ფილმის პრემიერა

იზი და ჯადოქარი - ახალი ქართული სათავგადასავლო ფილმის პრემიერა კინოთეატრებში

დისნეის კიდევ ერთი ჯადოსნური საახალწლო თავგადასავლის ნახვა კი საქართველოს კინოთეატრებში უკვე შეგიძლიათ. პრემიერა კინოთეატრ ამირანში გაიმართა, რომლის ჩვენება ივენთკომპანია Geoworld-მა და ნამცხვრის სახლმა Azzato-მ წარმოადგინა, მედიაპარტნიორები კი რადიო ფორტუნა და ფორტუნა პლუსი გახლდათ.

რადიოჰოლდინგ ფორტუნას მხარდაჭერით და კომპანია Geo world-ის ორგანიზებით „კავეა გალერეამ“ „მაკნატუნა-ოთხი სამეფოს“ პრემიერას უმასპინძლა. ფილმის ქართულ პრემიერას ყველასათვის ნაცნობი სახეები შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად დაესწრნენ. მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მოწყობილ ფოტოსესიაში და საზეიმოდ ტორტიც გაჭრეს.

TOP სიახლეები

Thirty Seconds to Mars-ის სტუმრობა საქართველოში და კონცერტი, რომელიც უამრავ თაყვანისმცემელს დაამახსოვრდა

რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი – ჯარედ ლეტო მრავალპროფილიანი არტისტია, რომელსაც შინ “ოსკარიც” უდევს და ძმასთან ერთად წლების წინ ჩამოყალიბებული როკბენდით Thirty Seconds to Mars მთელ მსოფლიოში კონცერტებით მოგზაურობს, სიამოვნებით ურთიერთობს თაყვანისმცემლებთან, მათთან ერთად ცეკვავს სცენაზე, სადაც თავად უხმობს კონცერტებისას, საინტერესო ფესტივალებში მონაწილეობს, სადაც უამრავ ადამიანთან ურთიერთობის საშუალება აქვს, მათთან ერთად მედიტირებს და მუსიკის ენაზე საუბრობს. […]

ლელა წურწუმიას კონცერტზე განსაკუთრებულ თაყვანისმცემლებს მომღერლის გამოსახულებით მაისურს აჩუქებენ

ლელა წურწუმია მორიგი სოლოკონცერტისთვის ემზადება, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება. კონცერტისთვის ბილეთების გაყიდვა უკვე იწყება. 15 აგვისტოდან შეძლებთ შეიძინოთ ბილეთები TKT.GE-ზე ბილეთების ფასი მერყეობს 15-დან 30 ლარამდე. ორგანიზატორების თქმით, A კატეგორიის ბილეთის შეძენის შემთხვევაში, კონცერტზე მისულს თქვენს ადგილზე საჩუქარი დაგხვდებათ მაისურის სახით, რომელზეც მომღერალია გამოსახული. აღსანიშნავია, რომ 15 სექტემბრიდან ბილეთების ფასი მოიმატებს. კონცერტი სპორტის სასახლეშია დაგეგმილი.

ნინო ნადირაძე: „სანამ პირველყოფილი ვაკელების სამარხს არ იპოვნიან, არ მოისვენებენ…“

ნინო ნადირაძემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არის გადაღებული. როგორც მოგეხსენებათ, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია საკმაო ხანია, რაც მიმდინარეობს. როგორც ტელეწამყვანი წერს, ვაკეში მალე პირველყოფილი ვაკელების სამარხს აღმოაჩენენ, თუკი თხრის სისწრაფეს გავითვალისწინებთ: „ვაკეში ისეთი გამალებით თხრიან, მგონი სანამ პირველყოფილი ვაკელების სამარხს არ იპოვიან, არ მოისვენებენ, ნუ ბრინჯაოს ხანის ყავის ჭიქას მაინც“.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook