ილიკო სუხიშვილი

„სუხიშვილების“ ოფიციალურ “იუთუბ”-გვერდზე ვრცელდება ვიდეო, რომელიც ნაფეტვრებში მდებარე ახალ სცენაზეა გადაღებული. ეს სცენა ღია ცის ქვეშაა. სწორედ იქ მუშაობს ახალ პროექტზე ილიკო სუხიშვილი,, მოცეკვავეებთან ერთად. ვიდეოში სწორედ მუშაობის პროცესია ასახული. ილიკო ახალ მოძრაობებს უჩვენებს მოცეკვავეებს. პროექტს „სუხიშვილები“ მალე ონლაინ წარმოგვიდგენს. (ვიდეო)

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

„რუსთავი 2“-ის ეთერით ილიკო და ნინო სუხიშვილებმა ახალი პროექტის გარშემო გაჩენილ პრეტენზიებს უპასუხეს. „ცეკვა ქართული“, მათი თქმით, ექსპერიმენტული პროექტია, რომელმაც შესაძლოა, გააგრძელოს ცხოვრება და ცეკვის განვითარება ექსპერიმენტების გარეშე წარმოუდგენელია. ილიკო სუხიშვილი: არ მინდოდა, კონკრეტული ხალხის, კუთხის ან ისტორიის, ციხე-სიმაგრის გადარჩენის ამბის მოყოლა, უფრო ხასიათისა და განწყობის გადმოტანა, თუნდაც დღევანდელი ქართული  განწყობის. როგორ ფიქრობთ, დღეს ახალგაზრდა […]

სოციალურ ქსელში ბელა მაღლაფერიძე აქვეყნებს იუმორისტულ ვიდეოს, სადაც „სუხიშვილების“ „ცეკვა ქართულის“ შესახებ მოსაზრებებს გამოთქვამს. ვიდეოს „ფეისბუქზე“ უამრავი ნახვა და მოწონება ხვდა წილად. როგორც ბელა მაღლაფერიძე აღნიშნავს: „ისეთი საშინელება იყო, რომ დღემდე „აჩკები“ მიკეთია. ვიყავი, შვილო, კონცერტზე, მაგრამ „სუხიშვილები“ იყო? ილიკომ, უნდა განვავითაროთ ცეკვაო. განვითარება რად უნდა ცეკვასა და ქართულსა, განვითარება უნდა ეკონომიკასა და ქვეყანასა… გამოვიდა […]

სუხიშვილების ცეკვის აკადემიამ კულტურული მემკვიდრეობის მხარდასაჭერი პროექტი დაიწყო. „გამოიცეკვე“ - ნაციონალური ბალეტის პროექტია, რომელიც მსურველებს ქართული ცეკვის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ამ მსურველებს შორის კი ქართული მედიის წარმომადგენლებიც აღმოჩნდნენ, რომელთაც პარტნიორობა ცეკვის აკადემიის მოცეკვავეებმა გაუწიეს. მათ სიას, რა თქმა უნდა, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნას“ წარმოადგენლებიც შეუერთდნენ, რომელთაც ჩვენი გადამღები ჯგუფი კულისებში ესტუმრა.

ქართული ცეკვა, ჩვენი კულტურის ნათელი მაგალითია. ქართულ ქორეოგრაფიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენამდე კი მოაღწია ქართული საცეკვაო ხელოვნების მრავალმა შეუდარებელმა ნიმუშმა, რომელიც დროთა გამავლობაში დაიხვეწა და გამდიდრდა. ამ ყველაფერს კი ჩვენს თანამედროვეობაში, ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები“ უწყობს ხელს. ანსამბლი ამ სეზონზე დამაარსებლის, ცნობილი ქართველი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ილია (ილიკო) სუხიშვილის დაბადების 110-წლისთავს კონცერტებით აღნიშნავს. მოცეკვავეები ამჯერად გასტროლებიდან დაბრუნდნენ და 11,12,13 მაისის საღამოებისთვის ემზადებიან, რომელსაც სოლიდარობის ფონდთან ერთად ბავშვების დასახმარებლად გამართავენ და რომელიც საქველმოქმედო ხასიათის იქნება.

"სუხიშვილების“ ხელმძღვანელი, ილიკო სუხიშვილი გუშინ იუბილარი იყო. ქორეოგრაფი საკუთარ დაბადების დღეს წელსაც საზღვარგარეთ შეხვდა, დასი ახლაც გასტროლებზე იმყოფება. ამის მიუხედავად ანსამბლის წევრებმა, ქორეოგრაფისთვის დაბადების დღის მილოცვა მაინც მოახერხეს, კონცერტის შემდეგ ილიკო სუხიშვილს იუბილე ტორტით მიულოცეს. უკრაინაში სპეციალურად ილიკო სუხიშვილისთვის შეკვეთილ ტორტზე "ილიკო გილოცავ“ ქართულად ეწერა.

ბერლინალეზე, ადგილობრივი დროით 21:30 საათზე, რეზო გიგინეიშვილის ფილმის "მძევლების" პრემიერა გაიმართება. 1983 წლის ტრაგედიაზე გადაღებული ფილმის, წინასაპრემიერო ჩვენება, ბერლინში რამდენჯერმე უკვე გაიმართა.

"სუხიშვილები" - ეს საუკუნეა, მთელი საუკუნე, რომელიც მაშინ დაიწყო, როცა ანსამბლის ჩამოყალიბების აუცილებლობის დასამტკიცებლად, ახალგაზრდა ილიკო სუხიშვილი, ცეკა-ს მდივნებთან კაბინეტში იდგა და მარტო ცეკვავდა, მღეროდა და 2 საათიან პროგრამას უჩვენებდა, რბილ სავარძლებში მოკალათებულ ადამიანებს. დღეს კი ანსამბლის მოცეკვავეები, ორი კონცერტისთვის ემზადებიან, რომელიც სწორედ ილიკო სუხიშვილის 110 წლის იუბილეს ეძღვნება.

TOP სიახლეები

ფოტოგალერეა: ნეკა დოროყაშვილმა სხეულის იდეალური ფორმები გამოაჩინა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, მოდელი ნეკა დოროყაშვილი ამჟამად ზღვისპირეთში ისვენებს. ნეკა “ინსტაგრამის” მიმდევრებს საკმაოდ თამამი ფოტოებით ანებივრებს. ახლახან მანნ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც სხეულის იდეალურ ფორმებს წარადგენს. ერთ-ერთ ფოტოზე მას უწერია – “დამიბრუნე უკან”. შეგახსენებთ, რომ ნიკა ბასილაშვილი და ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდნენ და ახლა მათ შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. ნიკა ბასილაშვილმა პირადი უკვე მოიწყო […]

ფოტო: შორენა ბეგაშვილს 38 წელი შეუსრულდა

ცნობილი მსახიობი, მოდელი და ტელესახე შორენა ბეგაშვილი 38 წლისაა. მას დღეს, 8 ივლისს აქვს დაბადების დღე. შორენამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ულამაზესი წითელი კაბა აცვია და მოლოცვებს სიამოვნებით იღებს. გვიან ღამით მას დაბადების დღე წითელი ბუშტებითა და ტორტით მეგობრებმა მიულოცეს. “ინსტაგრამზე” მსახიობმა განათავსა ვიდეო, სადაც თითზე ლამაზ ბეჭედსაც გვაჩვენებს. როგროც ჩანს, ეს მისი დაბადების დღის საჩუქარია. […]

ვიდეო: ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან ერთად

ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული. ის და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე გოგონას ზრდიან და თან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ. ჯანეტი ნოეს გადაღებებზე დაჰყვება შვილთან ერთად. ახლახან მან ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავის პატარა გოგონას ეფერება. (ფოტოები/ვიდეო)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook