დევიდ ლინჩის წარმომადგენლობას რადიო-ჰოლდინგ ფორტუნას გენერალურმა დირექტორმა თამარ ჩიგოგიძემ უმასპინძლა. მათ ფონდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
როგორც უკვე იცით, ცნობილი რეჟისორი დევიდ ლინჩი 18 ნოემბერს საქართველოს ესტუმრა. საქართველოში ვიზიტი დაკავშირებულია რეჟისორის ფონდის კავკასიის ფილიალის საქმიანობასთან, რომელიც 2017 წლის 25 ივლისს თბილისში ჩამოყალიბდა და საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ფონდის პრეზიდენტი ცნობილი ქართველი რეჟისორი და მუსიკოსი გიგა აგლაძე გახლავთ.
ფონდმა "ცხოვრება მშვენიერია", რომელმაც მოღვაწეობა სამი წლის წინ დაიწყო, უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ამჯერად კი ფონდის წევრები 30 წლის დედის, მარი ხარძიანის დასახმარებლად გაერთიანდნენ. როგორც ყოველთვის, ამ წამოწყებას ქართველი მომღერლებიც შეუერთდნენ.
მომღერალი ნუცა ბუზალაძე დიდ მოგზაურობაშია. მან რამდენიმე დღე მოსკოვში დაჰყო, ახლა კი ვიდეოებს სტამბოლში მყოფი აზიარებს. ის ერთ-ერთ ვიდეოში სტამბოლის ერთ-ერთ კარაოკეშია, სადაც ერთ-ერთ ცნობილ თურქულ სიმღერას ასრულებს. ვიდეოს ბოლოს ნუცამ ამ შესრულებისთვის ბრავო დაიმსახურა. (ვიდეო)
ხათუნა ჟორდანიამ გამოაქვეყნა ქალიშვილის, ანასტასია ხაჩიძის ინგლისურენოვანი ესსე, რომელიც გოგონამ დედას მიუძღვნა. ეს ჩანახატი ძალიან ემოციურია. ხათუნამ აღნიშნა: რადგანაც ჩემს შვილებს არ აქვთ ფბ, უნდა დავდო ანასტასიას ესსე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაწერა და დედის დღეს წამიკითხა. ალბათ მომკლავს, რომ გავასაჯაროვე, მაგრამ ვინც წაიკითხავს, მიხვდება, რომ ეს უნდა გამეკეთებინა!!!!!!“ გთავაზობთ მის სრულ ვერსიას: „მთელი ცხოვრების […]
გიგა კვენეტაძემ და გიორგი დათიაშვილმა ძველი რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერა „მინდა იყო ჩემი მზე“ აღადგინეს და ახალი არანჟირებით და დუეტში შემოგვთავაზეს. შეგახსენებთ, რომ სიმღერის მელოდიაც და ტექსტიც გიგა კვენეტაძეს ეკუთვნის, ხოლო თავად კომპოზიცია გიორგი დათიაშვილმა შეასრულა მრავალი წლის წინ და ამ სიმღერით დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ძველი კომპოზიციის ახალი ვარიანტი საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. (ვიდეო)