ევროვიზია

ერთ-ერთმა ქართულმა ინტერნეტსაიტმა გაავრცელა სომეხი მომღერლის სერობ აჯემიანის სიმღერა "ჰაიასტან“, რომელიც წარმოადგენს მიხეილ ჩირინაშვილის ცნობილი სიმღერის - "ყვავილების ქვეყანა“, სრულ კოპირებას. საიტი იუწყებოდა, რომ ამ სიმღერას სომხეთი წლევანდელ "ევროვიზიაზე“ წარადგენს. ამ ინფორმაციის გავრცელებამ ქართველების აღშფოთება გამოიწვია.

გული გვიგრძნობს, წელს ევროვიზია განხილვის თემა დიდი ხანი იქნება. რიგით 61-ე ევროფესტივალის ქართველი მონაწილეების ვინაობა უკვე ცნობილია და უნდა ითქვას, რომ ჩვენზე მეტად ახალი ამბავი თავად კოლექტივის წევრებს უკვირთ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წელს ჩვენი ქვეყნის წარსადგენად ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz შეარჩია.

მომღერალი თემო საჯაია ინტერესდება, რა კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩია "პირველმა არხმა" წელს "ევროვიზიაზე" წარდსადგენი ჯგუფი და რატომ გააკეთა არჩევანი ნიკა კოჩაროვსა და მის ჯგუფზე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის "ევროვიზიის" კონკურსზე საქართველოს ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz წარადგენენ. "პირველმა არხმა" გამოაცხადა კონკურსი ჯგუფისთვის სიმღერის სესარჩევად, განაცხადები 8 იანვრამდე მიიღება. კონკრეტული ჟანრიც განსაზღვრულია: ალტერნატიული ინდი როკი ელექტრონული მუსიკის ელემენტებით. შესულიდან 5 საუკეთესო სიმღერას შეარჩევენ, გამარჯვებულს კი ჟიური და მაყურებელი ერთობლივად გამოავლენენ.

წელს ევროვიზიის ქართული ფან-კლუბი კიდევ უფრო გააქტიურდა და რეზო მამსიკაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა ვიდეო, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის პატარა წარმომადგენლების მხარდაჭერას...

წელს ევროვიზიის ქართული ფან-კლუბი კიდევ უფრო გააქტიურდა და რეზო მამსიკაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა ვიდეო, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის პატარა წარმომადგენლების მხარდაჭერას.

2015 წლის საბავშვო ევროვიზიამდე თითქმის ერთი თვეა დარჩენილი და ევროვიზიის ქართული ფან-კლუბი მორიგი მხარდამჭერი ვიდეორგოლის გადაღებისათვის მხადებას იწყებს.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ლიზი ჯაფარიძემ საბავშვო ევროვიზიისთვის შექმნილ სიმღერაზე, "Happy Day", რომელიც გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, კლიპი წარმოადგინა და ვინ იფიქრებდა, რომ სწორედ პატარა Lizi Pop-ის ვიდეო გახდებოდა საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ყველაზე ნახვადი კლიპი.

წელს საბავშვო ევროვიზიას, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება, ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს. რა თქმა უნდა, დღესდღეობით ცოტაა კონკურსი, რომელსაც წინ არ უძღვის "ცხელ-ცხელი" ჭორები. თუმცა წლევანდელი საბავშვო ევროფესტივალი ამ მხრივ გამონაკლისია. ბულგარულმა ვებ-გვერდმა PRESA.BG გამოაქვეყნა სტატია, სადაც ვკითხულობთ, რომ ჰოლივუდელი “ვამპირი”, ნინა დობრევი ორგანიზატორებისთვის სასურველი არჩევანია 2015 წლის საბავშვო ევროფესტივალის წამყვანობისთვის.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook