გიორგი ვარდოსანიძე

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე დაინიშნა. მისი რჩეული იულია აირაპეტიანია. იულიამ თავად მონიშნა გიორგი სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ მასზე დაინიშნა. წყვილს ამ ამბავს უამრავი ადამიანი ულოცავს. აქამდე არ იყო ცნობილი, რომ გიორგის ახალი რომანი ჰქონდა. ამის შესახებ მსახიობს არსად ულაპარაკია. შეგახსენებთ, რომ ის მოცეკვავე სალომე ჭაჭუას მეუღლე გახლდათ. გიორგი და სალომე გარკვეული პერიოდის წინ ერთმანეთს დაშორდნენ. […]

გიორგი ვარდოსანიძემ ახალი კლიპი მუსიკომედიის თეატრში გადაიღო. სიმღერის სახელწოდებაა „აზრს“. მსახიობი დახმარებისთვის მადლობას უხდის ალეკო ბეგალიშვილს, გიორგი ყველაშვილსა და თათული თოხვაძეს, კლიპისთვის – Future Prodaction-ს. შეგახსენებთ, რომ გიორგის ამღერების წარმატებული მცდელობა სიმღერას „ლანდებს“ უკავშირდება, რომელზე გადაღებული ვიდეოც არაერთმა ათასმა ადამიანმა ნახა. შემდეგ მან კიდევ ერთი კლიპი გადაიღო და თაყვანისმცემლებს ახლაც შეახსენა თავი, მორიგი ნამუშევრით.

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე შეყვარებულია. ქერათმიან ლამაზმანთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, ის ინსტაგრამზეც იშვიათად აქვეყნებს, თუმცა ყველგან მასთან ერთად ჩნდება. „მიუზიკ ბოქსი“ გიორგისთან ინფორმაციის გადამოწმებას და ქერათმიანი ლამაზმანის ვინაობის დადგენას შეეცადა, თუმცა მან განაცხადა, რომ ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

გიორგი ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "როსტო ჩემი მეგობარი არ არის. ვიცნობ ისე, როგორც ნახევარზე მეტ თბილისს და მითუმეტეს ის მეორე ბიჭი საერთოდ არვიცი ვინ არის ვინც მასთან ერთად დაიჭირეს !!! ეს იმიტომ დავაკონკრეტე, ვინმემ არ თქვათ მეგობრებს იცავსო.. არც დაცვას ვაპირებ და არც იმის თქმას, ვინ რას იმსახურებს ან არ იმსახურებს, ეს კანონის და ყოველი სუბიექტის ინდივიდუალური საქმეა .. მე უბრალოდ ერთი შეკითხვა ამეკვიატა და უნდა გავაჟღერო. ნუთუ არ გ ე ყ .... ბ ა თ, რომ შეიძლება ღამით სადმე ჩიხში ადამიანი გააუპატიურონ ან მოკლან და ეს დამნაშავე თუ დაიჭირეს და გაასამართლეს, მოიხდის იგივე ან ნაკლებ სასჯელს, რაც უნდა მოიხადოს ამ ორმა ადამიანმა ნარკოტიკის შენახვისათვის ?!!! .... მე პირადად მაგრად მ ე ყ .... ბ ა ასეთი კანონმდებლობა რომ მიცავს ან მაძლევს ქმედების გეზს .. !!! მ ე ყ ....ბ ა !!! უკაცრავად რომ ვუზრდელობ, მაგრამ ამ დროს ზრდილობაზე ფიქრიც მ ე ყ ....ბ ა !!!"

ცნობილი ადამიანების ოჯახები, მუდმივად იქცევს ხალხის ყურადღებას. გრანდიოზული ქორწილების, რომანტიული სიყვარულის და ორიგინალური სიურპრიზების მიუხედავად, მათი ოჯახები, ხშირად დიდხანს ვერ ძლებს და მალე ინგრევა.

მსახიობი, გიორგი ვარდოსანიძე იტალიაში გაემგზავრა. მასთან ერთად სამოგზაუროდ წავიდა მისი მეგობარი გოგონა, თათული თოხვაძე. გიორგიმ აეროპორტში გადაღებული ფოტო, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გიორგი და თათული ვენეციაში იმყოფებიან და როგორც ჩანს კარგადაც ერთობიან.

ამ განცხადებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. გიორგიმ მალევე ჩააცხრო საზოგდოების მღელვარება, ფეისბუქზე  დაწერა, რომ სტატუსი, უბრალოდ მეგობრის ცუდი ხუმრობა იყო და საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე დაინიშნა, ამის შესახებ მან საზოგადოებას სოციალურ ქსელში ნიშნით "დანიშნულია" აცნობა.

მსახიობის და ტელეწამყვანის, გიორგი ვარდოსანიძის გარშემო ჭორები არ წყდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან გადაცემა "გააცინე და მოიგე" სკანდალურად დატოვა. ამბობენ, რომ ის შეყვარებულია. გავრცელებულ ჭორებს ვარდოსანიძემ ჟურნალ "თბილისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში მოჰფინა ნათელი.

TOP სიახლეები

როგორია მარიამ ვაშაძის ცხოვრების ახალი ეტაპი და რა ემოციებით დაბრუნდა ის საქორწილო მოგზაურობიდან

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „პირველი არხის“ საინფორმაციოს წამყვანი მარიამ ვაშაძე დაქორწინდა, ყურადღების ცენტრში კიდევ უფრო მოექცა. საუბარი მის პირად ცხოვრებაზე დღემდე არ წყდება. ჟურნალისტის რჩეული ერთ-ერთი ქართული უნივერსიტეტის ლექტორი ვანიკო ბენიძეა.

ანდრია გველესიანმა ახალი ნამუშევარი „კუნძულს“ მეუღლესთან ერთად მალდივებზე გადაიღო

ამჯერად კი საკუთარი გულშემატკივრის გახარება რიგით მესამე ახალი კლიპით მომღერალმა და მსახიობმა, ანდრია გველესიანმა სიმღერით „კუნძულს“ გადაწყვიტა. კლიპი საკმაოდ ორიგინალური გამოვიდა რადგან, ვიდეორგოლის რეჟისორიც და მსახიობიც, მომღერალი და მისი მეუღლე მსახიობი, მაიკო ვაწაძე არიან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომღერალმა ვიდეო მალდივებზე გადაიღო.

ჯგუფი „ფრანი“-სა და სანდრო ნიკოლაძის კოლაბორაცია ფესტივალ „არტგენის“ სცენაზე შედგა

ყველასათვის საყვარელი ჯგუფი „ფრანიც“ წარსდგა მაყურებლის წინაშე, რომელიც საკუთარ მსმენელს მუდამ სიახლეებით ანებივრებს. ამჯერად კი ფესტივალის სცენაზე, ჯგუფი „ფრანისა“ და მუსიკოსის სანდრო ნიკოლაძის საინტერესო კოლაბორაცია შედგა.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook