ლიანა ისაკაძე

ფესტივალი "ღამის სერენადები 2019" დასრულდა

2009 წლიდან კი „ღამის სერენადები“ კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ისევ დაუბრუნდა და ის ყოველწლიურად ქალაქ ბათუმში იმართება. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იქნება და უცვლელად ლიანა ისაკაძის და მისი ძმისშვილის გიორგი ისაკაძის ხელმძღვანელობით „ღამის სერენადები“ ბათუმში ჩატარდება.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში, აფხაზეთში  დაარსდა. სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი ამ ფესტივალის აღდგენა, რომლის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა. წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა […]

TOP სიახლეები

ფოტოგალერეა: როგორი სტილი მოირგეს “დიდი სცენის” წამყვანებმა მეორე ლაივკონცერტზე

“დიდი სცენის” წამყვანების ჩაცმულობაზე ატელიე “მაკრატელი” ზრუნავს. “რუსთავი 2”-ის მუსიკალური მეგაპროექტის მეორე ლაივკონცერტზე წამყვანები გამორჩეულად იყვნენ შემოსილები. თიკა ფაცაციამ ორიგინალური ფორმის ვარდისფერი კაბა მოირგო, არჩილ სოლოღაშვილმა ვარდებით გაფორმებული პერანგი და შარვალი, ნოდიკო ტატიშვილმა – პიჯაკი და შარვალი, ხოლო მაკო კვიტაიშვილმა მოტკეცილ ტყავის ქვედაბოლოს კრემისფერი როლინგი შეუხამა. (ფოტოები)

ვიდეო: ბერა და ნანუკა ქართულ ეროვნულ სამოსში

ბერამ და ნანუკამ “ტიკ-ტოკზე” ახალი ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც თავიანთ პატარასთან, ბერუკასთან ერთად არიან გადაღებულები.ისინი ვიდეოში ქართულ ეროვნულ სამოსს ირგებენ. (ვიდეო)

ლელა წურწუმია ახალ ვიდეორგოლს იღებს

ლელა წურწუმია სამუშაო გრაფიკს აქტიურად დაუბრუნდა. მომღერალმა ახალი სიმღერა „ბრავო რექორდსში“ ჩაწერა. მისი პრემიერა ლელა წურწუმიას ოფიციალურ „იუთუბ“-არხზე შედგება 15 ივლისს. სიმღერის სახელწოდებაა „წვიმიან დღეს“ და ის შემსრულებელმა holy moly-სთან ერთად ჩაწერა. ამასთანავე, უკვე მზადდება ვიდეორგოლი ახალ სიმღერაზე. ლელა წურწუმია რეჟისორ ნესტან სინჯიკაშვილთან თანამშრომლობს.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook