ევროვიზია

მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ კონკურსამდე ორი კვირა რჩება. წლევანდელი ჩვენი წარმომადგენლებიც, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz დატვირთულ რეჟიმშიც მუშაობენ.

ევროპის ყველაზე მასშტაბურ ევროფესტივალამდე რამდენიმე კვირით ადრე, ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, იმასთან დაკავშირებით, რომ რუმინეთი წლევანდელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ევროვიზიამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. როგორც იცით, კონკურსზე საქართველოს ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz წარადგენენ, სიმღერით "Midnight Gold". სოციალურ ქსელებში ბევრს საუბრობენ რომ წლევანდელ კონკურსანტებს გამარჯვების შანსი არ აქვთ და სქართველოს სახელით მათი კონკურსზე გაშვება არ იყო კარგი გადაწყვეტილება, თუმცა ჯერ ევროვიზიის კონკურსი წინ არის და წინასწარ დაზუსტებით საუბარი შეუძლებელია, მანამდე კი შეგვიძლია უბრალოდ ფსონები დავდოთ ჩვენს რჩეულზე.

წელს ევროვიზიაზე ნამდვილი მუსიკალური აჯაფსანდალი გველის. მოგეხსენებათ, რომ რიგით 61-ე ფესტივალზე საქართველოს ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz, სიმღერით - Midnight Gold წარადგენენ. ვერ გეტყვით, რომ როკ ჯგუფის რეპერტუარი პოპ მიმართულების ღონისძიების ჩარჩოებში ჯდება, მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ, სანამ სხვა მონაწილეებს არ მოისმენთ.

Midnight Gold-ზე გადაღებული ვიდეო რგოლი იუთუბზე უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ნიკა კოჩაროვისა და Young Georgian Lolitaz-ის შესახებ ევროპულ ასპარეზზე ბევრი არაფერი იციან. სწორედ ამისთვისაა საჭირო საიმიჯო ვიდეო რგოლი - ე.წ. postcard-ის გადაღება, რომელიც ევროფესტივალის მაყურებელს ჩვენს წარმომადგენელს უფრო კარგად გააცნობს.

სპეციალურად ევროვიზიის კონკურსისთვის შერჩეული 5 სიმღერის პრეზენტაცია პირველი არხის გადაცემა "კომუნიკატორში” გუშინ ღამით შედგა.

წარმოშობით ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე შესაძლოა "ევროვიზიაზე" საბერძნეთის სახელით წარსგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება ინტერნეტში.

2016 წლის "ევროვიზიისთვის“ საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში "პირველ არხზე“100-ზე მეტი განაცხადი შევიდა, საბოლოოდ ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფმა ალტერნატიული ინდი როკის ჟანრში შექმნილი ხუთი კომპოზიცია შეარჩია, რომლის სატელევიზიო გადაღებაც კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში გაიმართება.

რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, რომ საქართველო 2016 წლის ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას. კენჭისყრას სტოკჰოლმი, წლევანდელი ევროფესტივალის მასპინძელ ქალაქში ჩატარდა.

TOP სიახლეები

ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი გაბედნიერდა (ფოტოები)

რეჟისორ ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი, თინათინი გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილი გახლავთ. წყვილმა ჯვარი 22 ივნისს დაიწერა. ულამაზესი პატარძლის მშობლები მეორე დღეა, მილოცვებს იღებენ. აღსანიშნავია, რომ შვილის ქორწილში შესანიშნავ ფორმაში იყო მანანა კოზაკოვა, რომელმაც ამ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. შეგახსენებთ, თინათინიც ხელოვნების სფეროშია დაკავებული. ის მოცეკვავეა და „სუხიშვილების“ ანსამბლში ცეკვავს. […]

ილიკო სუხიშვილი და ბექა გოჩიაშვილი საპროტესტო აქციაზე (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

ხატია ბუნიათიშვილი 28 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტს აანონსებს. ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე მუსიკოსმა განათავსა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან მოხარულია, რომ 28 სექტემბერს თბილისში კონცერტი ექნება. ღონისძიება ჩანიშნულია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკლაურ ცენტრში. ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. „ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები ჩემს ქალაქს“.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook