Lost League

გადაცემამ საშუალება მისცა "ლოსთ ლიგის" წამყვანებს თავად ეცადათ ბედი, თითოეული დაბრკოლების გადასალახად. მონაწილეებმა და წამყვანებმა როლები გაცვალეს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ამას გადაცემაში ვნახავთ.

ერთმანეთის გულშემატკივრობით, ბავშვები თავისუფლად გადიან ყველა დაბრკოლებას. მესამე გადაცემაში სამი სკოლა მონაწილეობდა. შავნაბადა-265, 20-ე სკოლა - 186-ე სკოლა 147-150. საკაპიტნე თამაშზე ბავშვებს ქართულ-ევროპულმა კაფემ "yamy-yami"-მ უმასპინძლა

ყველაზე აზარტული და ენერგიული გადაცემა, "ლოსთ სასკოლო ლიგა" ხელს უწყობს ბავშვებს, რომ ისინი გახდნენ უფრო ენერგიულები და ამავდროულად ჩამოუყალიბდეთ ის უნარები, რომლებიც უკავშირდება სააზროვნო თამაშებს. ერთმანეთს ამჯერადაც ოთხი სკოლა შეეჯიბრა. 61 სკოლა - "ბი-ჯი-ეს" 293-209. გასვლითი თამაში ამჯერად კაპიტნებს დეველოპერული კომპანიის "დომუს" საცხოვრებელი კორპუსის ავტოსადგომში ჰქონდათ

პირველ გადაცემაში ოთხმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. ისინი ერთმანეთს სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვაში შეეჯიბრნენ. შეჯიბრი შემდეგი ანგარიშით დასრულდა: "გენიუსი" - "პრომეთე" 90-0; 151 სკოლა - "აი-ჯი-ეს" 200-120. ასევე გადაცემას აქვს საკაპიტნო გასვლითი თამაში, რომელიც სუპერმარკეტების ქსელ "სმარტში" გაიმართა

ლოსთ სასკოლო ლიგა, ეს არის ყველაზე სათავგადასავლო და ამავდროულად გასართობი საბავშო გადაცემა, რომელსაც ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ ჰყავს. გადაცემა მიზნად ისახავს, რომ ბავშვებმა თავიდანვე აქტიური რეჟიმით დაიწყონ ცხოვრება და ამაში მათ, აქ მოცემული დაბრკოლებები დაეხმარება. უყურეთ “ლოსთ სასკოლო ლიგას”, პარასკევს 18:30 წუთზე და განმეორებით შაბათ-კვირას 14:00 საათზე

ყველა თქვენგანს კარგად ახსოვს ფრანგული რეალითი-შოუ "ბოიარდის ციხე-სიმაგრე", რომელიც წლების განმავლობაში ეკრანზე გადიოდა. ის ნებისმიერი სქესისა და ასაკის მაყურებლისათვის მიმზიდველი და საინტერესო სანახავი გახლდათ. ამ მხრივ არც ქართველი მაყურებელი იყო გამონაკლისი, რომლისთვისაც შოუ 90-იანებში ახალი ხილი იყო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თქვენთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს, Music Box-ზე 10 თებერვლიდან, ყოველ პარასკევს, 19:30-ზე თავგადასავლებით სავსე საბავშვო შოუ “lost ლიგა” იწყება.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook