ლალი მოროშკინა

დიდი მადლობა, პატარა გუშინ გაჩნდა ჩაჩავას კლინიკაში. 3700 გრამი, გოლიათი ბიჭი დაიბადა, შავი თმებით, რომელსაც მშობლებმა ანდრე დაარქვეს. ვამბობ, შვილიშვილი კი არ გამიჩნდა, ბიჭის ბიჭი მყავსთქო. სანდრო თავად დაესწრო მშობიარობას, რომელიც 12 საათი გაგრძელდა, მე და ჩემი რძლის მშობლები ერთად ვისხედით კლინიკაში და ბავშვები ძალიან გვეცოდებოდნენ. ჩემმა შვილმა ვაჟკაცურად გაუძლო ყველაფერს და როცა გამოვიდა სამშობიარო ბლოკიდან, თქვა ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა განმეცადაო. პატარაც და დედაც კარგად გრძნობენ თავს. მე კი გავხდი ბებია, მაგრამ ბაბუები ნუ გამომეხმაურებიან.

ლალი მოროშკინა გუშინ იუბილარი იყო. ჟურნალისტი 47 წლის გახდა. დაბადების დღის აღსანიშნად ის მეგობართან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. მოროშკინას იუბილე ცნობილმა ადამიანებმა მიულოცეს, მათ შორის იყო ჯემალ სეფიაშვილი, დავით გოგიშვილი და რუსეთში მყოფი სხვა პოპულარული ადამიანი. ჟურნალისტმა მეგობრებთან ერთად დაბადების დღეზე სიმღერაც შეასრულა.

ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ ახალი სახლი იყიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, თავად დაწერა და ახალი სახლის აივანზე გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა. "ახალი სახლი, ახალი ცხოვრება" - წერს მოროშკინა. სახლის შეძენა ლალის მეგობრებმა მიულოცეს და მასთან სტუმრად მისვლაც მოასწრეს. ლალი მოროშკინას ახალი სახლი ბაგებში მდებარეობს.

ლალი მოროშკინამ საქართველო დატოვა, ინფორმაციას ამის შესახებ თავად ჟურნალისტი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს და როგორც პოსტიდან ირკვევა ის რუსეთში გაემგზავრა, თანაც გაურკვეველი ვადით და თვითონაც არ იცის საერთოდ დაბრუნდება თუ არა საქართველოში.

ქართულ საზოგადოებაში სკანდალურად წოდებული ქალბატონი მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოვებული, ასე, რომ არც სამსახიობო ექსპერიმენტების ჩატარებაზე იხევს უკან. ლალი მალე რუსული პროექტის ”სამზარეულოს“ ქართულ ვარიანტში გამოჩნდება. ყველაზე ქართული, სარკასტული იუმორით გაჯერებული კომედია, ეკრანებზე ახალი პერსონაჟით ახალი წლისთვის გამოჩნდება.

სიმპათიური წყვილი, სანდრო ჩაგანავა და ლალი ჯავახია ახლახან დაქორწინდნენ. სანდრო ლალი მოროშკინას უფროსი ვაჟი გახლავთ. 8 ნოემბერს წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა.

ლალი მოროშკინას ოჯახში ისევ ქორწილია, თუმცა ამჯერად არა თავად ცნობილი უფლებათა დამცველი თხოვდება, არამედ ცოლი მის ვაჟს მოჰყავს. ლალის 29 წლის ვაჟი - სანდრო ჩაგანავა, ჟურნალისტ - ლალი ჯავახიაზე დაქორწინდა და უნდა ითქვას, რომ დედის მსგავსად, არც მისი ბედნიერი დღე ყოფილა შოუბიზნესს მოკლებული...

ლალი მოროშკინას 29 წლის ვაჟი სანდრო ჩაგანავა და ჟურნალისტი - ლალი ჯავახია დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი 7 ნოემბერს ანჩისხატში დაიწერა.

ლალი მოროშკინა კიდევ ერთი ქორწილის მოლოდინშია, თუმცა ამჯერად არა თავად ლალი, არამედ მისი ვაჟი - სანდრო ჩაგანავა ქორწინდება. ლალის სარძლო კი ასევე ჟურნალისტი - ლალი ჯავახია გახლავთ. წყვილის ქორწილი 7 ნოემბერს შედგება.

TOP სიახლეები

თეა დარჩია: „90-იან წლებში ჩვენი უწმინდესის განადგურებას ლამობდნენ აბსურდული ცილისწამებებით…“

თეა დარჩია სოციალურ ქსელში ეხმაურება ეკლესიაში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს და წერს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განადგურებას არაერთხელ ცდილობდნენ ადრეც… გთავაზობთ ცნობილი მოცეკვავის სტატუსს: „ისევ 90-იანი წლები მახსენდება!!! როცა ჩვენი უწმინდესის განადგურებას ლამობდნენ აბსურდული ცილისწამებებით!!! მან შეუნდო და აპატია ყველას, როგორც ჯვარზე გაკრულმა და ნაწამებმა ქრისტემ!!! მადლობა მათ ამისთვის და დიდება!!! მახსენდება ისიც, რომ ისინი დაისაჯნენ, ვისაც […]

„განერვიულეთ, გიო? შენი სხვები სულ ჩვენშია…“

„მის საქართველო“, ნინი გოგიჩაიშვილი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცხრე სეზონის ერთ-ერთი მონაწილეა. ნინის მისი ოჯახი აქტიურად გულშემატკივრობდა. მისი გამოსვლის შემდეგ მისმა დედამ, ჟურნალისტმა ნათია ბანძელაძემ ემოციური პოსტი მიუძღვნა ქალიშვილს და მცირე ხნის წინ გარდაცვლილ მეუღლეს, მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილს: „განერვიულეთ გიო? პირველი შენ მისწერდი, როგორ მოეფერებოდი… არ ვიცი, რას ვუყურე, რა დავინახე, რას მოვუსმინე, შენ გგრძნობდი, მენატრები… შენი […]

„სითის“ რჩეულები – „ეამაყები თბილისს“ ერთ-ერთი გამარჯვებული „ფორტუნას“ დამფუძნებელი, თამარ ჩიგოგიძე გახდა

„ეამაყები თბილისს 2019“ 9 ნოემბერს გაიმართა. ჟურნალ „სითის“ მიერ დაფუძნებული დაჯილდოების ცერემონია წელს მესამედ ჩატარდა. მისი მასპინძელი „შერატონ მეტეხი პალასი“ იყო. თბილისის საამაყო ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან სიმბოლურად white studio-ს ცხენის პატარა ქანდაკებები და სიგელები გადაეცათ. წლევანდელი დაჯილდოების ნომინანტები გახლდნენ: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“, პროექტი spend your summer in Georgia, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი აქტივობა შექმნა […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook