კანის კინოფესტივალი

საქართველოს, საფრანგეთისა და ბელგიის კოპროდუქცია “მზის გოგონები” კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა. როგორც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი იუწყება, ევა ჰუსონის ფილმი “პალმის რტოსთვის” იბრძოლებს. ფილმი პროგრამის Film In Georgia მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი და სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ერთობლივად ახორციელებენ. ფილმს ქართველი პროდიუსერი ჰყავს, ვოვა კაჭარავა. კინოსურათის შექმნაში მონაწილეობდა ქართული საპროდიუსერი კომპანია 20 Steps Productions!

უნგრელი რეჟისორის, კორნეი მუნდრუცოს ​ფილმი "იუპიტერის მთვარე“, რომელშიც მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, კანის 70-ე კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში იყო შესული. კანის ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში, წელს 18 ფილმი მოხვდა. მერაბ ნინიძე ფესტივალზე სადად ჩაცმული მივიდა, მას მაისურზე ქართული წარწერა ჰქონდა.

კანის 70-ე ფესტივალის საკონკურსო სიაში, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, მთავარ სექციაში მოხვდა უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცუს ფილმი "იუპიტერის მთვარე", სადაც მთავარ როლს სწორედ მერაბ ნინიძე ასრულებს. კონკურში მონაწილეობას, მსოფლიო მასშტაბით შერჩეული, თვრამეტი ფილმი მიიღებს. მათ შორის არის ჰანეკესა და იზაბელ იუპერის მორიგი ერთობლივი კინოსურათი "HAPPY END" და სოფია კოპოლას ახალი ფილმი, სადაც მთავარ როლს ნიკოლ კიდმანი და კირსტენ დანსტი ასრულებენ. ამავე კატეგორიაში არის წარდგენილი ფრანსუა ოზონის და მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმები.

TOP სიახლეები

21 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში ახალი ქართული ფილმი, “იზი და ჯადოქარი” გამოჩნდება

21 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში ახალი ქართული ფილმი, "იზი და ჯადოქარი" გამოჩნდება

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი გამოვიდა (ვიდეო)

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი სიმღერაზე „ისევ წვიმს“ (კომპოზიტორი: ვაჟა აზარაშვილი, ვერსია: ნიკოლოზ რაჭველი) გუშინ „ნანუკას შოუში“ აჩვენეს. პრემიერის შემდეგ ვიდეორგოლი სტეფანეს ოფიციალური „იუთუბის“ გევრდზე აიტვირთა. გადაღებები სამი ღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეჟისორი გახლავთ ზაზა ორაშვილი. კლიპს გუშინ საღამოდან უამრავი გაზიარებ აქვს სოციალურ ქსელში. (ვიდეო)

იზი და ჯადოქარი – ახალი ქართული სათავგადასავლო ფილმის პრემიერა კინოთეატრებში

იზი და ჯადოქარი - ახალი ქართული სათავგადასავლო ფილმის პრემიერა კინოთეატრებში

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook