ხატია ბუნიათიშვილი

პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი აქვეყნებს ვიდეოს საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში გამართული ხატია ბუნიათიშვილის კონცერტიდან, სადაც მუსიკოსმა ბეთჰოვენი, როგორც ნიკა წერს, ფენომენალურად შეასრულა. პიანისტი აუდიტორიამ აპლოდისმენტებისთვის უამრავჯერ შეაბრუნა სცენაზე. „სრულიად გასაოცარი კონცერტი იყო დღეს! ბეთჰოვენი! ურთულესი პროგრამა,ფენომენალური შესრულებით!!! აუდიტორია არ უშვებს სცენიდან, ათჯერ შემოაბრუნეს,ფეხზე დამდგარი მსმენელი არ იშლებოდა!! გილოცავ ხატია ამ უდიდეს გამარჯვებას!!!! ეს კონცერტი ჩემს მეხსიერებაში დარჩება […]

ანშლაგით ჩავლილი ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი

ხატია ბუნიათიშვილი 28 და 29 სექტემბერს ფესტივალ "შემოდგომის თბილისზე" წარსდგება

28 სექტემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და  27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ მასპინძლობს მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავს, პიანისტს – რომელთან შეხვედრასაც ყოველთვის განსაკუთრებულად ელის ქართველი მსმენელი – ხატია ბუნიათიშვილი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი თქვენს წინაშე 28 სექტემბერს წარდგებიან! დირიჟორი ვახტანგ კახიძე. პროგრამაშია: პ.ჩაიკოვსკი – საფორტეპიანო კონცერტი N1 და  ი.სტრავინსკი – სუიტა ბალეტიდან “პეტრუშკა” […]

ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი კვლავ აგრძელებს მსმენელის გაოცებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ახლახან მის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ როიანში გამართა. როგორც ვიდეოს თანმხლებ წარწერაშია ნათქვამი, ქართველი მუსიკოსის ამ კონცერტს არც მეტი არც ნაკლები, 50 000 ადამიანი დაესწრო. ხატიამ ყველა მათგანს გულითადი მადლობა გადაუხადა. (ვიდეო)

14 ივლისს, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი პარიზში, ეიფელის კოშკთან გაიმართა. ღონისძიებაზე გამოდიოდა ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი, რომელმაც მოცარტის „ადაჯიო“ შეასრულა. პიანისტის შესრულებით აღფრთოვანება ვერ დამალა მსმენელმა და ასევე სოცქსელებშიც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. (ვიდეო)

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტს აანონსებს. ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე მუსიკოსმა განათავსა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან მოხარულია, რომ 28 სექტემბერს თბილისში კონცერტი ექნება. ღონისძიება ჩანიშნულია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკლაურ ცენტრში. ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. „ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები ჩემს ქალაქს“.

„პიანინოს ბიონსე“ – ასე დაასათაურა ერთ-ერთმა ესპანურმა ტელევიზიამ სიუჟეტი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის შესახებ. მუსიკოსი პალმა დე მალიორკაზე კონცერტისთვის ემზადება. მოგეხსენებათ, მას ხანგრძლივი ტურნე აქვს, რომელიც მსოფლიოს გარშემო არაერთ ქალაქს მოიცავს. ხატიამ ეს სიუჟეტი საკუთარი ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გააზიარა, რის შემდეგაც მას კომენტარები მოჰყვა. პიანისტის ერთ-ერთი უცხოელი თაყვანისმცემელი წერს: „საშინლად არ მომწონს ამ ვიდეოს სათაური. არავის […]

ხატია ბუნიათიშვილის ახალი ალბომი, სადაც შუბერტს (N1) ასრულებს, საფრანგეთის კლასიკური მუსიკის ჩარტის სათავეში მოექცა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ქართველი პიანისტის ოფიციალურ გვერდზე არის გამოქვეყნებული. „დიდი მადლობა ყველას, თქვენი მხარდაჭერა პირდაპირ ჩემს გულთან მიდის“, აღნიშნა ხატია ბუნიათიშვილმა, რომელიც ჩარტში პირველმა პოზიციამ ძალიან გაახარა.

TOP სიახლეები

უკვე მეხუთედ, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება გაიმართა

უკვე მეხუთედ, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება გაიმართა

აპირებს თუ არა ია ტომაში თიკა ჯამბურიასთვის სასამართლოში ჩივილს

მომღერალი ია ტომაში ჟურნალ „თბილისელებთან“ პასუხობს კითხვებს, რომლებიც თიკა ჯამბურიას „ფარულ კონვერტში“ მისდამი გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით აქვს. როგორც თიკამ აღნიშნა, იასთან მეგობრობდა და მან მის შეყავრებულთან გააბა რომანი, რაზეც თიკას ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა. ია ამბობს, რომ თავი არც ისეთი ცნობილი ეგონა და ეს ამბავი საკუთარი თავის პიარად მიიჩნია: „საერთოდ, ვინ არის ეს გოგოო, კითხულობდნენ […]

Paloma Faith გიორგი ქებურიას კაბაში(ფოტოები)

ცნობილი ინგლისელი მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი, პალომა ფეითი (Paloma Faith) გიორგი ქებურიას სამოსში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქებურიას მიერ შექმნილ სამოსს ან აქსესუარს, კონკრეტულად კი, სათვალეს, რომელიმე ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავი ირგებს. სხვადასხვა გადაღებასა თუ წვეულებაზე ქართველი დიზაინერის ნამუშევრებით საზოგადოების წინაშე წარდგენენ რიანა, ლედი გაგა, კორტნი კარდაშიანი და სხვები. გიორგი საკუთარ […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook