Elite Model Look

ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას 2019 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას კონკურსანტები საერთაშორისო წარმომადგენლის მოლოდინში არიან

ELITE MODEL LOOK-მა ბევრი ახალი მოდელი აღმოაჩინა, რომლებიც წარმატებით გამოდიოდნენ დიდ ასპარეზზე და მონაწილეობდნენ ისეთ ცნობილ მოდელებთან ერთად ჩვენებებში, როგორიცი ადრიანა ლიმაა. ამჯერად კონკურსის გამარჯვებულები კანარის კუნძულებზე გაემგზავრებიან ფინალურ შოუში მონაწილეობის მისაღებად.

წელს კონკურსი 26 ივლისს ჩატარდება, სადაც 17 გოგონა და 12 ვაჟი ელიტის წარმომადგენლის, ჯენიფერ მეის წინაშე წარსდგებიან. თუმცა, მანამდე მონაწილეები მოსამზადებელ პერიოდს გადიან და რა თქმა უნდა, ჩვენი გადამღები ჯგუფიც ყველაზე საინტერესო ადგილას მოხვდა.

ქასთინგის შედეგად შერჩეული კონკურსანტი გოგონები და ვაჟები ინტენსიურად მოემზადებიან ფინალისთვის და ივლისის ბოლოს ელიტის წარმომადგენელი თავად შეარჩევს თითო გამარჯვებულს, რომლებიც ნოემბერში "Elite Model Look"-ის მსოფლიო ფინალზე გაემგზავრებიან.

“Elite Model Look Georgia-ს" ნაციონალური კასტინგის შემდეგ, სამოდელო სააგენტო “IC Model Management-მა" 30 მონაწილე შეარჩია. არჩევანი მარტივი არ ყოფილა, რადგან პრესტიჟულ პროფესიულ საერთაშორისო სამოდელო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 500-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა. დღეს უკვე მონაწილეები ფინალური წარმოდგენისთვის ემზადებიან.

მას შემდეგ რაც სამოდელო სააგენტო “IC Model Management-მა" “Elite Model Look Georgia-ს" ნაციონალური კასტინგი გამოაცხადა, მასში მონაწილეობის სურვილი არაერთმა ახალგაზრდამ გამოთქვა. სავაჭრო ცენტ "ჯი თი სი -ში" 500-მდე მონაწილე შეიკრიბა, აღსანიშნავია, რომ ყველაზე პრესტიჟულ პროფესიულ საერთაშორისო სამოდელო კონკურსში მონაწილეობა ვაჟებმაც გადაწყვიტეს.

"Elite Model Look" ის საერთაშორისო კონკურსია, სადაც სწორედ ლინდა ევანჯელისტას, ალესანდრა ამბროსიოს, სინდი კროუფორდის და კიდევ არაერთი წარმატებული მსოფლიო მოდელის კარიერა იწყება. აღნიშნულ კონკურსზე მოხვედრა ყველა მოდელის ოცნებაა და შიდა შესარჩევ კასტინგებს, ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს.

ყველაფერი დასახული მიზნით იწყება, ოცნება იმის, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამოდელო კონკურსის მოაწილე გახდე. შემდეგ ხანგრძლივი კასტინგები უნდა გაიარო. ამას ერთთვიანი სამზადისის პერიოდიც ემატება და ზემოთხსენებული განვლილი გზის კულმინაცია კი Elite Model Look-ის ფინალისკენ მიდის…

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook