იუბილე

20 წლის განმავლობაში რადიოჰოლდინგმა შეძლო FM სივრცეში უამრავი სიახლე დაემკვიდრებინა და რადიო ბაზარზე ლიდერის პოზიცია ამაყად დაეკავებინა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ჰოლდინგმა ჩვენთვის არაერთი ცნობილი სახე თავისთან მიიპატიჟა, მათგან მილოცვებიც მიიღო და წინასაახალწლო განწყობა მათ კიდევ უფრო აუმაღლა.

ერთგულმა მსმენელებმა კარგად იციან, რომ 31 დეკემბერს რადიო ფორტუნა 20 წლის, ხოლო ავტორადიო 10 წლის ხდება, ამიტომაც ჰოლდინგის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს საიუბილეო წელი ფართომასშტაბიანი ღონისძიებით აღენიშნათ, რა თქმა უნდა, საკუთარ აუდიტორიასთან ერთად.

ფარმაცევტული კომპანია ავერსი 23 წლისაა. ეს დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს და თანამშრომლებიც სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვეს.

დაჯილდოების ცერემონიალი 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ რესტორნის ორი წლის იუბილესა და 48 წლის წინ, 15 ნოემბერს ამერიკაში კერძოდ კი ოჰაიოს შტატში მსოფლიოში პირველი "ვენდის" რესტორნის დაარსების დღეს დაემთხვა. სწორედ ამის აღსანიშნავად კომპანიამ ჟურნალისტები მათთან მიგვიწვია.

32 მიზეზი თქვენი ღიმილისთვის, ეს სლოგანია სტომატოლოგიური კლინიკა დენტინის, რომელიც 3 წლის წინ გამოჩნდა საქართველოში. ღიმილი გამოხატავს ბედნიერებასა და სიამოვნებას, დენტინი კი მათი პროფესიონალთა გუნდის გათვალისწინებით, მართლაც გვაძლევს 32 მიზეზს, თამამად გავიღიმოთ. ამ სლოგანის უტყუარობას მათი კმაყოფილი პაციენტების რიცხოვნობაც ადასტურებს.

ლიზა სტენფილდი, ჩარლს ლოიდი, ელ ჯერუ, მეისი გრეი და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენი ლეგენდა ესტუმრა საქართველოს და რამდენ ადამიანს აუხდინა ოცნება ამ ოცი წლის განმავლობაში ჯაზ ფესტივალმა. პირველად ფესტივალს თბილისმა ჯერ კიდევ 1978 წელს უმასპინძლა.

ღსანიშნავია სენსაციური ფესტივალი 1989 წელს, რომელმაც ერთდროულად რვა ამერიკული ანსამბლი შეკრიბა და თითოეულ მათგანში ლეგენდარულ შემსრულებლებს მოუყარა თავი. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც მსგავსი ტიპის მასშტაბურ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, თბილისი დღემდე რჩება მსოფლიო დონის ჯაზ-შემსრულებლების შეკრების უცვლელ ადგილად.

ქართულ ბაზარზე გამოჩნდა მეგი გაბუნიას მოდის სახლი M.G, რომელმაც სულ მოკლე ხანში დიდი წარმატებას მიაღწია და ერთგული მომხმარებლებისთვის ერთი წლის იუბილეც აღნიშნა, ყველას თავი ერთ სივრცეში მოუყარა.

ახლა ეს კეთილი არსებები, რომლებიც სტუმრების წინაშე თავიანთი შესაძლებლობებით თავს იწონებენ და თქვენი პატარების განწყობაზე დადებითად მოქმედებენ. უკვე შეგიძლიათ, უზნაძის 2 ნომერში ახლად გახნილ ჭიტას ფილიალშიც მოინახულოთ. როდესაც ხარისხზე გვაქვს საუბარი და მის სტანდარტებზე, ყოველთვის ჭიტა გვახსენდება.

TOP სიახლეები

ვინ აჩუქა  კესარია აბრამიძეს 16 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი

თითქმის ორი წელია, რაც კესარია აბრამიძემ რჩეული იპოვა. წყვილი საოცრად ბედნიერია, ამას მოწმობს ყველა ის სტატუსი და კომენტარი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. კესარიამ თავის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მის რჩეულთან ერთად არის აღბეჭდილი. სურათმა ბევრი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა. მათ შორის, საინტერესოა მედეა ადამიას კომენტარიც: „იმის მომსწრეც ვარ, როგორ მოგართვა ულამაზესი წითელი ვარდები […]

როგორ აღნიშნა სოფო ბედიამ 33 წლის იუბილე

21 იანვარი სოფო ბედიასთვის საიუბილეო თარიღია. მომღერალი 33 წლის გახდა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, დაბადების დღემ ფანტასტიკურად ჩაიარა და ასეთი იუბილე არ ჰქონია. „სიურპრიზებიც ბევრი იყო და საჩუქრებიც. პირველმა რა თქმა უნდა, მეუღლემ მომილოცა ჩემთვის საყვარელი სუნამოთი და მაჯის საათით. შემდეგ, მეგობრებმა მომიწყეს სიურპრიზი, სახლში დამემალნენ ბუშტებითა და ტორტით. საერთოდ, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, ყველაფერი ბავშვივით […]

თაკო ნაცვლიშვილი Ralph & Russo-ს ჩვენებაზე გამოჩნდა

საქართველოში მოდის ინდუსტრია საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ერთ-ერთი საპატიო წარმომადგენელი კი თაკო ნაცვლიშვილია, რომელიც გამორჩეული აღნაგობით, ბევრი მუშაობითა და გამოცდილებით ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და წარმატებულ მოდელად იქცა.  2018 წელი თაკოსთვის სიახლეებით დაიწყო.  მან, მიმდინარე წლის 22 იანვარს, პარიზის მოდის კვირეულზე მონაწილეობა Ralph & Russo-ს ჩვენებაში მიიღო. როგორც თაკოს დედამ და „Look models”-ის დამფუძნებელმა ნინო ცქიტიშვილმა ჩვენთან […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook