მარიგოლდი

„მარიგოლდისა“ და „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ერთობლივი ფოტოსესია

მარიგოლდის საქორწილო კაბების ფოტოსესია უცხოელი დამკვეთისთვის

მოდის სახლი „მარიგოლდი“ საქორწილო ფესტივალ „Tbilisi Wedding Fair 2019”-ზე

კომპანია „მარიგოლდი“ უკვე წლებია პარტნიორობას „გამარჯვებულ ქალთა კლუბს“ უწევს, რომელიც მკერდის კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციებ ქალბატონებს აერთიანებს. მათი მიზანი ქალბატნონების ადვოკატირება, მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციაა.

Fashion Time - სტუმრად მოდის სახლ "მარიგოლდში"

იუბილესთნ დაკავშირებით კი პეკინის 9 ნომერში ახალ მოდის სახლი გახსნეს, სადაც უამრავი ხელნაკეთი თანამედროვე, საქორწილო და საღამოს კაბებია წარმოდგენილი.

ქართული ისტორიისა და კულტურის გაცნობა მსოფლიოსთვის, სწორედ ეს არის მოდის სახლ „მარი გოლდის“ ახალი ბრენდ ბუქის სახელწოდებით "თავადურის" შექმნის მიზანი, გამოფენა - ფერთა პალიტრა კი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზის სივრცეში გაიმართა.

ქართული ბრენდი „მარიგოლდი“ მომხმარებელს მუდმივად ანებივრებს სიახლეებით. ამჯერად „მარიგოლდმა” ქართული გათანამედროვებული სამოსის ბრენდბუქი შემოგვთავაზა, რაც სპეციალურად იტალიისთვის მზადდება. სწორედ იტალიაში გასამართი გამოფენისთვის იქმნება ბრენდბუქი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ბრენდის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. ფოტოები ევროპის 2017 წლის საუკეთესო ფოტოგრაფმა, იური აკოპოვმა გადაიღო. მან ეს ჯილდო ქალაქ კატანიაში გამართულ ევროპის წლის პროფესიონალ ფოტოგრაფთა დაჯილდოვებაზე მიიღო, სადაც საქორწილო კატეგორიაში […]

ამბობენ, რომ ხელოვნების განვითარებისთვის საჭიროა არა მხოლოდ მხატვრები, არამედ მაღალი დონის მოდაც. საბენდიეროდ ჩვენი ქვეყანა, არც მხატვრებისა და არც იმ ატელიების ნაკლებობას განიცდის, რომელიც მაღალი ხარისხის ტრენდულ სამოსს სთავაზობს საზოგადოებას. უკვე არაერთი ქართველი დიზაინერისა თუ მოდელის სახელი გასცდა ქვეყნის ფარგლებს. დღითიდღე სულ უფრო მეტ ქვეყანაში ხდება ქართული მოდისა და სამოსის პოპულარიზაცია. წელს კი საქართველო რომში, მოდის კვირეულზე ბრენდი "მარიგოლდის" მიერ შექმნილი სამოსით წარსდგება, რომელიც ნაციონალურ მოტივებზეა შექმნილი. ეს ყველაფერი კი საქართველოში რომის მოდის კვრიეულის ოფიციალური წარმომადგენლის, სვეტლანა ოგანის ინიციატივით ხორციელდება.

TOP სიახლეები

ფოტო: დემნა გვასალიას ახალი ფეხსაცმელი, რომელიც ბიუსტჰალტერით არის შთაგონებული, 936 დოლარი ღირს

დემნა გვასალიამ “ბალენსიაგასთვის” შექმნილ ახალ კოლექციაში უცნაური ფეხსაცმელი წარმოადგინა. დიდი ხანია, მსოფლიო მოდას აღარ უკვირს ქართველი დიზაინერის ორიგინალური ნამუშევრები, მაგრამ ახალი ფეხსაცმელი აშკარად ქალის ბიუსტჰალტერითაა შთაგონებული და მისი დეტალები ლიფის შესაკრავებს მოგვაგონებს. ახალი ფეხსაცმლის ფასი 936 დოლარია.

ფოტო: მატილდა გვარლიანი ,,რობერტო კავალის” კამპანიაში მონაწილეობას განაგრძობს

,,რობერტო კავალის” ახალი კოლექციის კამპანია სოციალურ ქსელებში დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს. მისი სახე ამჯერად ქართელი მოდელი მატილდა გვარლიანია. მცირე ხნის წინ მატილდას ფოტო კავალის ახალი ჩანთის რეკლამისთვის გამოაქვეყნეს, ახლა კი მთლიანი ლუქის ფოტოც განათავსეს ოფიციალურ გვერდზე. (ფოტო)

ვიდეო: ეკა დემეტრაძისა და დათო გაბუნიას სიყვარულის ამბავი

მსახიობი ეკა დემეტრაძე და ჯგუფ “გამოუვალი მდგომარეობის” წევრი, ხმის რეჟისორი, დათო გაბუნია საკმაო ხანია, ერთად არიან. წყვილმა “მთავარ არხს” თავისი ურთიერთობის შესახებ ინტერვიუ მისცა. როგორც აღნიშნეს, პირველად სიყვარული ეკას დათომ აუხსნა და აღმოჩნდა, რომ ეკაც შეყვარებული იყო. წყვილმა ერთმანეთი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადასაღებ მოედანზე გაიცნო, სადაც ეკა ერთ-ერთ პერსონაჟს განასახიერებდა, ხოლო დათო ხმის რეჟისორად […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook