გუდაური

3 ხაზისა და 111 გონდოლისგან შედგება ახალი საბაგირო გზა კობი-გუდაურში, რომელიც 7 კილომეტრზე მეტია და საათში 2800 მგზავრს ემსახურება. ახალი საბაგიროთი იმგზავრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა

ფოტოგრაფმა ბილი ბილოხიძემ გამოაქვეყნა გუდაურში გადაღებული 70-ზე მეტი ფოტო, სადაც კარგად ჩანს მთის კურორტის თვალწარმტაცი ბუნება. გადაღებულია როგორც სათხილამურო ტრასა, ასევე სახლები და მოთხილამურეებიც, ღამის და დღის გუდაური. საქართველოს ეს მთის კურორტი ერთ-ერთი ყველზე პოპულარული ტურისტული ადგილია ჩვენს ქვეყანაში, სადაც ქართველი და უცხოელი დამსვენებელი მრავლად არის. (ფოტოები)

ამჯერად, თამო ვაშალომიძემ გუდაურის მთების დაპყრობა გადაწყვიტა და ზამთრის ცივი დღეების გატარებაც მზის სხივების ფონზე შიშველი სხეულის დემონსტრირებით სცადა.

კომპანია გუდაურში 26 შენობას აშენებს, რაც აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ, რეკრეაციულ ცენტრსა და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს მოიცავს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი მუშაობენ მსოფლიო დონის ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან.

ტურნირში მონაწილეობა მიიღო ორმოცამდე დამწყებმა და მოყვარულმა მოთხილამურემ, რომელთა შორის იყვნენ როგორც გოგონები, ასევე ვაჟები.

6 იანვარს ახალ გუდაურში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დამსვენებლებისთვის გრანდიოზული უფასო კონცერტი გაიმართება. ნინო ქათამაძე & „ინსაითი”, „კახაბერი და ხანუმები”, „თეატრალურის კვარტეტი“ შობის დღესასწაულს ღია ცის ქვეშ ქართველ და უცხოელ მსმენელთან ერთად შეხვდებიან. (ვრცლად/ფოტოები)

მოთხილამურე პატრულის პროექტის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა გუდაურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სათხილამურო ტრასები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და პროექტის მიზნები დამსვენებლებსა და სპორტსმენებს გააცნეს.

TOP სიახლეები

კოკო როინიშვილი დედ-მამის ურთიერთობაზე – „მეგობრობენ, მაგრამ…“

კოკო როინიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ დედ-მამის ურთიერთობის შესახებ საუბრობს. როგორც მსახიობი აღნიშნავს, თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი არ შერიგებულან. გთავაზობთ ციტატას ინტერვიუდან: „არა, არ შერიგებულან. გიასა და თამრიკოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგობრობენ, მაგრამ როგორც ცოლ-ქმარი, ისე არ ცხოვრობენ. ყოველდღე შეიძლება, ვერ ხვდებიან, მაგრამ ტელეფონით მაინც მოიკითხავენ ერთმანეთს. ცივილიზებული ურთიერთობა აქვთ“. კოკო ასევე საუბრობსთავისი როლის შესახებ […]

ანრი ჯოხაძე „ოქროს ტალღაზე“ არა საკუთარ, არამედ სხვა სიმღერას გულშემატკივრობს

ანრი ჯოხაძე „ოქროს ტალღაზე“ სიმღერით „ცივი ნოემბერი“ არის წარდგენილი. „მიუზიკბოქსთან“ ინტერვიუში მომღერალმა საკუთარ მოლოდინებზე და „ოქროს ტალღის“ კონკურსის შესახებ, რომელიც წელს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება, ვრცლად საიუბრა. ანრი ჯოხაძე: ჩემთვის „ოქროს ტალღა“ ასოცირდება მოულოდნელობასთან. პირველი, რაც მახსოვს, როცა ჩემი სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერა გახდა, ერთი პროცენტითაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე იქნებოდა. სულელის სახით […]

მარიკო ლეჟავა განმარტავს, რატომ დაუწერა თამთა გოდუაძეს „ევროვიზიაზე“ დაბალი ქულა

„ევროვიზიის“ გრანდფინალის შემდეგ, სადაც კვიპროსის წარმომადგენელმა ქართველმა შემსრულებელმა, თამთა გოდუაძემ მე-16 ადგილი დაიმსახურა და ქართული ჟიურისგან 6 ქულა მიიღო, სოცქსელებში აქტიურად ეხმაურებიან. ქართული ჟიური კრიტიკის ქარცეცხლში მსმენელმა გაატარა და აღნიშნეს, რომ მათ უმაღლესი ქულა სწორედ თამთასთვის უნდა მიენიჭებინათ. ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მომღერალი მარიკო ლეჟავა სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს ამ თემაზე და კრიტიკას პასუხობს: „ორი […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook