ირაკლი ჩარკვიანი

ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ უკვე გერმანულენოვანი მკითხველისთვის არის ხელმისაწვდომი. წიგნის გარეკანი ქართული წიგნის ეროვნულმა ცენრტმა გამოაქვეყნა. ცნობილი ქართველი მუსიკოსის წიგნი Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და გერმანული გამომცემლობის Dagyeli Verlag მიერ გამოიცა. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე იუნონა გურულმა იმუშავა. „მშვიდი ცურვა“ ირაკლი ჩარკვიანის ერთადერთი ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც 2006 წელს გამოიცა.

ას შემდეგ რაც „ბრავო რექორდსმა" და „Altervision Group-მა" 15 აგვისტოს "Check in Georgia“-ს ფარგლებში BLACK SEA ARENA-ზე ლეგენდარული ქართველი მუსიკოსის, კომპოზიტორის, პოეტისა და მწერლის, ირაკლი ჩარკვიანის საღამო - „ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია“ დაანანოსეს, საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდება აღნიშნულ თარიღს. მომღელები და ჯგუფი კი, რომლებიც ღონისძიებაში მონაწილეობენ რეპეტიციებს ბრავო რექორდსის სტუდიაში გადიან.

ლეგენდარული ქართველი მუსიკოსის, კომპოზიტორის, პოეტისა და მწერლის, ირაკლი ჩარკვიანის საღამო - „ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია“ 15 აგვისტოს, “Check in Georgia-ს" ფარგლებში "BLACK SEA ARENA-ზე" „ბრავო რექორდსისა" და „Altervision Group-ის" ორგანიზებით ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით დღეს პრეკნოფერენცია გაიმართა, სადაც ღონისძიების მესვეურებმა კონცერტის დეტალებზე ისაუბრეს.

15 აგვისტოს, “Check in Georgia“-ს ფარგლებში BLACK SEA ARENA-ზე „ბრავო რექორდსი“-სა და „Altervision Group“-ის ორგანიზებით ირაკლი ჩარკვიანის საღამო – „ირაკლი ჩარკვიანი – ისტორია“ გაიმართება. საღამოს მსვლელობისას მუსიკოსის ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი სიმღერები  შესრულდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სტეფანე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე, თიკა ბალანჩინი […]

ქართველი მუსიკოსის, პოეტისა და მწერალის, ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებამ, არავის გაუკვრიდება თუ ვიტყვით, რომ წლებს გაუძლო. ირაკლიმ მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს ჯგუფ "არიშთან" ერთად დაიწყო. მუსიკოსის სოლო - გამოჩენა კი სიმღერას "war is over" უკავშირდება. 90-იან წლებში, გერმანიაში ჩაწერილი ირაკლის პირველი ალბომი, დღემდე ითვლება ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად. მუსიკოსს ფესევდონიმით "მეფე" მოიხსენიებენ, მას ყველა თაობაში ჰყავს ერთგული მსმენელი, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში ხშირია საღამოები, რომელიც ხელოვანის შემოქმედებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, სტუდენტებმა ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო: "მოდი აქ“ გამართეს, რომელშიც მონაწილეობა არაერთმა ახალგაზრდა მომღერალმა მიიღო.

გადაცემა "ავტოგრაფის“ სტუმრები არიან მუსიკოსი, დათო ევგენიძე და მისი მეუღლე ნინა ჟვანია. ევგენიძეების წყვილს, წელს ქორწინების 12 წელი შეუსრულდა. მუსიკა, ოჯახი, ირაკლი ჩარკვიანი და ა.შ. ეს ის თემებია რომელზეც მუსიკოსმა და მისმა მეუღლემ გადაცემაში ისაუბრეს.

19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანს 55 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღის აღსანიშნავად „დედაენის ბაღში" მუსიკოსის, პოეტისა და შემსრულებლის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, ია მაქაცარია და ირაკლი ჩარკვიანის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ. სკულპტურული კომპოზიციის ავტორები, მოქანდაკეები ვლადიმერ იმერლიშვილი და როკო ირემაშვილი არიან.

ქეთათო ჩარკვიანმა ორიოდე დღის წინ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს რომ მისმა და ირაკლი ჩარკვიანის შვილმა, ნანამ მეფის წიგნის, "მშვიდი ცურვა", კითხვა დაიწყო. ემოციები მუსიკოსმა სოციალური ქსელის საშუალებით გაგვიზიარა...

ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო - "ისტორიას დარჩება“, გასული წლის 15 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა უამრავმა მუსიკოსმა მიიღო, მათ შორის იყვნენ რამდენიმე ცნობილი ქართული ჯგუფი, ქეთათო, გელა ჩარკვიანი, სოფი ვილი და სხვანი. კონცერტი "პირველმა არხმა“ გადაიღო და ეთერში ახალახან გავიდა.

TOP სიახლეები

“ოქროს ტალღის” გარშემო შეკრებილი ქართველი სელებრითები და პრე ფართი დაჯილდოების ცერემონიამდე

უპრეცედენტო პროექტი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ ჰყავს და ის მხოლოდ ერთია, შესაბამისს ხარისხსს უნდა აკმაყოფილებდეს. ხარისხი კი წლიდან წლამდე იზრდება და როგორც მუსიკალურ სფეროში მოღვაწე მთავარი პერსონები ამბობენ, „ოქროს ტალღა“ უმნიშვნელოვანესია.

ანრი ჯოხაძე ახალი სიმღერითა და კლიპით ისევ ახარებს მის მსმენელს

ანრი ჯოხაძის ახალი კლიპის პრემიერა სულ ცოტა ხნის წინ შედგა, პრემიერას კი ყველა განსაკუთრებულად ელოდებოდა. წინასწარი ეჭვებით, ანრის ახალი ვიდეო-რგოლი სკანდალური უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა.

„ოუშენის 8 მეგობრის“ ქალური პრეზენტაცია

21 ივნისს, „თბილისი გალერია“-ში „მარტინისთან“ერთად გაიმართა „ოუშენის 8 მეგობრის“ პრეზენტაცია ცნობილი სახეებისა და მედიისთვის. დახურულ წვეულებას კინოთეატრთან ერთად, მასპინძლობდა ცნობილი პიარმენეჯერი თეონა ბაღდავაძე, რომელმაც დამსწრეებისთვის ათი პრიზი გაათამაშა, რასაკვირველია, ვიქტორინის შეკითხვები, ძირითადად, ფილმისა და მისი მონაწილე მსახიობების გარშემო ტრიალებდა. გათამაშების შემდეგ კომფორტულ დარბაზში გადავინაცვლეთ. კინოჩვენებას მხოლოდ ქალები ესწრებოდნენ და ფილმშიც ქალი კრიმინალების შესახებაა მოთხრობილი, რომლებიც […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook