იქს ფაქტორი

ბლოგერი გურამ შეროზია წერს, რომ დიდი კონკურენციის შედეგად, რომელიც ორ წამყვან არხს შორის არის გაჩაღებული, ორი ძალიან კარგი მუსიკალური პროექტი მივიღეთ. „აი, რას გვიშვება კონკურენცია – რუსთავი 2-მა, “მხოლოდ ქართულში ” ჩადო ყველაფერი, სადაც კი ვინმე სახე ჰყავს – ყველა ერთად გამოიყვანა, ეპატაჟიც, მუღამიც და მოკლედ – დადო მშვენიერი შოუ – არც იმედი შეეგუა ამ […]

„მხოლოდ ქართულისა“ და „იქს ფაქტორის“ გუშინდელ შერკინებაში „რუსთავი 2“-ის ახალმა პროექტმა პირწმინდად მოიგო. „მხოლოდ ქართულის“ რეიტინგი 19%-მდე ავიდა, მაშინ, როდესაც „იქს ფაქტორის“ პირველ ლაივს დაახლოებით 9%-მდე რეიტინგი ჰქონდა. დილიდან ამ ამბავს გამოეხმაურნენ როგორც „რუსთავი 2“-ის დირექტორი, ნიკა გვარამია, ასევე გადაცემის წამყვანები, ნანუკა ჟორჟოლიანი და მაია ასათიანი, ასევე ჟიურის წევრი, სოფო ნიჟარაძე. ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ […]

ორ მუსიკალურ შოუს შორის მძაფრი კონკურენცია მიმდინარეობს, თუმცა „რუსთავი 2“-ზე „მხოლოდ ქართულის“, „იმედზე“ კი „იქს ფაქტორის“ ეთერში გასვლის დღიდან „მხოლოდ ქართული“ ერთპიროვნული ლიდერია. ჯერჯერობით „იქს ფაქტორმა“ ვერ შეძლო მისი გადასწრება, ასევე ვერც მის მონაცემთან მიახლოვება. ახლახან მაია ასათიანმა დადო პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ „მხოლოდ ქართულის“ გუშინდელმა ლაივმა 19%-იანი რეიტინგი დაწერა მაშინ, როცა „იქს ფაქტორის“ გუშინდელი […]

„იმედზე“ „იქს ფაქტორის“ ახალი სეზონი მალე დაიწყება. პროექტის ჩაწერიდან ფოტო გამოქვეყნდა, სადაც მენტორების სკამები დაიკავეს სტეფანე მღებრიშვილმა, ნანიკო ხაზარაძემ, დათო ევგენიძემ და სპეციალურად ამ პროექტისთვის საქართველოში ჩამოსულმა მომღერალმა, თამთა გოდუაძემ. თამთა ადრეც გახლდათ „იქს ფაქტორის“ ჟიურის წევრი, როცა პროექტი „რუსთავი 2“-ის ეთერში გადიოდა და ახლაც, სპეციალურად ჩამოფრინდა საბერძნეთიდან, შესარჩევ ტურებზე დასასწრებად. პირველი შესარჩევი ტური ფილარმონიაში […]

„ნიჭიერის“ და „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ შემდეგ „იმედი“ „იქს ფაქტორს“ იწყებს. შოუ კასტინგს აცხადებს მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ კარგი ვოკალური მონაცემები აქვს და სურს, საკუთარი ტალანტი დიდ აუდიტორიას გააცნოს. შოუს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია: „X ფაქტორის კასტინგები იწყება❗️❗️❗️ 🎙️ თუ გაქვთ ვოკალური მონაცემები და გსურთ გრანდიოზულ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა – იქს ფაქტორი გელით იმედზე! 🎉 27 და 28 იანვარს, […]

სამთვიანი მუსიკალური მარათონი ახალბედა შემსრულებლებისა და ცნობილი მენტორების მონაწილეობით დასრულდა. 3 ივლისს დაძაბული კონკურენციის პირობებში „იქს ფაქტორის“ გამარჯვებული გამოვლინდა – სანდრო კურცხალიძე, რომელმაც შესული 195 409 ხმიდან 57, 72% მიიღო. მისმა მენტორმა, სოფო ნიჟარაძემ, რომელსაც აღელვებისგან მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, დღეს დილას ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: „დილა მშვიდობისა საქართველო, თუმცა ჩემთვის არც დაღამებულა, თავზე დამათენდა, […]

ახალგაზრდა ქართველი მომღერალი, რომელმაც საზოგადოებას თავი არაერთი პროექტიდან დაამახსოვრა, ამჯერად საქართველოს მასშტაბით მუსიკალურ ტურნეს ატარებს. გიგი ადამიშვალი, რომელმაც მელომანების სიყვარული იქს ფაქტორიდან მოიპოვა, თბილისში სოლო კონცერტი ჩაატარა, სადაც მსოფლიო ჰიტების საკუთარი ქავერ ვერსიით წარსდგა მსმენელის წინაშე.

გუშინ “იქს ფაქტორში” აუთსაიდერებს შორის გიორგი გაბუნიას ორი კონკუსანტი, გრიგოლ ყიფშიძე და თამარ ედილაშვილი დადგნენ. ამან გიორგი ისეთ ხასიათზე დააყენა, რომ უარი თქვა, გამოეყო რომელიმე მათგანი. მენტორმა თავი ვერ შეიკავა და ცრემლებად დაიღვარა. ტიროდნენ ასევე მენტორები და წამყვანებიც. გიორგიმ გადაწყვეტილება სხვა მენტორებს გადააბარა. ლელა წურწუმიამ თავისი ხმა გრიგოლს მისცა, ასევე სტეფანემ, ხოლო სოფო ნიჟარაძემ – […]

მოგეხსენებათ, 20 ივნისს მთაწმინდის პარკში რადიოჰოლფინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით, უკვე მეოთხედ გაიმართა „ოქროს ტალღა“, წლის სიმღერის დაჯილდოვება. საუკეთესო შემსრულებელ ქალად სოფო ნიჟარაძე დასახელდა, ხოლო სტეფანემ ორი ჯილდო მიიღო, ის გახდა რადიო „ფორტუნას“ რჩეული და ასევე მთავარი პრიზის მფლობელიც, წლის სიმღერის ტიტული მის კომპოზიციას „დამიბრუნდი“ ერგო და მას რადიოჰოლდინგ „ფორტუნასგან“ 5000-ლარიანი ჯილდო გადაეცა. „იქს ფაქტორის“ ოფიციალურმა „ფეისბუქ“-გვერდმა […]

TOP სიახლეები

ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი გაბედნიერდა (ფოტოები)

რეჟისორ ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი, თინათინი გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილი გახლავთ. წყვილმა ჯვარი 22 ივნისს დაიწერა. ულამაზესი პატარძლის მშობლები მეორე დღეა, მილოცვებს იღებენ. აღსანიშნავია, რომ შვილის ქორწილში შესანიშნავ ფორმაში იყო მანანა კოზაკოვა, რომელმაც ამ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. შეგახსენებთ, თინათინიც ხელოვნების სფეროშია დაკავებული. ის მოცეკვავეა და „სუხიშვილების“ ანსამბლში ცეკვავს. […]

ილიკო სუხიშვილი და ბექა გოჩიაშვილი საპროტესტო აქციაზე (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

ხატია ბუნიათიშვილი 28 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტს აანონსებს. ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე მუსიკოსმა განათავსა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან მოხარულია, რომ 28 სექტემბერს თბილისში კონცერტი ექნება. ღონისძიება ჩანიშნულია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკლაურ ცენტრში. ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. „ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები ჩემს ქალაქს“.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook