გიორგი ბახუტაშვილი

მსახიობი ბახვა ბრეგვაძე სოციალურ ქსელში "ჩემი ცოლის დაქალების" გადასაღები მოედნიდან, ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ის და გიორგი ბახუტაშვილი, საეკლესიო შესამოსელში არიან გამოწყობილი. სერიალის მე-11 სეზონი პარასკევს დაიწყო, ახალ სეზონზე "ჩემი ცოლის დაქალებს" ცოტნე ცოტაშვილის და ბახვას პერსონაჟებიც დაუბრუნდნენ.

"ფორმულა კრეატივმა“ ქართულ ბაზარზე მოღვაწეობა, რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მის სახელს არაერთი წარმატებული პროექტი უკავშირდება. როდესაც ჩვენს ტელე ეკრანებზე მათი სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები“ გამოჩნდა, მაყურებლის გულის მოგება იოლად შეძლო. სულ ცოტა ხნის წინ შემდეგი სერიალი "ხელოვნური სუნთქვა“ შემოგვთავაზეს. თუმცა სეზონი საკმაოდ დამაინტრიგებლად დასრულდა და ბევრი კითხვა დატოვა იმის შესახებ, გაგრძელდებოდა თუ არა სერიალი. მიუხედავად იმისა, რომ გაჩნდა სპონსორის დაფინასების იმედი უნდა ითქვას, კვლავ სერილის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას.

ბახვა ბრეგვაძე ქართულმა აუდიტორიამ, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. სერიალში მონაწილეობამ მისი პოპულარობა დიდად გაზარდა და მაყურებლის გული იოლად მოიგო. მის სახელთან სკანდალები და ჭორები ნაკლებად ასოცირდება. ქალაქში გამართულ ივენთებზე კი საპატიო სტუმრის რანგში ხშირად გვხვდება. ამჯერად ყური მოვკარით, რომ ბახვას X Factor-ის ახალ სეზონში ერთ - ერთ წამყვანად ვიხილავთ. თუმცა მსახიობმა ამ კითხვაზე პასუხი ორაზროვნად გასცა.

სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები“ 4 მარტიდან ეთერს დაუბრუნდება. როგორც პროდუსერმა, ირაკლი საღინაძემ "მიუზიკ ბოქსთან“ საუბარში განაცხადა, სერიალში რამდენიმე ახალი სახე დაემატება და ძველი პერსონაჟებიც დაბრუნდებიან. „მიუზიკ ბოქსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ სერიალში დაბრუნდებიან გიორგი ბახუტაშვილი და ბახვა ბრეგვაძე. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ცოტნე ცოტაშვილი ახალ სეზონზე მღვდელი, ბახვა კი მისი სტიქაროსანი იქნება.

რამდენიმე კვირის წინ, "მიუზიკ ბოქსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ დატოვა გამართლდა. გიორგი ბახუტაშვილი მაყურებელმა გუშინ "იმედის“ ეთერში იხილა. ის პროექტის "შენ შეგიძლია ცეკვა“ წამყვანი გახდა. მის გამოჩენას მაყურებელი იმედზე კრიტიკულად შეხვდა: "ცოტნედ დარჩენილიყავი, ჯობდა“

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" დიდი ხანია აღარ გამოჩენილა. ახალ სეზონზე მისი მონაწილეობით არცერთი სერია არ გასულა ეთერში. ჩვენს მიერ, მოპოვებული ინფორმაციით, ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟი სერიალიდან გაუშვეს. თუმცა რა გახდა ამის მიზეზი უცნობია. ინფორმაციის გადამოწმება თავად მსახიობთან ვცადეთ, მაგრამ მან კომეტარის გაკეთება არ ისურვა.

როგორც იცით სულ მალე დიდ ეკრანებზე ახალი ქართული ფილმი "ვისი სული გსურს“ გამოვა. ფილმში არაერთი ცნობილი ქართველი სახე მონაწილეობს. ინტერნეტ სივრცეში უკვე გავრცელდა პირველი თრეილერიც, სადაც მაყურებელს გიორგი ბახუტაშვილის და ჯანეტ ქერდიყოშვილის მხურვალე კოცნა თვალში მოხვდა, რასაც ინტერნეტში უკვე განიხილავენ და ფილმის სრულ ვერსიასაც დიდი ინტერესით ელოდებიან.

ცოტნე ცოტაშვილის გაუწონასწორებელი გმირიდან, ბანაკის ყველაზე კეთილ და მხიარულ დირექტორად გიორგი ბახუტაშვილი ახალი საოჯახო კომედიისთვის გადაიქცა. ნიკო მარის სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი ეკრანებზე 24 დეკემბერს გამოვა და ყველა ასაკის მაყურებელს ელის. "აუტანელი არდადეგები" - ასე ეწოდება ფილმს, რომელიც საზაფხულო ბანაკსა და იქ დატრიალებულ აურზაურზე მოგვითხრობს.

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობები, გიორგი ბახუტაშვილი, ბახვა ბრეგვაძე და აჩიკო სოლოღაშვილი მომავალ დღესასწაულებს საახალწლო სიმღერის შესრულებით გვილოცავენ. ვერ ვიტყვით, რომ ეს "Jingle Bells"-ის საუკეთესო შესრულებაა, რაც აქამდე მოგისმენიათ ან ამის შემდეგ მოისმენთ, მაგრამ სახალისო ნამდვილად არის.

TOP სიახლეები

ბექა ბროლაძემ ახალი კლიპი წყალქვეშ გადაიღო

მომღერალი ბექა ბროლაძე ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის გადაღებებიც წყალქვეშაც მიმდინარეობს და სხვა ლოკაციებზეც. ახალი სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილსა და რეპერ ძვალს ეკუთვნით. ბექა სიმღერასა და კლიპზე გვესაუბრა. „მაიკო კაჭკაჭიშვილის და ძვალის ( აჩი ვანიშვილის ) ერთობლივი ნამუშევარზე ვიღებ კლიპს, ტექსტის ავტორი მაიკოა, არანჟირება ეკუთვნის ძვალს, მასტერინგი კობა მესხიას. კლიპი სამ ლოკაციოაზე გადავიღეთ, ერთ-ერთი გადაღება კი წყალქვეშ […]

სოფო ბათილაშვილს პატარა ბიჭუნამ ყვავილი აჩუქა (ვიდეო)

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი, კონკურსის შემდეგ ძალიან დატვირთულია და სხვადასხვა რეგიონში კონცერტებით დადის. კონცერტებზე ის კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძესა და ბენდ „ნიუტონთან“ ერთად გამოდის და ყველა იმ სიმღერის ახალ ვერსიას ასრულებს, რომლითაც ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მომღერალი გახდა. სოციალური ქსელის მეგობრებს ის უამრავი სახალისო ვიდეოთი ანერბივრებს. მათ შორისაა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც უსაყვარლესი ბიჭუნა მას ყვავილს […]

თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟი 18 წლის გახდა

თიკა ფაცაცია არაჩვეულებრივად გამოიყურება, მუდამ ფორმაშია, თუმცა ის, აქტიური მუშაობის პარალელურად, სამ შვილზე ზრუნავს. მისი უფროსი ვაჟი ახლახან 18 წლის გახდა. ანდრო ანთელიძე საზღვარგარეთ, საფრანგეთში სწავლობს და შესანიშნავად ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს. მცირე ხნის წინ დედა მას პარიზში სტუმრობდა, სადაც დედა-შვილმა კარგი დრო გაატარა და ამ ვოიაჟის ამსახველი ფოტოები თიკამ სოციალურ ქსელშიც გააზიარა. ახლახან […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook