ევროვიზია

სოფო იმ ქართველ მომღერლებს შორის პირველი გახლდათ, რომელმაც საქართველო ევროვიზიაზე წარადგინა. უკვე რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. თუმცა დედაქალქში ხშირად არის და შესაბამისად აქ ყოფნის დეფიციტსაც არ განიცდის. კარიერას და ოჯახს კი ერთმანეთს იდეალურად უთავსებს.

ქართულმა საზოგადოებამ თომას ნევერგრინი A-studio-ს ყოფილ სოლისტთან პალინა გრიფიტთან ერთად ჩაწერილი დუეტით გაიცნო, რომელიც მისი ექს მეუღლე გახლავთ. თომას ნევერგრინი, იგივე თომას კრისტიანსენი – 1969 წელს დანიის ქალაქ ორხუსში დაიბადა. 2010 წელს დანიის სახელით წარსდგა „ევროვიზიის“ კონკურსზე ოსლოში დუეტით, მომღერალ კრისტინა შანისთან ერთად სიმღერით „In a moment like this". მალევე თომასმა მონაწილეობა მიიღო პროექტში N’evergreen და დანიაში გამოსცა სინგლი "Since You’ve Been Gone".

თაკო გაჩეჩილაძე თბილისში დაბრუნდა. „ევროვიზიის“ ნახევარფინალში გამოსვლის შემდეგ მან კონკურსი დატოვა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის მეათე ადგილზე გასულ კონკურსანტს სულ 16 ქულით ჩამორჩა და მე-11 ადგილი დაიკავა ნახევარფინალში, შესაბამისად, ფინალურ ეტაპზე გადანაცვლება ვეღარ მოახერხა. თაკომ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ყველა ადამიანს, რომელიც „ევროვიზიისთვის“ მოსამზადებლად დაეხმარა, მადლობა გადაუხადა. „რა კარგია სახლში! 🙂 მინდა, მადლობა გადავუხადო მთელ საზოგადოებრივ […]

რეჟისორმა დათო იმედაშვილმა გააზიარა ვიდეო „ევროვიზიის“ კულისებიდან, სადაც ჩანს, როგორ ლოცულობს თაკო გაჩეჩილაძე გამოსვლის წინ თავისი გუნდის წევრებთან ერთად. ამ ვიდეომ დღეს სოცქსელი მოიარა, მათ შორის აღმოჩნდა დათო იმედაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზეც. რეჟისორმა ასეთი სათაური დააწერა ვიდეოს: „ღმერთი შოკშია“. მის „ფეისბუქ“-პოსტს თავად ვიდეოს მთავარი გმირი, თამარა გაჩეჩილაძე გამოეხმაურა. გთავაზობთ მიწერ-მოწერას, რომელიც თაკოსა და დათოს შორის გაიმართა. […]

რატომ ვერ გადავლახეთ ნახევარფინალური ტური „ევროვიზიაზე“ – ეს შეკითხვა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. თაკო გაჩეჩილაძის გამოსვლას ვერავინ ვერაფერი დაუწუნა, თუმცა საბოლოოდ, ის ფინალში ვერ მოხვდა. რამდენიმე რესპონდენტი ჩავწერეთ ამ თემაზე. მარინა ბერიძე, მუსიკალური პროდიუსერი: რა გაინტერესებთ? მე პორტუგალიელ ბიჭზე ვარ შეშლილი (იღიმის). თქვენი აზრით, თაკო გაჩეჩილაძე რატომ ვერ გადავიდა ფინალში? ვრცლად

9 მაისს მუსიკალური კონკურსის “ევროვიზია” პირველი ნახევარფინალური ტური გაიმართა, სადაც 18 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის იყო საქართველოც. თამარა გაჩეჩილაძის კარგი პერფორმანსის მიუხედავად, მან ფინალში მოხვედრა ვერ მოახერხა. ქართულ სოცქსელში წერენ, რომ ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო და კიდე ერთხელ აღნიშნავენ, რომ “ევროვიზია” არ არის სიმღერის კონკურსი. თაკომ პირად “ფეისბუქზე” პირველი კომენტარი გააკეთა. მომღერალო წერს: “ხალხო! […]

ყველაზე მასშტაბური ევროპული მუსიკალური კონკურსის დაწყებამდე სულ ერთი დღე რჩება. მონაწილეებმა უკვე გაიარეს წითელ ხალიჩაზე. ხვალ„ ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალური ტურია. ქართველი შემსრულებელი 9 მაისს მეორე ნომრად წარდგება მრავალმილიონიანი მაყურებლის წინაშე სიმღერით „Keep The Faith“ (შეინარჩუნე რწმენა), რომლის ტექსტიც თავად შექმნა, მელოდია კი ანრი ჯოხაძეს ეკუთვნის. თაკო საკუთარ გუნდთან ერთად 1-ელი მაისიდან უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრა, […]

თაკო გაჩეჩილაძემ „ევროვიზიაზე“ წარსადგენი სიმღერის ახლებური ვერსია წარადგინა. „Keep The Faith“-ის მელოდია ანრი ჯოხაძეს ეკუთვნის, ტექსტი – თავად თამარას. არანჟირება ანრი ჯოხაძემ გააკეთა, „ევროვიზიისთვის“ მასში მცირე კორექტივები შევიდა და ახლებური ვარიანტი თაკომ ევროპის მოედანზე ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნად გამართულ გალაკონცერტზე შეასრულა. „იუთუბზე“ დადებულ ამ ვიდეოს საკმაოდ კარგი გამოხმაურება ხვდა წილად. წერენ, რომ მოუთმენლად ელოდებიან მომღერლის სიმღერაზე კლიპს, […]

მუსიკოსი ახლა კლიპს იღებს, რომელსაც "ვეროვიზიისთვის“ დაწერილ სიმღერაზე შექმნის. კლიპის პრემიერა გაზაფხულზე შედგება. როგორც მალიბუმ განაცხადა, ის უცხოეთშიც აპირებს გამგზავრებას, სადაც ორ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook