Gwen Stefani

დევიდ კომამ გუშინ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე, გვენ სტეფანის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც "The Voice-ის“ ჟიურიში თავს სწორედ დევიდ კომას კაბით იწონებს.

დიდი დრო არ გასულა მას მერე, რაც გვენს სტეფანიმ ქმართან განშორება გადაიტანა და მომღერალი ისევ შეყვარებულია. მოგეხსენებათ, რომ No Doubt-ის სოლისტი ყოფილ მეუღლეს - გევინ როსდეილს ღალატის გამო დაშორდა. ამჯერად მუსიკოსის რჩეული მისივე კოლეგა - ქანთრის მომღერალი - ბლეიქ შელტონია. არტისტთან, რომელიც Voice-ის მენტორებს შორის შედის, გვენმა რომანი სწორედ ზემოთხსენებული შუს მსვლელობისას გააბა. მოგეხსენებათ, რომ სტეფანიც ჟიურის შემადგენლობაშია. მომღერლები ერთმანეთს უკვე დიდი ხანია იცნობენ, თუმცა აქამდე მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ. რამდენიმე დღის წინ კი პაპარაცებმა წყვილი ერთმანეთის მკლავებში დააფიქსირეს. ამბობენ, რომ შელტონმა და სტეფანიმ ჰელოუინი ერთად აღნიშნეს და ურთერთობის დამალვა აღარც უცდიათ.

გვენ სტეფანი გამბედავი ქალია, ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, სულაც არ ერიდება თავის გრძნობებზე ლაპარაკს და არ ცდილობს, რომ მეუღლესთან განქორწინება ერთ ჩვეულებრივ ყოველდღიურ ამბად აქციოს, ფანებს დააჯეროს, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს და განქორწინების პროცესიც ძალიან მარტივად ჩააგორა. არადა, ყველაფერი პირიქითაა და გვენი ამაზე გულწრფელად საუბრობს.

კიდევ ერთი, ერთი შეხედვით მშვიდი და ბედნიერი ოჯახი წარსულს ჩაბარდა - გევინ როსდეილმა და გვენ სტეფანიმ განქორწინების შესახებ რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადეს, ახლა კი ირკვევა, რომ წყვილმა საბუთებს უკვე ხელიც მოაწერა და მშვიდობიანად დაშორებაც მოახერხა. მათ ადვოკატების დახმარებით შეთანხმებას მიაღწიეს - ისინი ბავშვებზე თანაბარ მეურვეობას ფლობენ, თუმცა, გვენ სტეფანის მუსიკალური კარიერიდან და მისი მიმდინარე ტურნედან გამომდინარე, მამიკოს სამ ვაჟთან ბევრად მეტი დროის გატარება მოუწევს, ვიდრე No Doubt-ის ყოფილ ვოკალისტს.

TOP სიახლეები

ქეთი ხატიაშვილი: „თავდაყირა დგომა ორ-სამ ძვირად ღირებულ სახის მოვლის პროცედურას უდრის…“

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ჟურნალ „თბილისელების“ დღევანდელ ნომერში თავის მოვლის თემაზე საუბრობს და აღნიშნავს: „მინდა, ყველას ვუთხრა, რომ აუცილებელია, ბევრი ვიმოძრაოთ. მარტო იმიტომ კი არა, რომ გამხდრები ვიყოთ და ლამაზი ფორმები გვქონდეს, ეს ჩვენს განწყობაზეც აისახება და ჯანმრთელობაზეც, ყველას გვინდა, ჯანსაღი და ლამაზი სახის კანი გვქონდეს, ამიტომაცაა კარგი თავდაყირა დგომა, ეს სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და თქვენ […]

ფოტოგალერეა: ნინი ქარსელაძის გლამურული და ბრენდული ჩაცმულობა

ნინი ქარსელაძე საკუთარ გარდერობს დიდ ყურადღებას აქცევს და ყოველთვის კარგად გამოიყურება. მომღერლის სამოსსა და ნივთებს შორის ბევრი ბრენდია, მათ შორის „შანელი“ და „დიორი“ . ერთ-ერთი ბოლო ანსამბლი, რომლითაც ის „ინსტაგრამზე“ გამოჩნდა, სწორედ „შანელის“ პიჯაკსა და შარვალს და „დიორის“ ცნობილ ჩანთას აერთიანებს. (ვრცლად/ფოტოები)

გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ჯვრისწერის ახალი ფოტოები გამოქვეყნდა

გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ჯვრისწერის ფოტოები ახლახან Savemoment Studio-მ გამოაქვეყნა. ფოტოზე ჯვრისწერისას გადაღებული კადრებიც არის, ასევე ტაძრის გარეთ წყვილისთვის და ცალკე პატარძლისთვის გადაღებული ფოტოებიც. გიორგი გასვიანსა და მარიტა მელიქიშვილს ჯვარი მამა პეტრე კოლხმა სვეტიცხოველში დაწერა. პატარძალი ულამაზესი იყო დათუნა სულიკაშვილის კაბასა და მოკლე მოსაცმელში, რომელსაც მაღალქუსლიანი თეთრი ფეხსაცმელი შეუხამა. (ფოტოები)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook