Justin Bieber

სკანდალით დასრულდა კანადელი პოპ-შემსრულებლის, ჯასტინ ბიბერის კონცერტი მანჩესტერში, სადაც 23 ოქტომბერს, მან რიგით მესამე შოუ გამართა. ბიბერი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ადამიანები, რომლებმაც მის სანახავად, ბილეთებში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადეს, შემსრულებლის მიმართ ასეთი აგრესიულები იქნებოდნენ.

ჯასტინ ბიბერმა თავის სხეულს ახალი შედევრი შემატა, საუბარია მომღერლის ახალ ტატუზე, რომელიც უკვე ორი დღეა მუსიკოსის კისერზეა განწესებული “ფრთების“ სახით.

ჯასტინ ბიბერი თავის კონკიას ეძებს, თუმცა 21-ე საუკუნეში ქოში ფოტოსურათმა ჩაანაცვლა, რომელსაც მომღერალი ინსტაგრამზე წააწყდა. რამდენიმე საათის წინ თინეიჯერების კუმირმა თავის ინსტაგრამზე ახალგაზრდა ლამაზმანის ფოტო გამოაქვეყნა და შემდეგი წარწერა დაურთო: "ღმერთო ჩემო, ეს ვინაა?" - მომღერალი დახმარებისთვის თავისი ფანების არმიას მიმართავს, მაგრამ ის ალბათ დაავიწყდა, რომ ლამაზმანი თითოეული მათგანის პოტენციური კონკურენტია. ფოტოს ატვირთვიდან რამდენიმე წამში ბიბერის ინბოქსი უცნობი გოგონების წერილებით აივსო, რომლებიც ინკოგნიტო გოგონას ვინაობას იბრალებენ, მაგრამ ჯასტინისთვის სამწუხაროდ, ნამდვილი ლამაზმანი არსად ჩანს.

მას შემდეგ რაც სელენა გომესი და ჯასტინ ბიბერი დაშორდნენ, ყვითელ მედიაში არაერთხელ გაჟღერებულა ხმები მუსიკოსების შერიგების შესახებ, თუმცა ყველა მათგანი მხოლოდ ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ჭორები იყო, მაგრამ თუკი აქამდე ვფიქრობდით, რომ ერთადერთი ვინც მათი დაშორება ვერ გადაიტანა ჟურნალისტები იყვნენ, ახლა იმის თქმა შეგვიძლია, რომ სელენასა და ჯასტინსაც გაუჭირდათ უერთმანეთოდ და ვარსკვლავების უკანასკნელი ფოტოების მიეხდვით თუ ვიმსჯელებთ ისინი ისევ ერთად არიან.

პარიზში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედია, როგორც ირკვევა, ჯასტინ ბიბერსაც შეეხო. პარასკევს მომხდარი შემზარავი ტერაქტის დროს მომღერლის დიდი ხნის მეგობარი და თანამშრომელი, ტომას აიადი დაიღუპა - ის რამდენიმე წლის განმავლობაში იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ჯასტინის კონცერტებს მუსიკალურად აფორმებდა, შესაბამისად, ბიბერს ტომასთან თითქმის ყოველდღიური შეხება უწევდა.

TOP სიახლეები

ქეთი ხატიაშვილი: „თავდაყირა დგომა ორ-სამ ძვირად ღირებულ სახის მოვლის პროცედურას უდრის…“

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ჟურნალ „თბილისელების“ დღევანდელ ნომერში თავის მოვლის თემაზე საუბრობს და აღნიშნავს: „მინდა, ყველას ვუთხრა, რომ აუცილებელია, ბევრი ვიმოძრაოთ. მარტო იმიტომ კი არა, რომ გამხდრები ვიყოთ და ლამაზი ფორმები გვქონდეს, ეს ჩვენს განწყობაზეც აისახება და ჯანმრთელობაზეც, ყველას გვინდა, ჯანსაღი და ლამაზი სახის კანი გვქონდეს, ამიტომაცაა კარგი თავდაყირა დგომა, ეს სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და თქვენ […]

ფოტოგალერეა: ნინი ქარსელაძის გლამურული და ბრენდული ჩაცმულობა

ნინი ქარსელაძე საკუთარ გარდერობს დიდ ყურადღებას აქცევს და ყოველთვის კარგად გამოიყურება. მომღერლის სამოსსა და ნივთებს შორის ბევრი ბრენდია, მათ შორის „შანელი“ და „დიორი“ . ერთ-ერთი ბოლო ანსამბლი, რომლითაც ის „ინსტაგრამზე“ გამოჩნდა, სწორედ „შანელის“ პიჯაკსა და შარვალს და „დიორის“ ცნობილ ჩანთას აერთიანებს. (ვრცლად/ფოტოები)

გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ჯვრისწერის ახალი ფოტოები გამოქვეყნდა

გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ჯვრისწერის ფოტოები ახლახან Savemoment Studio-მ გამოაქვეყნა. ფოტოზე ჯვრისწერისას გადაღებული კადრებიც არის, ასევე ტაძრის გარეთ წყვილისთვის და ცალკე პატარძლისთვის გადაღებული ფოტოებიც. გიორგი გასვიანსა და მარიტა მელიქიშვილს ჯვარი მამა პეტრე კოლხმა სვეტიცხოველში დაწერა. პატარძალი ულამაზესი იყო დათუნა სულიკაშვილის კაბასა და მოკლე მოსაცმელში, რომელსაც მაღალქუსლიანი თეთრი ფეხსაცმელი შეუხამა. (ფოტოები)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook