კახი კალაძე

კახა კალაძე ინსტაგრამზე „რედისონში“ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. ყოფილი ფეხბურთელი და ახლა უკვე პოლიტიკოსი კალაძე, ფოტოზე იტალიაში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსთან, ლუკა ჩიქოვანთან არის დაფიქსირებული. „ყოველთვის ბედნიერი და ამაყი ვარ, როდესაც ვხვდები მსოფლიოში წარმატებულ ქართველებს“ - წერს კახა კალაძე ინსტაგრამზე.

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, დროს ოჯახისთვისაც პოულობს და საკუთარი თავის მოვლისთვისაც. კალაძემ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სათაურით: ვარჯიშის დროა. როგორც ჩანს კახა კალაძე აქტიურ ჯანსაღ ცხოვრებას, სპორტიდან წასვლის შემდეგაც არ ჩამოშორდა და კვირაში რამდენიმე დღეს, სპორტ-დარბაზში ატარებს

ქვეყნის ვიცე-პრემიერს კახა კალაძეს, როგორც ჩანს შვილებისთვის დრო ყოველთვის რჩება. ვიცე-პრემიერი ცდილობს პატარები ხშირად წაიყვანოს სასეირნოდ ან საღამოს მათთან ერთად ითამაშოს. გუშინ ღამით, კახა კალაძემ უმცროს ბიჭებთან, კახისთან და ვაჩესთან ერთად გადაღებული ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა. კახა კალაძე პატარებთან მანქანებით თამაშობს. https://www.instagram.com/p/BLv6_8VA_27/?hl=en

ანუკი არეშიძე ინსტაგრამზე კახი კალაძესთან ერთად გადაღებულ ემოციურ ფოტოს ავრცელებს. ცნობილი წყვილი,  ბუხართან თბება. ანუკის და კახის ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილია, რომ კახი კალაძის დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო, წყვილი ერთად იშვიათად არის.

კახი კალაძე საკუთარი ჩაცმულობით ხშირად სალაპარაკო თემა ხდება. კახი მოდის სფეროსთან ყოველთვის ახლოს იყო და არასდროს ერიდებოდა სიახლეების მორგებას, რომელსაც ეს ბიზნესი სთავაზობდა მომხმარებლებს. თავის დროზე მისი მოკლე წითელი შარვალი და ორიგინალური ფეხსაცმელი გახდა გარჩევის თემა. ყოფილ ფეხბურთელს მუდამ ძვირად ღირებული ბრენდების ახალი კოლექციების ნიმუშები აცვია და ზოგადად, სამოსის არჩევას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. კახის […]

ცნობილი რუსული ვებ-გვერდი - peopletalk.ru 15 ყველაზე სექსუალური ქართველი მამაკაცის ფოტოს აქვეყნებს.

მეორე დღეა, კახი კალაძის კედები სოცქსელებში ყველაზე მეტად სალაპარაკო თემაა. კახი გემოვნებიან ჩამცმელად არის აღიარებული, თუმცა რამდენიმეჯერ მოდის ზედმეტი მიმდევრობისთვის საქართველოში გააკრიტიკეს კიდეც. მაგალითად მაშინ, როდესაც მოკლე წითელი შარვალი ეცვა. ახლა კი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც ოფიციალურ შეხვედრაზე "ვეფხვისებრი“ კედებით გამოცხადდა.

მამაკაცების პოპულარულმა ჟურნალმა GQ-მ 2016 წლის ყველაზე თანამედროვე და მოდური უცხოელი მამაკაცების 50-ეული გამოავლიანა. ტოპ მამაკაცები გამორჩეული სტილით, დახვეწილობით და თავიანთ სფეროში წარმატებულობით გამოარჩიეს. მათ მსოფლიოს მისაბაძი მამაკაცები უწოდეს.

საქართველო და ირანი ელექტროენერგიას გაცვლიან, - ამ შეთანხმებით დასრულდა თეირანში კახა კალაძის 2 დღიანი ვიზიტი. რაც შეეხება გაზის საკითხს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ირანული ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობებს შეისწავლის. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ირანიდან გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება.

TOP სიახლეები

პირველი ზარი “წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის” ბავშვებისთვის დაირეკა

პირველი ზარი "წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის" ბავშვებისთვის დაირეკა

“ატელიე აუთლეთი” 1 წლის გახდა

"ატელიე აუთლეთი" 1 წლის გახდა

პირველკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე სკოლა “სადუნმა” უმასპინძლა

პირველკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე სკოლა "სადუნმა" უმასპინძლა

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook