ფორტუნა პლუსი

თიკას რამდენიმეწლიანი პაუზა ჰქონდა აღებული, თუმცა, დაბრუნება სწორედაც რომ ასეთი უნდა. მან უცხოურენოვანი სიმღერა, სახელწოდებით Sunshine ჩაწერა, ვიდეო-რგოლიც გადაიღო და მსმენელს კარგი პროდუქტიც შესთავაზა.

რადიო ფორტუნა პლუსის ნიკო ცალანის გადაცემას „ექსკლუზივს“ დათო ფორჩხიძე და დათუნა მგელაძე სტუმრობდნენ. რადიოში ახალი სიმღერის, „გუდაურში შევხვდებით“ პრემიერა იყო, რომელიც მათი პირველი დუეტია.

ფორტუნა პლუსის ეთერი გადაცემა „ექსკლუზივის“ შემდეგ სოციალურ ქსელში გადაინაცვლებს. ახალი გადაცემის ფორმატი ასევე მოიცავს ხანმოკლე ინტერვიუს შემსრულებლებთან. ისინი ახალ პროექტებსა თუ სიმღერის პრემიერებზე ისაუბრებენ.

ერთგულმა მსმენელებმა კარგად იციან, რომ 31 დეკემბერს რადიო ფორტუნა 20 წლის, ხოლო ავტორადიო 10 წლის ხდება, ამიტომაც ჰოლდინგის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს საიუბილეო წელი ფართომასშტაბიანი ღონისძიებით აღენიშნათ, რა თქმა უნდა, საკუთარ აუდიტორიასთან ერთად.

რამდენიმე თვიანი უძილობის შემდეგ, გრანდიოზული სამზადისის ფინიშამდეც მივაღწიეთ და სამამულო შოუბიზნესის წარმომადგენლებს 20 ივნისს წლის ყველაზე მუსიკალური მოვლენის "ოქროს ტალღის" ცერემონიალზე თავი მოვუყარეთ. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა რადიო ჰოლდინგი "ფორტუნას" დამსახურებაა, რომელიც მისი არსებობის 20 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ქართული მუსიკის განვითარებას ხელს უწყობს.

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, შეყვარებულებს ტელეკომპანია "Music box-მა“ და რადიო „ფორტუნა პლიუსმა“ სახალისო კონკურსი შესთავაზა, რომელიც მათი სიყვარულის ისტორიის, ერთ კადრით გადმოცემას გულისხმობდა. პროექტის ფარგლებში, საიტზე უამრავი საინტერესო, ორიგინალური და ლამაზი ფოტო განთავსდა. 129 მონაწილის ფოტოებიდან კი რჩეულები გამოვლინდნენ. კონკურსის - „სიყვარული ერთ კადრში“ მთავარი გამარჯვებულის გარდა, პრიზები სხვა მონაწილეებსაც გადაეცათ, რომლებიც პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელის "ისი პარის", ტელეკომპანია "მიუზიკ ბოქსისა" და რადიო "ფორტუნა პლიუსის" ფავორიტები გახდნენ. თითოეული გამარჯვებული კი ყვავილების მაღაზია "Flowers.ge-სგან" ულამაზესი თაიგულებით დასაჩუქრდა.

ბევრს აღარ ვილაპარაკებთ სიყვარულის ამოუცნობ ფენომენზე და შეგახსენებთ, რომ წინ 14 თებერვალი ანუ ვალენტინობა გველოდება. სიყვარულის დღესთან დაკავშირებით „Music box“-მა და რადიო "ფორტუნა+ -მა“ ერთობლივი პროექტი „სიყვარული ერთ კადრში“ წამოიწყეს, რომელიც ყველაზე ორიგინალური, ლამაზი და საინტერესო შეყვარებული წყვილის გამოვლენას ისახავს მიზნად.

ბოლო რამდენიმე საათია რადიო "ფორტუნა პლუსის" წამყვანის, ნიკო ცალანის ფეისბუქზე გამოქვეყნებული ფოტო აქტუალობას არ კარგავს. რადიოწამყვანმა სოციალურ ქსელში პატარა ბავშვთან ერთად გადაღებული სურათი შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: "My sweet boy", რასაც ნიკოს ფეისბუქ-მეგობრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან მდედრობითი სქესის რადიოსმენელების გულთამპყრობელი დაუჯახებული არ გახლავთ.

მომღერლის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები მომღერალმა, მსახიობმა, ”ვოისი საქართველოს“ ჟიურის წევრმა, ნუცა შანშიაშვილმა ”ფორტუნა პლუსის“ გადაცემაში ”სტუმრად გიგასთან“ წამყვანის შეკითხვებს უპასუხა.

TOP სიახლეები

R.O x Konoba – ინტერვიუ მუზიქ ბოქსისთვის

R.O x Konoba თბილისს "Project 10"-ის ფარგლებში ეწვევა და ტურის დასკვნით კონცერტს 27 ოქტომბერს თბილისში, კომპანია Movement & Funday Entertainment ორგანიზებით, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მეხუთე პავილიონში გამართავს.

თეონა კონტრიძე სტეფანეს რუსოფობიის გამო აკრიტიკებს – „ვიღაცა ბრიყვებისთვის რუსეთი იქცა „გოიმობის“ სინონიმად…“

სტეფანე მღებრიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი. თავის დროზე მან „ევროვიზიისთვის“ ჩაწერა სიმღერა, რომელსაც თაკო გაჩეჩილაძესთან, ქრისტინე იმედაძესა და ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა და სახელწოდებიდან გამომდინარე (We don’t wanna put in), „ევროვიზიიდან“ პოლიტიკური ქვეტექსტის ქონის გამო მოხსნეს. სტეფანე რუსეთში კონცერტებს არ ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად მცირე ხნის წინ დაწერა, უამრავი შეთავაზება აქვს. ახლახან […]

გიგა მაქარაშვილი: „ერთი კეთილი ამბავი უნდა მოგიყვეთ ნინო ქათამაძის შესახებ…“

სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი გიგა მაქარაშვილი, რომელმაც ახლახან, სოხუმის დაცემის დღეს, ენგურამდე თბილისიდან გზა ფეხით გაიარა, სოციალურ ქსელში ამ რთულ რთულ დღეებს იხსენებს და იხსენებს ასევე ნინო ქათამაძის ზარს, რომელმაც მისიე რთი საღამო შეცვალა. გთავაზობთ გიგას სტატუსს: „ერთი კეთილი ისტორია უნდა მოგიყვეთ, ჩემთვის ვინახავდი, მაგრამ ჯობს ბევრმა გაიგოს: ზესტაფონთან უნდა გამეთენებინა ღამე მსვლელობის მეშვიდე დღეს, ძილის […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook