ლადო ბურდული

დრომ ჯგუფი დაშალა, მუსიკოსებმაც დიდი გზა განვლეს და დღესდღეობით ლადო ბურდული ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კავკასიის მუსიკალურ დაჯილდოება "ფენიქსს" საქართველოში უწევს ორგანიზებას.

ფესტივალი სათავეს 1995 წლის როკ ფესტივალებიდან იღებს და აგერ უკვე მეშვიდე კავკასიური მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსი 2018“-ის საზეიმო ცერემონიალი ფილარმონიის ივენთ ჰოლში გაიმართა.

ალტერნატიული მუსიკა ჩვენი საზოგადოებისთვის, ჯერ კიდევ პრაქტიკულად უცნობ სივრცედ რჩება. ბევრი თანხმდება, რომ თანამედროვე მუსიკის მხრივ მოვიკოჭლებთ, თუმცა პოპ-შემსრულებლები ჩვენს ქვეყანაში უხვად მოიძებნება. ამ ყველაფრის ფონზე კი საქართველოში უკვე მეექვსე წელია, კავკასიის მასშტაბის მქონე მუსიკალური დაჯილდოება "ფენიქსი" ტარდება, რომელიც სათავეს 1995 წელს დაარსებული კავკასიის როკფესტივალებიდან იღებს.

გრძელთმიანი ბიჭი საყურით, ასე იცნობდნენ მას 90-იან წლებში, თუმცა ახლაც არაფერი შეცვლილა, ლადო ბურდული თავის იმიჯს კვლავ ირგებს და როგორ თვითონ გვეუბნება ახლაც ის ბიჭია, რომელიც საკუთარ ცხოვრებას მუსიკას უძღვნის. პირველი რაც მუსიკოსის სახელს უკავშირდება არის სიმღერა „ჩემი მშვენიერი ლედი“ და მისი ბინის დახურული წვეულებები, რომელიც იმ პერიოდის თბილისში ხელოვნების, ანდერგრაუნდისა და თავისუფლების ბუდე იყო.

90-იან წლებში მისი უჩვეულო გარეგნობა და მუსიკალური ჟანრი ყველას უკვირდა, თუმცა დღეს მომღერალმა ლადო ბურდულმა თავისი განსხვავებული სტილითა და სიმღერებით მუსიკალურ სფეროში თავი მყარად დაიმკვიდრა. მაშინ როდესაც მომღერალი კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდა მუსიკალურ ვიდეო ჩანაწერებსაკეთებდა,რომელთა ნაწილი მას დაკარგული ეგონა. თუმცა ახლახანს სრულიად შემთხვევით მან ეს ვიდეოფირები აღმოაჩინა და 23 წლის წინ გადაღებული ვიდეობის საჯარო ჩვენება სოციალურ კლუბ გენერატორ ცხრაში გამართა.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი მომღერალი - ლადო ბურდული ბაბუა გახდა. შემსრულებლის პირველმა ქალიშვილმა - თეჯიმ გოგონა გააჩინა. პატარას ინეზა დაარქვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლადოს და - მაია ბურდული წერს.

კავკასიის მუსიკალური ფესტივალი სათავეს 1995 წლის კავკასიის როკ ფესტივალებიდან იღებს. ”ფენიქსი“ უკევ მე-5 წელია ტარდება. ინტერნეტ პროექტის მიზანია მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ინტერნეტ რესურსები და შექმნას სივრცე, სადაც კავკასიის რეგიონში მცხოვრები მუსიკოსები გაერთიანდებიან. ფესტივალის ორგანიზატორი კი ლადო ბურდული გახლავთ.

TOP სიახლეები

Fashion Time – სტუმრად მოდის სახლ “მარიგოლდში”

Fashion Time - სტუმრად მოდის სახლ "მარიგოლდში"

სალომე ზურაბიშვილის საუკეთესო „ლუქები“ (ფოტოგალერეა)

სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პერსონაა ქართულ პოლიტიკაში და სოციალურ ქსელებში მისი ხსენების სიხშირე ასჯერ აღემატება სხვა კანდიდატებისას. ბოლო პერიოდში ის საკუთარი გამონათქვამების გამო არაერთხელ გაეხვა სკანდალში და საზოგადოების ნაწილის რისხვაც დაიმსახურა. მას ქართულს უწუნებენ და ასევე დამოკიდებულებას ჟურნალისტების მიმართ, რომლებსაც „ტვინების განძრევისკენ“ მოუწოდა, […]

სულ მალე საქართველოს ჯგუფი Oscar and the wolf ესტუმრება, დეტალები გაიგეთ ნიუს ბოქსისგან

ღონისძიება, რომელზეც 6000-მდე სტუმარს ელოდებიან ისეთი არტისტების მოლოდინშია, როგორებიც Ten Walls, DJ Smailov, ერეკლე დეისაძე, Monument sound system და სხვები არიან. Line up - ის ჰედლაინერი კი ბელგიური ბენდი Oscar & the Wolf გახლავთ.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook