ივანა მელაი

"ოქროს ტალღის" დღიურები - ივანა მელაი

ივანა მელაი სოციალურ ქსელში, ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. პატარა ელიზაბეტ-ნატალი ლომიძე, დედას ძალიან ჰგავს და "მიუზიკ ბოქსის“ კამერების წინ გამოჩენის შემდეგ შესამჩნევად გაზრდილია. ელიზაბეტ-ნატალი ლომიძე ამერიკაში დაიბადა და საქართველოში, ჯერ მხოლოდ ერთხელ იყო ჩამოსული. ივანა მელაის და გურამიკო ლომიძეს, პატარა გოგონას აღზრდაში მშობლები ეხმარებიან.

ივანა მელაი 30 წლის გახდა. მისი იუბილე აღდგომის დღესასწაულს დაემთხვა. მომღერალმა დაბადების დღე რესტორან "მეტეხის ჩრდილში" აღნიშნა და ნამდვილი ვარსკვლავური თავშეყრა მოაწყო. სტუმრებს შორის იყვნენ: ანრი ჯოხაძე, "ქუჩის ბიჭები" მეუღლეებთან ერთად, რომლებმაც იუბილარს, ულამაზესი თაიგულები მიართვეს, ქართული შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეები და ასევე უცხოელი სტუმრები. ივანას თან ახლდა პატარა შვილი, ელიზაბეტ-ნატალიც. ბოლოს კი გურამმა იუბილარ მეუღლეს სიმღერაც კი მიუძღვნა და მასთან ერთად იცეკვა.

მომღერალი ივანა მელაი 30 წლის გახდა. მისი იუბილე აღდგომის დღესასწაულს დაემთხვა. მომღერალმა დაბადების დღე რესტორან "მეტეხის ჩრდილში" აღნიშნა და ნამდვილი ვარსკვლავური თავშეყრა მოაწყო. ანრი ჯოხაძე, ქუჩის ბიჭები მეუღლეებთან ერთად, რომლებმაც იუბილარს, ულამაზესი თაიგულები მიართვეს. წვეულებაზე ასევე უცხოელი სტუმრებიც იყვნენ. დაბადების დღეზე პატარა ელიზაბეტ-ნატალიც იმყოფებოდა, რომლის გართობაზეც ბებიები ზრუნავდნენ. ივანას ულამაზესი კაბა ამშვენებდა. უკრაინელ ვარსკვლავს დაბადების დღე, ქართველმა მომღერლებმა სიმღერით მიულოცეს, ბოლოს კი გურამ ლომიძემ და ივანა მელაიმ დუეტი იმღერეს.

სააკაშვილი ძალიან ძლიერი პიროვნებაა და მჯერა, რომ ბევრის შეცვლა შეუძლია. რაც ამერიკაში ვარ, ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტი არ გვქონია. მე თუ უკრაინაში ჩავალ, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს, რადგან საქართველოზე ასეთი შეყვარებული ადამიანი მეორე არ მეგულება. როცა სააკაშვილი პირადად გავიცანი, მან საქართველოს ისტორია მომიყვა. გაოცებული ვიყავი, თუ როგორ უყვარს მას თავისი ქვეყანა და როგორ კარგად იცის მისი ისტორია. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ მას საქართველო სჭირდება, რადგან უფრო მხიარულად იყოს. დღევანდელი მთავრობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან ბევრს ვიცნობ და ბევრი მეგობარიც მყავს. როცა უკრაინაში პრობლემები გვქონდა, ურთიერთობა მქონდა კახი კალაძესთან. ის ძალიან კეთილი ადამიანია, რომელიც იურიდიული საკითხების მოგვარებაში დამეხმარა.

ივანა მელაის გამოჩენას ქართულ შოუ-ბიზნესში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი მომღერლის სტატუსი ჰქონდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ივანამ საქართველოს დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ მის ცხოვრებაში სიყვარული გამოჩნდა და მან მომღერალ გურამ ლომიძეზე იქორწინა. წყვილი ამჯერად ჩიკაგოში ცხოვრობს, სამი თვის წინ, მათ ქალიშვილი ელიზაბეტ-ნატალი შეეძინათ, რომელიც მშობლებმა საქართველოში ჩამოიყვანეს და "მიუზიკ ბოქსს“ ექსკლუზიური ინტერვიუც მისცეს.

გურამ ლომიძე და ივანა მელაი, სოციალურ ქსელში შვილის პირველ ფოტოს ავრცელებენ. პატარა ელისაბედ-ნატალი, ატლანტაში, რამდენიმე თვის წინ დაიბადა. მშობლები პატარას აღზრდაში აქტიურად არიან ჩართულები. გურამ ლომიძესთვის ეს მესამე შვილია, ივანასთვის პირველი. პატარას გურამ ლომიძემ, სიდედრის სახელი დაარქვა. შესაბამისად ბავშვის სახელის შერჩევისას, წყვილს კამათი არ დასჭირვებია.

წყვილი უკვე დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ბავშვის აღზრდაში ივანას გურამიკოც ეხმარება. პატარას აღზრდის პარალელურად, წყვილი კორპორატიულ წვეულებებზე მღერის, გურამიკო კი უცხო ქვეყანაში, ბიზნესის აწყობას ცდილობს. ივანა და გურამიკო არც ახალი სიმღერების ჩაწერაზე ამბობენ უარს, პატარას დაბადების შემდეგ მათ ახალი სიმღერა ჩაწერეს, რომელიც ატლანტის ერთ-ერთ პრესტიჟულ სტუდიაში გაკეთდა.

ივანა მელაი და გურამ ლომიძე, რამდენიმე დღის წინ მშობლები გახდნენ. მათ ჩიკაგოში გოგონა, ელისაბედ ნატალი ლომიძე შეეძინათ. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ივანამ უამრავი მილოცვა მიიღო და ხალხს მადლობა, სოციალური ქსელის მეშვეობით გადაუხადა. „მადლობა ღმერთს სასწაულისთვის. მადლობა ყველას ახლობელს და მშობლიურს მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის. მადლობა ჩემს ქმარს ყველაფრისთვის. სიყვარულისთვის, სიკეთისთვის მადლობა“ - წერს ივანა სოციალურ ქსელში.

TOP სიახლეები

Let’s show fucking Russian how we can party !!! – Oscar and the wolf-მა ქართველ მსმენელს მიმართა

12 ოქტომბერს ბელგიური ბენდი Oscar and the Wolf საქართველოში Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ იმყოფებოდა. „მოდით დამპალ რუსეთს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია გართობა“ – სწორედ ასე მიმართა ბენდის სოლისტმა მაქს კოლომბიმ ღონისძიებაზე მისულ მელომანებს, რამაც ქართველი მსმენელისგან ოვაციები დაიმსახურა. საათნახევრის განმავლობაში მუსიკოსმა მისი, როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა. ბელგიური ჯგუფს Oscar &the […]

მერაბ სეფაშვილი ახალ ალბომს წერს

მერაბ სეფაშვილი ახალ ალბომს წერს

ანი ჩირაძე და კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ (ფოტოები)

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლის შემსრულებელი ანი ჩირაძე და ცნობილი შეფმზარეული კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ. მათ ხელი თელავში მოაწერეს. წყვილს თან ახლდნენ მსახიობები ბაია დვალიშვილი და ეკა ჩხეიძე, ასევე „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი და სხვა ახლობლები. კონსტანტინეს და ანის რომანი საკმაო ხანია, რაც გრძელდება. როგორც ჩანს, წყვილმა ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემა გადაწყვიტა. ფოტოები გოგა […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook