გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას შორის სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალური ქსელი გუშინ საღამოდან აქტიურად ეხმაურება. მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში კვირიკაშვილსა და მელიას შორის დაძაბული საუბარი წარიმართა, რომელიც შეურაცხმყოფელი ეპითეტებით დასრულდა როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ჩვენ ამ ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე ცნობილი ადამიანის შეფასებას გთავაზობთ.

ესპანელმა მოგზაურმა, ჯესპერტ სვარტიმ მთელი საქართველო აალაპარაკა. სწორედ ის გახდა მეექვსე მილიონი ტურისტი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და მას პირადად პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა.

მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე ცნობილია. პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის.

საქართველოს მთავრობამ არსებული შემადგენლობით ბოლო სხდომა გამართა. სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება. როგორც ცნობილია, აღნიშნული აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე კი, პრემიერის თქმით, დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდება.

მთავრობის ახალი შემადგენლობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. პრემიერ მინისტრი კონკრეტულ გვარებს ჯერჯერობით არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეებიც იქნებიან. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მინისტრთა მომავალ კაბინეტში ძალოვანი უწყებების მინისტრების ცვლილება არ იგეგმება.

პრემიერმინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აწარმოე საქართველოს ფარგლებში, დაგეგმილია სამი ახალი პროექტის განხორციელება.ასევე, როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, პრემიერის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა 20 მილიონი ლარი. ამ თანხით 21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება იგეგმება.

საქართველოს პრემიერის ვიზიტი ჩეხეთში გრძელდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მილოშ ზემანს შეხვდა. შეხვედრაზე პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სახელმწიფო პროგრამის ”აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საწარმოების შესაქმნელად, კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა 150 000 ლარითა (ნაცვლად 250 000 ლარისა) და 75 000 დოლარით (ნაცვლად 150 000 დოლარისა) იქნება განსაზღვრული. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი განმარტებით, მეწარმეების კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით, იცვლება და უმჯობესდება პროგრამის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება.

მიუნხენში რიგით 52-ე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად დაიხურა . სამი დღის განმავლობაში, ასეულობით ქვეყნის პირველი პირი, გლობალურ საკითხებზე და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობდნენ. მთავრი თემები ომი სირიაში, რუსეთის როლი ახლო აღმოსავლეთში, კონფლიქტი უკრაინაში და მიგრანტთა პრობლემები იყო

TOP სიახლეები

ნინო ნადირაძე: “3 თვეში ბებია გავხდები”

ნინო ნადირაძეს მალე ბებიობას მივულოცავთ. მას პირველი შვილიშვილი სამ თვეში შეეძინება. მისი გოგონა, ბაია, ფეხმძიმედ არის. “3 თვეში ბებია გავხდები”, წერს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი და ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს. ამ პოსტის ქვეშ დედა–შვილა უამრავი მილოცვა მიიღო. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ბაია კუზანოვა ძალიან ლამაზი ორსულია. (ფოტო)

ია ჩანტლაძე ტყუპების მოლოდინში – „ეს ამბავი რომ გავიგე, ვიტირე…“

მომღერალ ია ჩანტლაძეს, რომელმაც წლებია, უკვე ბიზნესში გადაინაცვლა, პირად ცხოვრებაში დიდი სიახლე აქვს. ის და მისი იტალიელი მეუღლე, ჯანკარლო მერკადანტე ტყუპებს ელოდებიან. წყვილს დიდი ხანია, ერთმანეთი არ უნახავს. პანდემიის გამო, ჯანკარლომ საქართველოში დაბრუნება ჯერჯერობით ვერ მოახერხა. როგორც მომღერალმა გვითხრა, ამ განშორებას რაციონალურად უდგებიან და მსჯელობენ, რომ მოუყვებიან შვილებს იმის შესახებ, როგორ გაატარეს კარანტინი მათმა მშობლებმა […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook