განათლების სამინისტრო

განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე, Microsoft - საქართველოს ორგანიზებით, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა გახსნა და თანამედროვე განათლების სისტემაში ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების მინისტრმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პრემიერის გადაწყვეტილებით, თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს საგამოცდო პროცესში სიახლეა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩასაბარებელი საგნების ცვლილებისთვის აბიტურიენტებს დამატებითი დრო ექნებათ. აღნიშნული ცვლილებებისთვის ვადა წინა წლებში ერთი თვე იყო, ამჯერად კი 3 თვემდე გახანგრძლივდა. სავალდებულო რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწო და 15 მარტამდე გაგრძელდება.

პრევენციის მიზნით, თბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამი დღით სწავლა შეწყდა თბილისი #81, #152, #112, #21 და #53 საჯარო სკოლებში.

ამ დროისთვის სწავლა საქართველოს მასშტაბით სულ 395 სკოლაშია შეწყვეტილი. აქედან 200 დიდთოვლობის გამო, 195 კი - ვირუსის გამო. თბილისში სასწავლო პროცესი 26 სკოლაშია შეჩერებული.

განათლების სამინისტროს განცხადებით, თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრება იგეგმება. პროექტთან დაკავშირებული ფინანსური და ტექნიკური დეტალები განათლებისა მინისტრმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ განიხილეს.

თბილისის მერიამ წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამა შეიმუშავა, რომელიც მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის სტიპენდიის გადაცემას გულისხმობს.

საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. საქართველოს მასშტაბით უკვე 300-მდე საჯარო სკოლაში ექიმის ახალი კაბინეტი ამოქმედდა, რომელიც აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, მედიკამენტებითა და სხვა საჭირო რესურსებით.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და თბილისის მერმა “სასკოლო მზაობის პროგრამაზე” რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. “სასკოლო მზაობის პროგრამაზე” დარეგისტრირება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge უკვე დაიწყო. რეგისტრაციის პროცესი 26 ოქტომბრამდე გასტანს, 2 ნოემბერს კი ბაგა-ბაღებსა და საჯარო სკოლებში პროგრამის განხორციელება დაიწყება.

TOP სიახლეები

ვინ აჩუქა  კესარია აბრამიძეს 16 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი

თითქმის ორი წელია, რაც კესარია აბრამიძემ რჩეული იპოვა. წყვილი საოცრად ბედნიერია, ამას მოწმობს ყველა ის სტატუსი და კომენტარი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. კესარიამ თავის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მის რჩეულთან ერთად არის აღბეჭდილი. სურათმა ბევრი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა. მათ შორის, საინტერესოა მედეა ადამიას კომენტარიც: „იმის მომსწრეც ვარ, როგორ მოგართვა ულამაზესი წითელი ვარდები […]

როგორ აღნიშნა სოფო ბედიამ 33 წლის იუბილე

21 იანვარი სოფო ბედიასთვის საიუბილეო თარიღია. მომღერალი 33 წლის გახდა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, დაბადების დღემ ფანტასტიკურად ჩაიარა და ასეთი იუბილე არ ჰქონია. „სიურპრიზებიც ბევრი იყო და საჩუქრებიც. პირველმა რა თქმა უნდა, მეუღლემ მომილოცა ჩემთვის საყვარელი სუნამოთი და მაჯის საათით. შემდეგ, მეგობრებმა მომიწყეს სიურპრიზი, სახლში დამემალნენ ბუშტებითა და ტორტით. საერთოდ, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, ყველაფერი ბავშვივით […]

თაკო ნაცვლიშვილი Ralph & Russo-ს ჩვენებაზე გამოჩნდა

საქართველოში მოდის ინდუსტრია საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ერთ-ერთი საპატიო წარმომადგენელი კი თაკო ნაცვლიშვილია, რომელიც გამორჩეული აღნაგობით, ბევრი მუშაობითა და გამოცდილებით ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და წარმატებულ მოდელად იქცა.  2018 წელი თაკოსთვის სიახლეებით დაიწყო.  მან, მიმდინარე წლის 22 იანვარს, პარიზის მოდის კვირეულზე მონაწილეობა Ralph & Russo-ს ჩვენებაში მიიღო. როგორც თაკოს დედამ და „Look models”-ის დამფუძნებელმა ნინო ცქიტიშვილმა ჩვენთან […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook