ხატია შამუგია

ლელა წურწუმიას შოუს ხატია შამუგია ესტუმრა. ახლახან ის იმ კომპანიიდან წამოვიდა, სადაც 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. პარფიუმერიის სფეროში საქართველოში ხატია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე გახდა და ეს საქმე ძალიან უყვარდა. ხატიამ ემოციების გარეშე სამსახურის დაკარგვაზე ვერ ისაუბრა – „არ ვიცი, რატომ მეგონა, რომ ამ კომპანიაში უნდა დავბერებულიყავი…“, აღნიშნა ცნობილმა პიარსპეციალისტმა. ხატია შამუგია: სამსახურივით არის იყო […]

ხატია შამუგია “მთავარ არხს” დილის ყავაზე შინ უმასპინძლა და საკუთარი სახლიც დაათვალიერებინა. მაყურებელმა იხილა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის საძინებელიც, სადაც მაკიაჟის კუთხე სარკესთან სავსეა სხვადასხვა პარფიუმერიითა და კოსმეტიკით, თუმცა, როგორც ხატიამ აღნიშნა, მაკიაჟის გაკეთება თავად არ იცის, სახლიდან კი ნაგვის გასატანადაც კი არ გავა, თუკი წითელი პომადა არ უსვია, რადგან ის ძალიან უყვარს. (ვიდეო)

ხატია შამუგიამ „ისი პარი“ 12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პატარა სტატუსში დაწერა. ცნობილ პიარმენეჯერის, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგად, სურნელოვან სამყაროსთან და თავად ამ კომპანიასთან ასოცირდება, არ დაუსახელებია მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა „ისი პარის“ დატოვება, თუმცა წერს, რომ წინ დიდი გეგმებია. გთავაზობთ ხატიას სტატუსს: „12-წლიანი ურთიერთობა დასასრულს […]

ხატია შამუგია „ფორტუნა პლუსში“ გადაცემა „ვიზიტორს“ სტუმრობდა, სადაც ერთ-ერთი სახალისო ამბავი გაიხსენა, რომელიც მას და მის დედამთილს, მეუღლის, აჩიკო მინდაძის დედას გადახდათ. ხატია შამუგია: ცოლ-ქმარის სტატუსით მე და აჩიკო მეორედ შევხვდით ერთმანეთს. წინა წლის 31 დეკემბერს შუადღეს მოვაწერეთ ხელი. ოჯახურ ფუსფუსში, სადაც მე ვიყავი დიასახლისი და არსად მეჩქარებოდა, პირველად შევხვდით ახალ წელს. ძალიან სახალისო იყო. […]

ხატია შამუგიამ და მერაბ სეფაშვილმა თავისი მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ „მთავარი არხის“ რუბრიკაში ისაუბრეს და ჟურნალისტის დასმულ კითხვებს ერთად უპასუხეს. მერაბი: ხატია არის ძალიან აკურატული თავის საქმეში, ძალიან პასუხისმგებლიანი და პედანტია თავის საქმეშიც და რაც უნდა სთხოვო, ყველგან. ხატია: იყო ამდენი წელი ვარსკვლავი და უყვარდე ყვლას, თითქმის შეუძლებელია. ამის მოპოვება, შენარჩუნება და დამსახურება დიდი შრომის შედეგია. […]

ხატია შამუგიამ ჟურნალ „სარკესთან“ თავისი დამალული სიყვარულის შესახებ ისაუბრა. მას გურამ ლომიძესთან განქორწინების შემდეგ არასდროს უთქვამს ხმამაღლა, რომ შეყვარებულია, თუმცა ამჯერად მან გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის მოეყოლა სასიყვარულო ამბავი და აღნიშნა, რომ ის და მისი რჩეული  ერთ უბანში ცხოვრობდნენ და ნაცნობები იყვნენ, თუმცა მაშინ მათ შორის არაფერი ყოფილა, მათი გზები კი 20 წლის შემდეგ გადაიკვეთა. როგორია ეს […]

პრეზენტაცია, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულ გარემოში გაიმართა, სადაც თითოეულ ჟურნალისტს გვქონდა შანსი "ისი მიაკის" ეს ორი ახალი არომატი ახლოდან შეგვეგრძნო, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილია წყალი და მარილოვან-არომატული აკორდი.

ზუსტად 20 წლის წინ ფმ სივრცეში რადიო „ფორტუნა“ გავიდა ეთერში, რადიო, რომელმაც უამრავი ახალი სტანდარტი დაამკვიდრა ქართული რადიოს ისტორიაში და ასევე ქართულ ჟურნალისტიკას ბევრი ახალი სახეც შესძინა. ხატია შამუგია ერთ-ერთი მათგანი იყო. დღეს ის „ფორტუნაში“ აღარ მუშაობს, მაგრამ ხშირად არის რადიოში, თავისი სამსახურიდან გამომდინარე და აქ თავს არა სტუმრად, არამედ მასპინძლად გრძნობს… ხატია შამუგია: მე […]

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ამ სერიალის დიდი ხნის თაყვანისმცემელი, ხატია შამუგია გამოჩნდა. მან დათო გელაძესთან, იმავე ჩელესთან ერთად, „ბიზნეს კინგის“ დაჯილდოვება წაიყვანა ერთ-ერთ სერიაში, სადაც ბიზნესმენების ცოლები საკუთარი ქმრებიდან გამარჯვებულს ირჩევდნენ. ხატიამ უამრავი ფოტო გამოაქვეყნა სოცქსელში, შემდეგ კი სერიიდან ამოჭრილი კადრებიც დადო. როგორც ჩანს, მან ძალიან ისიამოვნა გადაღებებით. ახლახან კი ვიდეოც ატვირთა, რომელიც შესვენებაზეა გადაღებული და […]

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook