერა

მომღერალი მაკა ზამბახიძე გაბედნიერდა. მან და მისმა მეუღლემ დღეს, 20 თებერვალს, ჯვარი დაიწერეს. შეგახსენებთ, რომ მომღერლის რჩეული სპორტსმენი მიხეილ ჩოხელია. წყვილი უკვე დიდი ხანია, ერთად არის და ერთად ცხოვრობენ. ფოტოები სოციალურ ქსელში მომღერალმა, ლიკა დოლიძემ გაავრცელა. მაკამ ჯვარი ნარიყალაზე მდებარე ეკლესიაში დაიწერა. მან თეთრი საპატარძლო კაბაც მოირგო. სიძეს კი თეთრი პიჯაკი და შავი შარვალი აცვია. […]

ვიდეო: მაკა ზამბახიძემ საკუთარ ქორწილში იმღერა

20 თებერვალს მაკა ზამბახიძე თავის დიდი ხნის რჩეულზე, მიხეილ ჩოხელზე დაქორწინდა. წყვილმა ჯვარი ნარიყალაზე მდებარე ეკლესიაში დაიწერა. მოგვიანებით, რასაკვირველია, მათ მეგობრებისა და ახლობლების წრეში ეს შესანიშნავი დღე წვეულებით აღნიშნეს, სადაც მთავარი გმირი მაკა ზამბახიძე გახლდათ. მან საკუთარ ქორწილში ბენდის „ნონ სტოპი“ მუსიკოსების თანხლებით, ცნობილი სიმღერები შეასრულა და მას გვერდი დაუმშვენეს ლელა წურწუმიამ და რატი დურგლიშვილმა. […]

ფოტო: ლიკა რიგვავა „გუჩის“ ჩვენებაზე გამოვიდა

მილანის მოდის კვირეული დაიწყო. ერთ-ერთი ის ჩვენება, რომელსაც მედია განსაკუთრებულად ელოდებოდა, უკვე შედგა. „გუჩიმ“ 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. მნიშვნელოვანი კი ის გახლდათ, რომ ამ ბრენდის ჩვენებაზე ქართველი მოდელი, ლიკა რიგვავა გამოვიდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლიკა სახელგანთქმულ ბრენდთან თანამშრომლობს. (ფოტო)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook