გრეგორი პორტერი

ჯაზ-ვოკალისტმა სიმღერები ბოლო ალბომიდან „Nat king cole & me“ შეასრულა. ეს მისი ბოლო ნამუშევარია, რომელიც ლეგენდარულ მომღერალსა და პიანისტს ნეტ კინგ კოულს მიუძღვნა.

ამერიკელი ჯაზშემსრულებელი, ორი „გრემის“ მფლობელი, გრეგორი პორტერი საქართველოს მეორედ ეწვია. ჯაზფესტივალის შემდეგ, ამჯერად თავის ბენდთან ერთად, „სოლოს“ მოწვევით და „ისთერნ ფრომოუშენსის“ ორგანიზებით, კვლავ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა კონცერტი, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად. გრეგორი პორტერმა სცენაზე გამოსვლისას აღნიშნა, – საქართველოში ჩამოსვლის წინ აფრთხილებდნენ, რომ ამ ქვეყანაში ყველა მღერის. მომღერალი დაგვპირდა, […]

SOLO  და Eastern Promotions, 12 იანვარს, 20:00 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში წარმოგიდგენთ გრემის ჯილდოს ორგზის მფლობელი ამერიკელი ჯაზ-ვოკალისტის, გრეგორი პორტერისა და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტს. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზვოკალისტი გრეგორი პორტერი, საკუთარ კვინტეტთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს სიმღერებს ბოლო ალბომიდან „Nat King Cole & Me“. ალბომში შესულია […]

12 იანვარს, ქართველი მაყურებლის წინაშე გრემის ჯილდოს ორგზის მფლობელი ამერიკელი ჯაზ-ვოკალისტი გრეგორი პორტერი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში წარსდგება. მსმენელი კონცერტზე, ასევე, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს იხილავს.

გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ "თბილისი ჯაზ ფესტივალმა" ქართველი მსმენელის მოლოდინს გადააჭარბა. მსოფლიოში აღიარებულმა არტისტებმა, ოთხი დღის განმავლობაში, კონცერტ ჰოლში შეკრებილ მსმენელს, დაუვიწყარი საღამოები აჩუქეს. ჯაზი, ბლუზი, პოპი შემსრულებლებმა საკუთარი ინტერპრეტაციით გააერთიანეს და ფესტივალზე შეკრებილი საზოგადოება, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დატოვეს.

TOP სიახლეები

როგორია მარიამ ვაშაძის ცხოვრების ახალი ეტაპი და რა ემოციებით დაბრუნდა ის საქორწილო მოგზაურობიდან

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „პირველი არხის“ საინფორმაციოს წამყვანი მარიამ ვაშაძე დაქორწინდა, ყურადღების ცენტრში კიდევ უფრო მოექცა. საუბარი მის პირად ცხოვრებაზე დღემდე არ წყდება. ჟურნალისტის რჩეული ერთ-ერთი ქართული უნივერსიტეტის ლექტორი ვანიკო ბენიძეა.

ანდრია გველესიანმა ახალი ნამუშევარი „კუნძულს“ მეუღლესთან ერთად მალდივებზე გადაიღო

ამჯერად კი საკუთარი გულშემატკივრის გახარება რიგით მესამე ახალი კლიპით მომღერალმა და მსახიობმა, ანდრია გველესიანმა სიმღერით „კუნძულს“ გადაწყვიტა. კლიპი საკმაოდ ორიგინალური გამოვიდა რადგან, ვიდეორგოლის რეჟისორიც და მსახიობიც, მომღერალი და მისი მეუღლე მსახიობი, მაიკო ვაწაძე არიან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომღერალმა ვიდეო მალდივებზე გადაიღო.

ჯგუფი „ფრანი“-სა და სანდრო ნიკოლაძის კოლაბორაცია ფესტივალ „არტგენის“ სცენაზე შედგა

ყველასათვის საყვარელი ჯგუფი „ფრანიც“ წარსდგა მაყურებლის წინაშე, რომელიც საკუთარ მსმენელს მუდამ სიახლეებით ანებივრებს. ამჯერად კი ფესტივალის სცენაზე, ჯგუფი „ფრანისა“ და მუსიკოსის სანდრო ნიკოლაძის საინტერესო კოლაბორაცია შედგა.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook