ირიაო

„ევროვიზია 2018“-ის მეორე ნახევარფინალში დღეს საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო“ იმღერებს. „ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“. პირველ ნახევარფინალში საქართველოს კონკურსანტისთვის ხმის მიცემა არ შეეძლო, ვინაიდან საქართველოს წარმომადგენელი არ მონაწილეობდა. დღეს კი ქვეყანას არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცემა, რადგან ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში „ირიაო“ იმღერებს. ევროვიზიის წესების მიხედვით, ქვეყანას თავისი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია, ამიტომ არჩევანი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე უნდა […]

კონკურსი ორი ნახევარფინალისა და ფინალისგან შედგება. საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი ირიაო კი ევროპის წინაშე 10 მაისს მეორე ნახევარფინალის მეორე ნაწილში წარსდგება. როგორია მოლოდინები და როგორ ემზადებიან ევროვიზიისთვის ჯგუფის წევრები, ამ ყველაფერზე ისინი ჩვენს კამერებთან ჰყვებიან.

ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ საქართველოს „ევროვიზიის“ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე წარდგენს. სიმღერა, რომელიც ავტორიც დათო მალაზონიაა, პირველი მთლიანად ქართულენოვანი კომპოზიციაა, რომელსაც „ევროვიზიის“ მილიონობით მაყურებელი 10 მაისს, ლისაბონში, კონკურსის მეორე ნახევარფინალურ ტურში მოისმენს. „ირიაოს“ კლიპი ორი დღის წინ გამოვიდა და უცხოელი მსმენელის მხრიდან, ძირითადად, დადებითი კომენტარები დაიმსახურა. ბიჭებს საუკეთესო ვოკალური ტექნიკისთვის აქებენ და ასევე იმისთვის, რომ მათ სიმღერა მშობლიურ […]

13 მარტს, „პირველი არხის“ ეთერში, ექვსაათიანი „მოამბეს“ დასრულების შემდეგ ანსამბლ „ირიაოს“ კლიპის პრემიერა გაიმართება. შეგახსენებთ, წელს „ევროვიზიაზე“ საქართველოს სწორედ „ირიაო“ წარადგენს. სიმღერა, რომელიც დავით მალაზონიას ეკუთვნის, ასევე პირველად აჟღერდება ფართო აუდიტორიის წინაშე. კომპოზიციის არანჟირება მიშა მდინარაძეს, ხოლო ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. კლიპის რეჟისორმა, ზაზა ორაშვილმა გადასაღებად საგურამოში მდებარე პირველი კოსმოსური ობიექტი შეარჩია. კლიპის მხატვარია შაკო […]

„ევროვიზია 2018“-ისთვის „ირიაო“ აქტიურად ემზადება. ეთნოჯაზბენდმა 5 მარტს, ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი ცაავას მიერ გადაღებულ საიმიჯო ფოტოებს პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის განმავლობაში გამოიყენებენ. ჯგუფის საიმიჯო კონცეფცია „ევროვიზიის“ გუნდმა შეიმუშავა. შერჩეულია 5 იმიჯი, რომელიც მთლიანად კლასიკურ სტილს მოიცავს და ერთმანეთისგან დეტალებით განსხვავდება. კონკურსანტები სხვადასხვა იმიჯით წარდგებიან, როგორც სცენაზე ასევე წითელ ხალიჩაზე და მთავარ საიმიჯო კლიპში. ფოტოების შემდეგ, […]

„პირველი არხის“ ცნობით, 2018 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო” მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 10 მაისს, კონცერტის მეორე ნახევარში იმღერებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა კენჭისყრაზე, რომელიც ლისაბონში გაიმართა. ევროვიზია 2018-ში სულ 43 ქვეყანა მონაწილეობს. აქედან ხუთი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის კონკურსანტები, ისევე როგორც მასპინძელი პორტუგალია, საკუთარ ქვეყანას მხოლოდ ფინალურ […]

„ევროვიზია 2017“-ის გამარჯვებული, პორტუგალიელი მომღერალი სალვადორ სობრალი თავს უკეთ გრძნობს. ამის შესახებ  ინფორმაციას ერთ-ერთ მსხვილი პორტუგალიური გამოცემა აქვეყნებს. ინტერვიუ ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომღერლის დამ, კომპოზიტორმა ლუიზა სობრალმა მისცა. სტატიაში ასევე ნახსენებია ქართული ეთნო ჯაზბენდი „ირიაო“, რომელიც „პირველმა არხმა“ „ევროვიზია 2018“-ში მონაწილეობისთვის შეარჩია. როგორც ლუიზა სობრალი აღნიშნავს, საკუთარი ძმის სახელით შეუძლია თქვას, რომ როგორც ჩანს, […]

ეთნო-ჯაზ ჯგუფი 2013 წელს დაარსდა, ბენდის სახელი "ირიაო" ქართული ცნობილი ხალხური სიმღერიდან "კრიმანჭულიდან" მოდის. არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონცერტის შემდეგ, ჯგუფმა გადაწყვიტა, საღამო თბილისშიც გაემართა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ქართველი მსმენელის წინაშე, ახალი კომპოზიციებითაც წარმსდგარიყო. ჯგუფ "ირიაოს" კომპოზიციების ავტორი და ბენდის ლიდერი, დავით მალაზონია ერთ-ერთი პირველი კომპოზიტორია, რომელმაც ჯაზი და ქართული ფოლკლორი ერთ ნამუშევარში გააერთიანა.

TOP სიახლეები

სელინ დიონი დემნა გვასალიას მაღაზიაში შოპინგობს (ფოტოები)

მსოფლიო ვარსკვლავი სელინ დიონი ბოლო დროს თავისი ჩაცმულობით მედიასა და თაყვანისმცემლებს აკვირვებს. ის დროდადრო ამა თუ იმ საინტერესო და უცნაური იმიჯით ჩნდება ხოლმე საზოგადოების წინაშე. ბოლო დროს ჩაცმულობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და ბევრჯერ ახალგაზრდულად შემოსილიც გამოჩენილა სხვადასხვა ადგილას. ამჯერად ის „ბალენსიაგას“ მაღაზიაში დააფიქსირეს. ბრენდის კრეატიული დირექტორი და იმ ნამუშევრების ავტორი, რომლითაც მთელი მსოფლიო დადის, ქართველი […]

სალომე გოგიაშვილი: „არც მკერდის ოპერაცია დამიმალავს და არც ცხვირის“

სალომე გოგიაშვილმა ახლახან ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და ძალიან კმაყოფილი დარჩა შედეგით. როგორც ამბობს, მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის მეუღლესა და შვილებს არ უნდოდათ, მაგრამ თავად რამდენიმე წელი ფიქრობდა დაცემისას გამრუდებული ცხვირის ფორმის შეცვლაზე და როგორც იქნა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა… როგორც „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, მას არც ცხვირის ოპერაციის ამბავი დაუმალავს, რადგან სურდა, ვისაც ასეთი განზრახვა […]

Tbilisi Open Air 2019-ის ჰედლაინერი Franz Ferdinand იქნება

Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია. Tbilisi Open Air 2019-ში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, ‘მწვანე ოთახი’. საერთო ჯამში – 70-მდე შემსრულებელი. Tbilisi Open Air-ზე 4 სცენა იმუშავებს. ფესტივალის […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook