ევროვიზია

„მაპატიეთ, კოლეგებო, ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ძალიან ვემზადები „ევროვიზიის“ შესარჩევი კონკურსის საყურებლად. დედა შვილს არ აიყვანს, ისეთი ამბები მოხდება :)))))))))“ – დაწერა კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა რამდენიმე დღის წინ, როცა ცნობილი გახდა, რომ „ევროვიზიის“ შიდა შესარჩევ ტურში არც მეტი, არც ნაკლები 27 სოლოშემსრულებელი თუ ჯგუფი იღებს მონაწილეობას. „ევროვიზია“ ყოველთვის ხდებოდა ვნებათაღელვის საგანი და მით უმეტეს ახლა, […]

2017 წლის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადების მიღება შეწყვიტა. 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ ყველა იმ მუსიკოსსა და ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენდნენ სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილ სიმღერებს. სულ შემოვიდა 27 განაცხადი – კონკურსანტების სრული სია ასეთია: 1. ნანუკა გიორგობიანი 2. გიორგი ჩიქოვანი 3. დავით შანიძე 4. ტრიო “მანდილი” 5. […]

“იქს ფაქტორის” ერთ-ერთი მონაწილე, მიშო სულუხია “ევროვიზიის” შიდა შესარჩევ კონკურსზე მონაწილეობას გეგმავს. მომღერალს საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს და ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მის სიმღერას წელს ვერავინ გაუწევს კონკურენციას. “აქ მზადდება სიმღერა, რომელიც წელს საქართველოს ევროვიზიაზე წარმატებულად წარადგენს!!! აქედანვე შეგიძლიათ მიგულშემატკივროთ  ❤️ ❤️ ❤️ დილის 5 საათიდან შემოვძვერი სტუდიაში და ვერაფერი გამიყვანს აქედან, სანამ იმას არ […]

უკრაინამ მუსიკალურ-პოლიტიკურ კონკურსში მთავარი მოწინააღმდეგე ღირსეულად დაამარცხა და 2017 წელს ევროფესტივალის კიევში ჩატარების უფლებაც მოიპოვა. წლევანდელი ევროვიზიის გამარჯვებული სიმღერა 1944-ია. ეს უკანასკნელი იმ პერიოდს ეხმაურება, როდესაც სტალინმა ყირიმელი თათრები გადაასახლა და ამ გადასახლებას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მათ სიაში მოხვდა ჯამალას ბებიაც, რომელმაც გადასახლებში შვილი დაკარგა.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსის გამარჯვებული უკრაინის წარმომადგენელი ჯამალა გახდა. უკრაინის წარმომადგენელმა სიმღერა ''1944'' შეასრულა და ჯამში 534 ქულით მოიგო. გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს.

12 მაისს ევროვიზიის მეორე ნახევარფინალური შოუ გაიმართა, რომელშიც ევროპის 18-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველომ. ქართველი კონკურსანტები, ნიკა კოჩაროვი & ჯგუფი Young Georgian Lolitaz ევროფესივალის მილიარდობით მაყურებლის წინაშე მე-16 ნომრად წარსდგნენ, სიმღერით Midnight Gold.

გუშინ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალი გაიმართა. შედეგად, 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 გადავიდა. ფინალში გადასული ქვეყნების სია ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი, რუსეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი, სომხეთი, ხორვატია, კვიპროსი, ავსტრია, ჩეხეთი, მალტა.

Midnight Gold - ეს იმ სიმღერის სახელწოდებაა, რომელმაც წელს საქართველო უნდა ასახელოს, ან 20-ეულში მორიგი საპატიო ადგილი მოუტანოს. რიგით 61-ე ევროვიზიაზე წელს ჩვენს ქვეყანას ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი - Young Georgian Lolitaz წარადგენს. ისინი ევროფესტივალის ნახევარფინალზე 12 მაისს წარდგებიან, მანამდე კი შვედეთში საქართველოს საელჩო ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად მიღებას გამართავს. ჯგუფი შვედეთში უკვე გაემგზავრა.

2016 წლის ევროვიზიამდე რამდენიმე დღე რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ შვედეთის დედაქალაქი, სტოქჰოლმი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში მოექცევა. სტოქჰოლმში, Globe არენაზე უკვე რამდენიმე დღეა რეპეტიციები მიმდინარეობს და აი დადგა დრო ქართველებისაც.

TOP სიახლეები

უკვე მეხუთედ, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება გაიმართა

უკვე მეხუთედ, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება გაიმართა

აპირებს თუ არა ია ტომაში თიკა ჯამბურიასთვის სასამართლოში ჩივილს

მომღერალი ია ტომაში ჟურნალ „თბილისელებთან“ პასუხობს კითხვებს, რომლებიც თიკა ჯამბურიას „ფარულ კონვერტში“ მისდამი გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით აქვს. როგორც თიკამ აღნიშნა, იასთან მეგობრობდა და მან მის შეყავრებულთან გააბა რომანი, რაზეც თიკას ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა. ია ამბობს, რომ თავი არც ისეთი ცნობილი ეგონა და ეს ამბავი საკუთარი თავის პიარად მიიჩნია: „საერთოდ, ვინ არის ეს გოგოო, კითხულობდნენ […]

Paloma Faith გიორგი ქებურიას კაბაში(ფოტოები)

ცნობილი ინგლისელი მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი, პალომა ფეითი (Paloma Faith) გიორგი ქებურიას სამოსში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქებურიას მიერ შექმნილ სამოსს ან აქსესუარს, კონკრეტულად კი, სათვალეს, რომელიმე ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავი ირგებს. სხვადასხვა გადაღებასა თუ წვეულებაზე ქართველი დიზაინერის ნამუშევრებით საზოგადოების წინაშე წარდგენენ რიანა, ლედი გაგა, კორტნი კარდაშიანი და სხვები. გიორგი საკუთარ […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook