მაკა ჩიჩუა

საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა „იმედის დღეს“ ესტუმრა და საკუთარ ფეხმძიმობაზე და „ნიჭიერზე“ ისაუბრა, ამ პროექტში ის ჟიურის წევრია. ტელეგადაცემის საშუალებით, პირველმა ლედიმ რუსკა მაყაშვილის შვილის, ილიას შეძენა მიულოცა. მაკა ჩიჩუა: უკვე ხუთი თვის ორსული ვარ. წარმომიდგენია რუსკას ახლანდელი მდგომარეობა, რადგან მე მოლოდინში ვარ. ხომ წარმოგიდგენიათ, ორი ორსული რომ დაჯდება, თან რუსკასთვის პირველი შვილია, მე […]

„ნიჭიერის“ ჩაწერები უკვე დაწყებულია. ფილარმონიაში რამდენიმე ტური უკვე დაგეგმილია, რის შემდეგაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირველად ამ მეგაშოუს სეზონი ჩაეშვება. აქამდე „ნიჭიერი“ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა, მაგრამ მცირე ხნის წინ, ამ არხის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერებმა, გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ ტელეკომპანია დატოვეს და „იმედზე“ გადაინაცვლეს თავიანთი გუნდითა და პროექტებით, მათ შორის „ნიჭიერით“. „ნიჭიერის“ ჟიურის გაცხადებას დიდი აჟიოტაჟი […]

უკვე მეორე კვირაა, ინტერნეტსივრცეში აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე მესამე შვილს ელოდება. თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, პატარა გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას მეორე საერთო შვილი იქნება. პირველი – თემო, 2015 წელს შეეძინათ. მაკასა და გიორგის პირველი ქორწინებებიდან მაშო და ანა ჰყავთ. სწორედ ქალიშვილების წყალობით გაიცნო ერთმანეთი წყვილმა წლების წინ. თუკი მოარულ […]

მაკა ჩიჩუამ პატარა თემოს ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი ბიჭუნა ბაღის მოვლაში ეხმარება და ძალიან საყვარლად გამოიყურება. პირველი ლედი აღნიშნავს: „ვარდების მორწყვაში დამეხმარა…“ „როგორი საყვარელია“ „მშრომელი კაცის იმიჯი აქვს“ „თემუკა ყოფილა თავგანწირული მებაღე“ „სუპერკაცი. სულ ოდნავ დაისვარა“ „ამას ჰქვია, რომ ბავშვს ბედნიერი ბავშვობა აქვს…“ „რა ყოჩაღი ბიჭია“ „ამასობაში თვითონ გახდა მოსარწყავ/დასაბანი“  

მაკა ჩიჩუა პირადი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს პატარა თემოსა და ანასტასიას ფოტოებს, ბავშვები ერთად თამაშობენ, ფოტოებს აწერა: „ბიძა და დისშვილი“. როგორც ჩანს, გიორგი და ანა მარგველაშვილის შვილები ერთად საკმაოდ დიდ დროს ატარებენ. მცირე ხნის წინ ტელეინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლეში ფაქტობრივად არასდროს არის და ძირითად დროს დუშეთში ატარებს, სადაც მას სახლი აქვს.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეუღლე, ქვეყნის პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა საკუთარი ჩაცმულობით ხშირად აოცებს საზოგადოებას. გუშინ პირველი ლედი "მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ გახსნას დაესწრო, სადაც ორიგინალური სამოსით მივიდა. პირველ ლედის მოდის კვირეულზე შავი კაბა ეცვა, რომელსაც ორიგინალური თეთრი ყელი ჰქონდა. ფოტო სოციალურ ქსელში, მსახიობმა ბახვა ბრეგვაძემ გამოაქვეყნა. მაკა ჩიჩუას ჩაცმულობაზე კვირეულზე ქართულმა ბრენდმა "მუზარადმა“ იზრუნა. "რა მაგარია“, "როგორ უხდება“, "gorgeous lady“ - წერენ კომენტარებში.

ქვეყნის პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა დახვეწილობით და ელეგანტურობით გამოირჩევა. მაკამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ულამაზესი შავ-თეთრი კაბა აცვია, რომელსაც ვარდების ფორმის მხრები აქვს. "ვაუ მაკა“, "სუპერ“, "უხ, ტი, პერფეკტ“ - წერენ კომენტარებში.

"ამ ამბავმა ასე მარტივად არ უნდა ჩაიაროს... აუცილებელია ბოლომდე გაირკვეს რა ხდება, რატომ ხდება და როგორ გავაკონტროლოთ მსგავსი დანაშაული!" - ამ სტატუსით პირველი ლედი, "ლიბერალის" სტატიას ეხმაურება, სადაც საუბარია შშმ ბავშვების მოვლაზე და კონკრეტულად ერთ ოჯახზე, რომელშიც 6 დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი ცხოვრობს. ოჯახს შესაბამისი პირობები არ აქვს.

სტუდიაში კედლებზე, ჰორიზონტალური ძეგლებია მიმაგრებული, რომელსაც მოცეკვავე ხელით ეყრდნობა, რომ ვარჯიშის დროს წონასწორობა შეინარჩუნოს. ასევე სარკეებია განთავსებული, სადაც მოცეკვავე თავის მოძრაობას აკვირდება. ბალეტის მოცეკვავისთვის, განსაკუთრებით ბალერინასთვის (მოცეკვავე ქალი) ყველაზე დიდი სირთულე ფეხის წვერებზე ცეკვაა. საამისოდ მას საგანგებო ფეხსაცმელი აცვია, რომელსაც გამძლე და მაგარი წვერები აქვს. გრაცია, ნებისყოფა, მოქნილობა, შრომა და გარეგნული სილამაზე ის თვისებებია, რითაც ბალერინა ნათია ბუნტური ნამდვილად დაჯილოდებულია. სწავლობდა ბოსტონის (აშშ) საბალეტო აკადემიაში, შემდეგ - ნიუ-იორკში, ორი სეზონი ფილადელფიის საბალეტო დასთან ერთად იმოღვაწევა, თუმცა ეს ყველაფერი წლების წინ დატოვა და სამშობლოს დაუბრუნდა. ახლა ამ დიდ გამოცდილებას, ყველგან თავისი ჩემოდნით თან დაატრებს.

TOP სიახლეები

ნუცა ბუზალაძე: „დავიღალე იმით, რომ პატარა გოგოს მეძახიან!..“

ნუცა ბუზალაძემ ახლახან რუსულ მუსიკალურ შოუში მიიღო მონაწილეობა და როგორც სჩვევია, ჟიურის წევრებიც მოხიბლა. კონკურსებში მონაწილეობა ბავშობიდან მისი ერთ-ერთი საქმიანობაა და შეიძლება ითქვას, რომ დიდ სცენებზე გამოსვლისას თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ნუცა ახლა 23 წლისაა, მისმა მოზარდობამ საზოგადოების თვალწინ ჩაიარა, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბევრი მოსაზრება შეეცვალა და სხვა ადამიანად […]

ვიდეო: ნიაზ დიასამიძის სიმპათიური ვაჟი, რომელიც ასევე მუსიკას გაჰყვა

ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი Color Room-ში დიჯეი დიასამიძემ დახურა. ნიაზის ვაჟი თემურიკო ორი წელია, რაც ამ საქმითაა დაკავებული. ის „იმედის“ შაბათ-კვირის დილას სტუმრობდა და თავის საქმიანობაზე ვრცლად ისაუბრა სასცენო დებიუტის შემდეგ. თემურიკო დიასამიძე: ამხელა სცენაზე პირველად მომიწია გამოსვლამ. ნიაზთან ერთადაც დავუკარი და მისი კონცერტის შემდეგაც. კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა. ხმა მაქვს, მაგრამ არ ვმღერი, დრამზე […]

ფოტოები: თიკა ფაცაცია „დიდი სცენის“ ფინალზე ბრწყინავდა

თიკა ფაცაციამ თავისი შესანიშნავი ჩაცმულობითა და იმიჯით კიდევ ერთხელ გაგვაოცა. ტელეწამყვანს გუშინ აჩიკო სოლოღაშვილთან ერთად „დიდი სცენის“ ფინალური ტური მიჰყავდა. თიკას გრძელი, შავ-თეთრი კაბა ეცვა, რომელიც „მაკრატელმა“ შეუკერა. აჩიკო სოლოღაშვილის ჩაცმულობაზეც ამ ბრენდმა იზრუნა. თიკამ ფინალის შემდეგ დაწერა: „სუპერფინალი გამოგვივიდა!..“ და ფოტოები გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ „დიდი სცენის“ გამარჯვებული ირაკლი კაპანაძე გახდა. (ფოტოები)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook