იქს ფაქტორი

შეიძლება რეალურად არ მიყვარდეს ვინმე, მაგრამ სულ შეყვარებული ვარ. ერთი პერიოდი მესიზმრებოდა, რომ ვიღაც მიყვარდა. მერე დილით რომ ვიღვიძებდი ძალიან ბედნიერი ვიყავი. ცხოვრება მიხაროდა. აფრთიანებული დავდიოდი. გამოვდიოდი გარეთ და იმედი მიცრუვდებოდა. ახლაც მიცრუვდება იმედი ქართველ ბიჭებზე. ყველა მამაკაცს ხომ უყვარს დავარცხნილი გოგოები, ყველაფერი რომ გაკეთებული აქვთ, ლამაზად რომ გამოიყურებიან, მაგრამ თავის გოგონებს, ცოლებს საერთოდ არ უფრთხილდებიან. ურჩევნიათ სხვის ქალებს უყურონ

ორიგინალური სტილი, საუცხოო ხმის ტემბრი და გამორჩეული ვიზუალი - ეს ნინა სუბლატია, რომელიც ყველასგან განსხვავევული და დასამახსოვრებელია. როგორც იცით ნინამ 2015 წელს საქართველო ევროვიზიაზე წარადგინა და მაშინ მუსიკალური კონკურსის ყველაზე ლამაზ მონაწილედ დასახელდა. ევროვიზიაზე მონაწილეობის შემდეგ, მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა და საერთაშორისო გამოხმაურებებიც მოჰყვა. ნინა ის მომღერალია, რომელიც თავის მსმენელს ახალ-ახალი ნამუშევრებით ანებივრებს. ამჯერად 11 მაისს კიევში დაგეგმილი კონცერტისთვის ემზადება. მოგეხსენებათ უკრაინაში „ევროვიზიის“ კონკურსი მიმდინარეობს და ამიტომ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, ერთ-ერთ საღამოზე კი მონაწილეობას ნინაც მიიღებს.

თორნიკე შეყილაძემ "X ფაქტორის" სცენაზე Deep Purple-ის ჰიტი შეასრულა. სიმღერის შესრულებისას მენტორებმა, ძალიან ბევრი იფიქრეს იმაზე, გაეჩერებინათ თუ არა თორნიკეს სიმღერა. child in time კონკურსანტისთვის მარტივად შესასრულებელი არ აღმოჩნდა. რის გამოც, გიორგი გაბუნია მაგიდის ქვეშ შეძვრა. საბოლოოდ თორნიკეს სიმღერა ბოლომდე ამღერეს, თუმცა ის კონკურსს გამოეთიშა. თორნიკემ თავადაც აღიარა, რომ მისი ნამღერი არ მოეწონა, რის გამოც მას სოფომ "ჯიგარი" უწოდა.

"იქს ფაქტორის“ შესარჩევი გადაცემები "რუსთავი 2-ზე" დასრულდა. უამრავი ნიჭიერი კონკურსანტიდან, ცხარე დისკუსიის შედეგად,  მენტორებმა 40 საუკეთესო კონკურსანტი შეარჩიეს.

"იქს ფაქტორის“ მენტორებმა, სოფო ნიჟარაძემ და სტეფანემ, სოციალურ ქსელში პროექტის რეპეტიციაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს და ინსტაგრამის "სთორებში" დაწერეს, რომ "რუსთავი 2-ში" სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. "სთორებში" ჩანდა, რომ სასწრაფოს მანქანაში პროექტის სიმპატიური მონაწილე, ხვიჩა კვარაცხელია იჯდა. რა მოხდა "იქს ფაქტორის“ რეპეტიციაზე, ამის გასარკვევად "მიუზიკ ბოქსი“ ხვიჩა კვარაცხელიას დაუკავშირდა:

ხვიჩა კვარაცხელია ქართულმა საზოგადოებამ "ახალი ხმიდან" გაიცნო, სადაც ის ქეთას გუნდის წევრი იყო. რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა "იქს ფაქტორში" იხილა მაყურებელმა, ლელა წურწუმია მარიო ჩიმაროს გარეგნობის მქონე ბიჭის სიმღერამ ისე აღაფრთოვანა, რომ მისი გამოსვლის შემდეგ, კატაბალახას წვეთები დასჭირდა.

"იქს ფაქტორის“ ოფიციალურ გვერდზე, გიორგი გაბუნიას და სტეფანეს ერთობლივი ფოტო ვრცელდება, სათაურით: "მონაწილეების გამოსვლებს შორის" სადაც ჩანს, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული მენტორები, საკმაოდ შეხმატკიბილებულად გრძნობენ თავს. როგორც მოგვიანებით სტეფანემ დაწერა, ამ მომენტში გიორგი ცდილობდა გაერკვია, მოუხდებოდა თუ არა სტეფანეს ცხვირის ოპერაცია.

22 წლის სოფო საჟინიანის გამოჩენამ "იქს ფაქტორში“ დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალგაზრდა, მომხიბვლელი მომღერლის მიმართ ისეთი დიდი ინტერესი გაჩნდა, რომ მისმა ვიდეომ სოციალურ ქსელში, ყველაზე ბევრი ნახვა დააგროვა. მისი გამოსვლა 45 000 ადამიანმა ნახა. ახალგაზრდა მომღერალმა ბედი „იქს ფაქტორში“ ორი წლის წინაც სცადა, თუმცა სოფო ნიჟარაძის გადაწყვეტილებით, საბოლოოდ პროექტში ვეღარ მოხვდა. "მიუზიკ ბოქსი“ სოფო საჟინიანს უფრო ახლოს გაგაცნობთ:

"იქს ფაქტორის“ სცენაზე გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენას, ლელა წურწუმია განსაკუთრებულად შეხვდა. სიმპატიურმა და სექსუალურმა კონკურსანტმა, წურწუმია ჯერ გარეგნობით მოხიბლა, შემდეგ მეგრელობით და ბოლოს სიმღერით. მისი სიმღერის შესრულებისას ესტრადის დივამ აღფრთოვანება ვერ დამალა და ნიშადურიც კი დასჭირდა დასაწყნარებლად. ლელა წურწუმიას მეუღლემ, კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით პოსტი დაწერა: "კაცი-წნევა... 👌 👌 👌..... ლელას რამე არ დაემართოს, თორე გითრევ მაგ ბანდერასის პრიჩოსკით ❤️" - წერს მამულიჩა.

TOP სიახლეები

დათო ხუჯაძე: “ჩემს მეუღლეს საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს…”

დათო ხუჯაძემ თათა სადრაძის გადაცემაში “ფორტუნას” ეთერში ისაუბრა დაოჯახების შესახებ. მისი მეუღლე მუსიკოსი ეკა დალაქიშვილი გახლავთ. – დათო, სულ ცოტა ხნის წინ მოიყვანე ცოლი. მოგვიყევი ცოტა რამ მის შესახებ? – ჩემი მეუღლე – ეკა დალაქიშვილი თბილისელია, საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს – საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაასრულა და ლოტბარია, თუმცა არასდროს უმუშავია საკუთარი პროფესიით. ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით, სადაც ადრე მუშაობდა და სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც. – რამდენადაც ვიცი, ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნები გქონდა გოგონების მიმართ? – სინამდვილეში, ყოველთვის […]

ცნობილი ქართველი ქალები, რომლებიც 8 მარტს არიან დაბადებულები

დღეს 8 მარტია, ქალთა დღე. ქალბატონები სიამოვნებით იღებენ მილოცვებს ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთისთვის ეს დღე ორმაგად სასიხარულოა, რადგან დაბადების დღეს აღნიშნავს. დღეს ცნობილი ტელეჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას დაბადების დღეა. მას საიუბილეო მრგვალი თარიღი აქვს – 50 წელი შეუსრულდა. ხუმრობით აღნიშნავს, რომ უკვე ნახევარ საუკუნეს მიაღწია. დღევანდელ მილოცვებში მას კიდევ 50 ბედნიერი წლის გალევას უსურვებენ. 8 […]

ვიდეო: როგორ დაამარცხეს მძიმე დაავადებები გიორგი მახარაძემ და თამუნა ქორქიამ

მოდელი და მსახიობი, თამუნა ქორქია და მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი მახარაძე “იმედის” დილის გადაცემას სტუმრობდნენ და ისაუბრეს იმის შესახებ, როგორ დაამარცხეს მძიმე დაავადებები, გიორგიმ – სიმსივნე, ხოლო თამუნამ – დიაბეტი… თამუნა ქორქია: გააზრებულად რომ მივდგომოდი ჩემს დაავადებას, ასეთ შედეგამდე არ მივიდოდი, რადგან დიაბეტი არ არის ასეთი დაავადება… ძალიან დიდი პროტესტი მქონდა… სახალხოდ ვიკეთებდი ნემსს, სახალხოდ […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook