ირაკლი მაქაცარია

ტელეწამყვანი და ბიზნესმენი, ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წარმატებით მონაწილეობს. მაყურებელს ქართული „ცეკვებიდანაც“ ახსოვს ირაკლი და მან აქაც დიდი სიმპათია დაიმსახურა მაყურებლისა და ჟიურის წევრების მხრიდან,  უკრაინაშიც არ აკლებენ ქება-დიდებას. ამჯერად მან მაიკლ ჯეკსონი განასახიერა Smooth criminal-ზე დადგმულ ცეკვაში, თავის პარტნიორთან ერთად. შეგახსენებთ, რომ უკრაინული „ცეკვავენ ვარსკვლავები“ უკვე მეხუთე სეზონია, გადის, ხოლო ეს პროექტის მეშვიდე […]

ბიზნესმენი და ტელეწამყვანი, ირაკლი მაქაცარია ქართულის შემდეგ უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს. უკრაინაში ცნობილი ტელეპროექტის მეხუთე სეზონი გადის. ამჯერად ირაკლიმ „ბინძური ცეკვების“ მუსიკაზე სალსა შეასრულა. „ვიფიქრე, თქვენ დღეს „მიმინოს“ შეასრულებდით, როცა გადაცემის თემა გავიგე. მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ, დღეს თქვენ სუფთა ბინძური ცეკვები შეგვისრულეთ“, აღნიშნა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა. ქართულ სოციალურ ქსელში ვიდეო ანრი ჯოხაძემ გააზიარა. დალი […]

ტელეწამყვანი და ბიზნესმენი, ირაკლი მაქაცარია ქართულის შემდეგ უკრაინული “ცეკვავენ ვარსკვლავების” კონკურსანტი გახდა. ირაკლის ცეკვა საკმაოდ კარგად გამოსდის და გადაწყვიტა, ბედი კიდევ ერთხელ ეცადა პროექტში, რომლის ქართულ ანალოგში დიდ წარმატებას მიაღწია. ირაკლი მაქაცარიამ მეწყვილესთან ერთად პასოდობლი შეასრულა. ნახეთ მისი პირველი გამოსვლა. (ვიდეო)

ბიზნესმენი და „პრაიმშოუს“ წამყვანი, უკრაინაში კარგად ცნობილი შოუს „მარტოხელას“ პოპულარული ქართველი მონაწილე, ირაკლი მაქაცარია, უკრაინულმა არხმა „1+1“ საცეკვაო შოუში მიიწვია. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მას უკვე პრომოც ჩაუწერეს და შემოდგომიდან მონაწილეებს შორის იქნება, რომლებიც პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ირაკლის უკვე აქვს გამოცდილება მიღებული ამ შოუს ქართულ ვერსიაში, ასე რომ, შესაძლოა ითქვას, მას უკრაინაში იგივე შოუში გამოსვლა ნაკლებად […]

„ცოტა ჰიპ-ჰოპს არავინ მოუკლავს“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა ქალების გულთამპყრობელმა ირაკლი მაქაცარიამ ვიდეო, სადაც ის სალომე ჭაჭუასთან ერთად ცეკვავს და ფინალისთვის ემზადება. მისი კონკურენტი გახლავთ მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი ბახუტაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან დიდ მხარდაჭერას იმსახურებს ცნობილი სახეების მხრიდან. შეგახსენებთ, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალი გაიმართება პარასკევს, შვიდ ივლისს და დასახელდება ამ სეზონის გამარჯვებული. გიორგი […]

ცეკვავენ ვარსკვლავები ის მეგა პროექტია, რომლის დაწყებას ქართველი მაყურებელი, ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდება. წლევანდელ სეზონზე ბევრი ახალი სახე და უცხოელი მონაწილე ვიხილეთ. ირაკლი მაქაცარია საზოგადოებამ სულ ცოტა ხნის წინ გაიცნო, როდესაც გავიგეთ, რომ ის უკრაინულ რეალითი შოუში მონაწილეობდა, ახლა კი ის ცეკვავენ ვარსკვლავებში მონაწილეობს. ირაკლის პარტნორობას სალომე ჭაჭუა უწევს. შესაბამასიად, კულუარებში ჭორაობენ იმის შესახებ, რომ მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობას ხომ არ ჩაეყარა საფუძველი, მაგრამ ირაკლიმ Music Box-თან ინტერვიუში ეს ჭორები გააბათილა.

ორჯერ მქონდა ძლიერი გრძნობა. ბოლო ურთიერთობაზე ვერ ვიტყვი, რომ შეყვარებული ვიყავი, მაგრამ დიდი სიმპატია მქონდა უკრაინელი გოგონას მიმართ და მინდოდა ეს ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადასულიყო. ის უკრაინელი გოგონაა, რომელიც უკრაინულ შოუში ავირჩიე და ეს ურთიერთობა, რამდენიმე თვის წინ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებული ვიყავით, ჩვენი დაშორების შესახებ ერთად ვაცნობებდით საზოგადოებას, მან რატომღაც საბანი თავის მხარეს გადაწია, რადგან მსხვერპლის როლში გამოსულიყო და პირველმა მან დაწერა ამის შესახებ. ყველაფერი ტრაგიზმისკენ წაიყვანა, ალბათ უნდოდა ხალხის მხარდაჭერა ჰქონოდა“ - განაცხადა მაქაცარიამ.

32 წლის ქართველი პროდიუსერის წარმატებაზე, დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთაც ბევრს საუბრობენ. ირაკლი მაქაცარია ფართო საზოგადოებამ უკრაინული არხის "ესტებეს" რომანტიკული რეალითი შოუს "უცოლოს" მეშვეობით გაიცნო, სადაც მისმა გარეგნობამ, პოზიტიურმა ხასიათმა და ბევრმა სხვა დადებითმა თვისებამ, გულგრილი არავინ დატოვა და მოკლე დროში, ირაკლი შოუს ნამდვილი ვარსკვლავი გახდა.

დუჩი სესიაშვილი თბილისში ყველაზე პოპულარული სასიძოა, მასზე უამრავი გოგო არის შეყვარებული. ის წარმატებული ქართველი პოლიტიკოსის ირაკლი სესიაშვილის შვილია, 20 წლის დუჩი მამას გარეგნობით არ ჩამოუვარდება, შესაბამისად გოგონებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. დუჩი გრირგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს და წარმატებული სტუდენტია, მისი ჰობია ცურვა. იმის მიუხედავად, რომ ის წარმატებული მამის შვილია, ამის აფიშირებას არასდროს ახდენს.

TOP სიახლეები

R.O x Konoba – ინტერვიუ მუზიქ ბოქსისთვის

R.O x Konoba თბილისს "Project 10"-ის ფარგლებში ეწვევა და ტურის დასკვნით კონცერტს 27 ოქტომბერს თბილისში, კომპანია Movement & Funday Entertainment ორგანიზებით, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მეხუთე პავილიონში გამართავს.

თეონა კონტრიძე სტეფანეს რუსოფობიის გამო აკრიტიკებს – „ვიღაცა ბრიყვებისთვის რუსეთი იქცა „გოიმობის“ სინონიმად…“

სტეფანე მღებრიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი. თავის დროზე მან „ევროვიზიისთვის“ ჩაწერა სიმღერა, რომელსაც თაკო გაჩეჩილაძესთან, ქრისტინე იმედაძესა და ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა და სახელწოდებიდან გამომდინარე (We don’t wanna put in), „ევროვიზიიდან“ პოლიტიკური ქვეტექსტის ქონის გამო მოხსნეს. სტეფანე რუსეთში კონცერტებს არ ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად მცირე ხნის წინ დაწერა, უამრავი შეთავაზება აქვს. ახლახან […]

გიგა მაქარაშვილი: „ერთი კეთილი ამბავი უნდა მოგიყვეთ ნინო ქათამაძის შესახებ…“

სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი გიგა მაქარაშვილი, რომელმაც ახლახან, სოხუმის დაცემის დღეს, ენგურამდე თბილისიდან გზა ფეხით გაიარა, სოციალურ ქსელში ამ რთულ რთულ დღეებს იხსენებს და იხსენებს ასევე ნინო ქათამაძის ზარს, რომელმაც მისიე რთი საღამო შეცვალა. გთავაზობთ გიგას სტატუსს: „ერთი კეთილი ისტორია უნდა მოგიყვეთ, ჩემთვის ვინახავდი, მაგრამ ჯობს ბევრმა გაიგოს: ზესტაფონთან უნდა გამეთენებინა ღამე მსვლელობის მეშვიდე დღეს, ძილის […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook