ფონდი იავნანა

ანიტა რაჭველიშვილი, თამარ ივერი, ნანი ბრეგვაძე, „სუხიშვილები“, ეკა მამალაძე, ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი, გიგი გეგელაშვილი და „სინათლის წელიწადი“, თეა დარჩია, ზაზა მარჯანიშვილი, ნატო მეტონიძე, ვახტანგ მაჭავარიანი, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, „იავნანას“ 14 წლის იუბილეს აღსანიშნავად და კიდევ ერთი საქველმოქმედო საღამოს გასამართად შეიკრიბნენ. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, 3 მარტს, დედის დღეს, ტელემარათონი გაიმართა, რომელიც […]

14 წლის განმავლობაში ამ დღეს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ საზოგადოებას აერთიანებს, წელს კი „იავნანას“ და კეთილ საქმეს ფონდის მეგობრები გალა კონცერტს მიუძღვნიან. სპეციალურად ამ კონცერტისთვის, ნიუ იორკიდან ქართველი მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი ჩამოვიდა, ასევე, გუნდს ამსტერდამიდან დირიჟორი, ვახტანგ მაჭავარიანი შემოუერთდა.

ალონურ კონცერტზე, რომელიც "იავნანას" ფონდში გაიმართა, ანსამბლი „შვიდკაცა“, ოთარ ჯორჯიკია და ასევე პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი წარსდგნენ, რომელიც სწორედ ის ერთ-ერთი სტიპენდიანტია, ვინც წელს ავსტრიაში გამართულ კონცერტზე გრან-პრი აიღო.

იმედია ყველა ვთანხმდებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ის არა საკუთრივ ჩვენი რესურსებიდან, არამედ გარემოსგან მომდინარეობს, რითაც არა მხოლოდ შშმ პირთა თემი, არამედ მთლიანი საზოგადოება ზარალდება. სოციალური ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი პირობა კი სტერეოტიპები, ირგვლივ მყოფთა ნეგატიური დამოკიდებულება, ინფორმაციის ნაკლებობა და საზოგადოების არასწორი შეხედულებებია. ფონდი „იავნანა“ შეუერთდა ანტი-სტიგმა კამპანიას „დაინახე ყველაფერი“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულების, ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ, სტიგმის შემცირებას. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, „იავნანას“ ეგიდით საქველმოქმედო კონცერტი, პიანისტმა დავით ალადაშვილმა გამარათა, რომელიც აღნიშნულ კამპანიას მიეძღვნა.

ცნობილი ქართველი პიანისტი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, დავით ალადაშვილი ფონდ „იავანანას“ ეგიდით, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. "იავნანა“ უერთდება გაეროს ბავშვთა ფონდის "იუნისეფის“ ანტი-სტიგმა კამპანიას "დაინახე ყველაფერი“, რომლის ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ სტიგმის დაძლევა, ამ ბავშვების თვითრეალიზაციის ხელისშეწყობა, მათი უნარების გამოვლენა და უფლებების პატივისცემა.

მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე კორკოტაშვილი, რომელიც ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდიის Songbuilderstudio-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, აშშ-ში გამგზავრებას ფინანსური პრობლემის გამო ვერ ახერხებდა. იქ მას ელოდებიან, რათა ერთი კომპოზიციის არანჟირება და ჩაწერა საკუთარ თავზე აიღონ, შემდეგ კი ეს სიმღერა რამდენიმე ასეულ რადიოში დაატრიალონ.

"აქციე ქველმოქმედება ცხოვრების წესად"- ეს სიტვები, დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ გსმენიათ, მაგრამ ჯგუფმა "სინათლის წელიწადი" და ევგენი მიქელაძის სახელობის, საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, ფონდ "იავნანასთან" ერთად ეს ყველაფერი სისრულეშიც მოიყვანა და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქველმოქმედო წარმოდგენა გამართა.

TOP სიახლეები

7 წლიანი პაუზის შემდეგ ლელა წურწუმიამ სოლოკონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა

ახლა სწორედ ის დროა, როდესაც დიდი თუ პატარა ღამის სიჩუმეს ერთად ფანტავს და ღამე ქუჩას ერთად მიუყვება. ახლა სცენაზე თამამი კოსტიუმით დგომა აღარავის უკვირს, თუმცა წლების წინ სწორედ ლელა წურწუმია იყოს ის, ვინც პირველი ნაბიჯები გადადგა და მსმენელის წინაშე ხან გამჭირვალე სამოსით ხან კი, საერთოდაც, შეხსნილი პიჯაკით წარსდგებოდა ხოლმე.

მარიშკა ჯავახაძის ინტერვიუ – რატომ შეცვალეს „ჩცდ“-ში სხვა მსახიობით

მარიშკა ჯავახაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ თამაშობს. ბარბარიკას როლი თაკო კორინთელმა მოირგო, მაყურებელმა უკვე იხილა მისი შესრულებული ბარბარიკა, როლი ასევე შეაფასა თავად მარიშკამაც. Fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მარიშკამ იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც სერიალის დატოვებამ მოუწია. მარიშკა ჯავახაძე: ეს ამბავი გამოიწვია ჩემმა პირადმა პრობლემამ, როგორც ეს „ჩემი ცოლის დაქალების“ გვერდზე იყო აღნიშნული. ერთ-ერთ საღამოს, კვირაზე მეტი […]

ორსული ანუკი არეშიძის პირველი ფოტოები

ანუკი არეშიძე 6 თვის ორსულია. ამის შესახებ თავად დაწერა „ინსტაგრამზე“ და ფოტოც გამოაქვეყნა. მანამდე კი მეოთხე შვილის მოლოდინის შესახებ კახი კალაძემ ამცნო საზოგადოებას, როდესაც სოციალურ ქსელში ანუკის მუცელი გამოაჩინა და ამით მიგვანიშნა, რომ წყვილი კიდევ ერთ პატარას ელის. შეგახსენებთ, რომ კახი და ანუკი წლებია, დაქორწინებულები არიან. მათი სიყვარულის ამბავი იტალიაში დაიწყო, სადაც ანუკი სამოდელო კარიერის […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook